ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტას სატრანსფერო სვლები

გთავაზობთ 10 ყველაზე საინტერესო კითხვაზე პასუხს, რომელიც აწუხებს ბიანკონერის გულშემატკივარს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში. ტურინულმა გამომცემლობა Tuttosport-მა ანალიზი გაუკეთა იუვეს სვლებს:

იყიდის თუ არა მაროტა ტრეკუარტისტას?

“დიახ, აუცილებლად. სავარაუდოდ ტრანსფერი, რომელიც პერსონალურად ალეგრისთვის უნდა გაკეთდეს, განხორციელდება ბოლო წამებში. სათავეში არის ოსკარი.. განიხილება სხვა კანდიდატურებიც თუმცა ბრაზილიელი მოთამაშე ყველაზე სასურველი კანდიდატია. არის ვარიანტი კუადრადოსთან დაკავშირებით, თუმცა იგი სხვა პოზიციის მოთამაშეა. ჩელსისთან ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები”.

შესაძლოა იგი ფლანგზე მოიაზრება?

“ამ მხრივ ტურინში თავს მშვიდად გრძნობენ. მათი აზრით მარჯვნივ კასერესი და ლიხტშტაინერი, ხოლო მარცხნივ ასამო და ევრა სრულებით საკმარისია. პლიუს არის უნივერსალი პადოინი”.

ცენტრალურ მცველზე რაღას იტყვით?

“ეს გადაწყდება მაშინ, როდესაც რუგანის შეხედავენ საქმეში. 1-2 კვირის შემდეგ მიიღებს ალეგრი გადაწყვეტილებას, დაეყრდნოს თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელს. სათადარიგო გეგმაში არიან ნასტასიჩი, ბენატია და აბდენური”.

როგორი იქნება ახალი თავდასხმა?

“სასტარტო დუეტი მორატა-მანჯუკიჩი იქნება. სამეულის შემთხვევაში დიბალა მათთან ერთად. თუმცა, სეზონის მსვლელობაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ეს დამოკიდებული იქნება ამა თუ იმ ფორვარდის ფიზიკურ კონდიციებზე”.

ლორენტეს გაუშვებენ?

“დიახ. მისი ხელში ჩაგდება სერიოზულად სურს რამდენიმე პრემიერ ლიგის კლუბს”.

ნეტო, როგორც ვიცე ბუფონი..

“ნეტოს ყიდვა ნამდვილად სწორი ნაბიჯი იყო, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მისი გასხვისება მომავალი სეზონის ბოლოს საკმაო თანხის სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი. თუმცა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას”.

ოგბონა დატოვებს ტურინს?

“დიახ, მასსზეც პრემიერ ლიგის გუნდები ნადირობენ. ფაქტობრივად აუქციონია გამართული ევერტონს და ვესტ ჰემს შორის. თუ, ტურინელები 10 მილიონს მიიღებენ მაშინ მაროტა დათანხმდება ტრანსფერს”.

ხედირა პირლოს პოზიციაზე?

“გერმანელი ნომინალურად ნამდვილად არ არის “რეჯისტა”, თუმცა მწვრთნელის სურვილიდან გამომდინარე ვფიქრობ არ უნდა გაუჭირდეს. თუმცა, მეტად იგი ცენტრალურ ზონაში სხვა დავალებებით დაიტვირთება, ხოლო ვიცე პირლო სავარაუდოდ იქნება მარკიზიო”.

გაყიდიან პოგბას?

“მაროტა კატეგირიულია მისი მისამართით. მათ ჰქონდათ ამის არაერთი შანსი, თუმცა ტურინი როგორც ჩანს ერთ მუშტად შეიკრა და არ აპირებს საკუთარ მარგალიტთან განშორებას. შესაბამისად მიმდინარე სეზონში ასეთი განვითარება პრაქტიკულად გამორიცხულია”.

ვიდალი?

“მის ირგვლივ საიდუმლოებით მოცული საქმეები ხდება. ღიად, საუბრობენ რომ შეთანხმება რეალთან შემდგარია, მაგრამ რეალობა არავინ იცის. 30 მილიონი ევრო ის თანხაა, რომელზედაც მაროტა შეიძლება დაფიქრდეს, მაგრამ პირლოს შემდეგ რამდენად დათანხმდება წამყვანი შუახაზელის გასხვისებას არავინ იცის”.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x