ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : “სატრანსფერო ფანჯარა ჩვენთვის დახურულია”

 ანდრეა ანიელისთან და კლაუდიო მარკიზიოსთან ერთად პრესს-კონფერენციას ტურინის “იუვენტუსის” გენერალური დირექტორი, ჯუზეპე მაროტაც დაესწრო და პრესის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ბიანკონერებისთვის სატრანსფერო ფანჯარა დახურულია : “შემადგენლობის გაძლიერებისთვის ზრუნვა გაცილებით ადრე დავიწყეთ, ვიდრე სხვა კლუბებმა.კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს, ყველა პოზიციაზე ორი მოთამაშეა, ვფიქრობ, ეს საკმარისია.შემიძლია ვთქვა, რომ დღეის მდგომარეობით ჩვენთვის სატრანსფერო ფანჯარა დახურულია.არტურო ვიდალის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორებია, რეალთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე ლიდერს მივყიდით.რაც შეეხება პოგბას, ამ თემაზე უკვე საკმარისად ითქვა, იუვენტუსი ლიდერების გაყიდვას არ აპირებს.დღევანდელი დღე პირლოსთან გამომშვიდობების დღეა, ლეგენდის ჩანაცვლება რთულია, იგი სიმბოლოა ჩვენი ბოლო წლების წარმატებებისა.ჩვენი ნახევარდაცვა კარგ მდგომარეობაშია, დავიმატეთ ძალიან გამოცდილი და მაღალი დონის შუახაზელი, სამი ხედირა, გვყავს სტეფანო სტურაროც, რომელსაც ბოლომდე ვენდობით.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giorgi Buffon
9 years ago

ჯერ ოსკარიო მერე ისკოო მერე გიოტცეს ვაკვირდებითო და მეთქვი გვეშველა და ეგ არის თქო და ეხლა სატრანსფერო ფანჯარა ჩვენთვის დახურულიაო ტიპმა პირლო გაუშვა და ხედირა მოიყვანე რომელიც რეალის ფანებს ეზიზღებათ ტევესზე ხომ აღარ ვლაპარაკობ ეყიდა გიოტზე და მერე რაც უნდოდა ის ექნა რა ტიპს ამდენი ფული აქვს და ფეხბურთელებს არ ყიდულობს პირლო მაინც არ გაეშვა რა ეტყობა ეგ ვერ ხვდება რა დონის ფეხბურთელები გაუშვა :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad:

9 years ago

ხოდა ასევე ნაადრევად არ დასრულდეს მომავალი წლის ლიგის გათამაშება ჩვენთვის, ვშიშობ…
ჯერ ეხლა გაიხსნო სატრანსფერო ფანჯარა და ამათმა უკვე დახურეს…

ცუდია… ხალხი დასამატებელია აშკარად

svani
9 years ago

გიო დარჯანია

მეც მგონია რომ კომანს უფრო ენდობიან ვიდრე ლორენტეს. მისი ტიპის გვყავს მანძუკიჩი და ასევე მორატაც. ამიტომ ვფიქრობ ისევ ლორენტეს გაუშვებენ (სანამ დროა გაასაღონ თორე ამ წელს სკამზე დალპება და ფასიც დაუვარდება) და კომანს ისევ მეხუთე ფორვარდად დაიტოვებენ რასაც მე მივესალმები.

ALLENATORE
9 years ago

დაასრულე და კარგ ჩიტს დაიჭერთ ) ჯერ ვერ ხვდებით რა დონის ხალხმა დატოვა იუვე ) ტევესი და პირლო მართლა დიდი ძალააა ნებისმეირი გუნდისთვის ) ეხლა უყურეთ ხედირას და მანჯუკიჩმა კიდე უყუროს ლიხშტაინერის და ევრას პადაჩებს როდის გამოუვათ ) ერთი კაცი არა გუნდიში რო ცნეტრ ფორვარდს შეუქმას მომენტი ) მორატა მანჯუკიჩის წყვილი რისი შემქმნელია ? მანჯუიჩი არაფრის აფსოლიტურად ) ხორვატს კრეატიული ვინგერები ჭორდება რობენი რიბერი რო ყავდა იმიტო იტანდა ბევრ გოლს და პროდიქტიული იყო) მორატა კიდე ტევესი არაა რო თავად შექმნას ხანადახნ გამოსდის მაგრამ ეგ ძააან ისე )) ან კი ან არაა )) დიბალა ვნახოთ რას იზავს ) მთავარი ფიგურა ეგ… Read more »

mishka berianidze
9 years ago

ამ გუნდს მინიმუმ 3 მაღალი კლასის მოთამაშე ჭირდება იქიდან გამომდინარე რომ პირლო და ტევესი ძალიან დიდი ძალა იყო ამ 4 სეზონის განმავლობაში და მე ჯერ დარწმუნებული არ ვარ რომ ამ 2 კაცს ეს ხედირა, დიბალა, და მანძუკიჩი ჩაანაცვლებთ თან გამთამაშებელი გვინდა ასევე ფლანგელი ნახევარ მცველები და 1 ცენტრალური მცველი რომ გუნდი სერიოზულად დაკომპლექტდეს თუ დიდი ფულის გადახდა არ უნდათ აქ იტალიაშიც მოიძებნება და რანგით დაბალ გუნდებშიც ისეთი მოთამაშეები რომლებიც გუნდს გააძლიერებენ მაგალითად სერია ა-ში – ფელიპე ანდერსონი, დარმიანი, რომანიოლი, ფლორენცი, ნაინგოლანი ქვეყნის გარეთ კი ამ მოთამაშეებზე შეიძლება ფსონის დადება პრაეტი, დრაგოვიჩი, ჯეტრო ვილემსი, კარასკო, ერიკსენი ამ ჩამონათვალიდან თავისუფლად შეიძლება 3-4… Read more »

R24
R24
9 years ago

რომელ გუნდს აქვს ფუფუნება ზამენაზე ჰყავდეს ბარძალის დონის ცენტრალური მცველი + რუგანი. ცენტრალური მცველი ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩემი აზრით. ფლანგზე კიდე ეს ასამოა ჩადგება ბოლოსდაბოლოს ფორმაში სულ ასე ხო არ იქნება.დარმიანი მართლა კარგი იქნება(კარასკოც შეიძლება) დანარჩენებზე რაც ჩამოთვალე რა გითხრა, ამ ეტაპზე არცერთის ადგილი არაა გუნდში.

mishka berianidze
9 years ago
Reply to  R24

ფაქტიურად გამოდის რომ წელსაც ფლანგელი ნახევარ მცველების გარეშე მოგვიწევს თამაში ასევე გამთამაშებლის ანუ უფრო ბურთის დამჭერის გარეშეც პოგბა, ვიდალი, მარკიზიო ესენი უფრო ჩაშლაზე თამაშობენ ჩვენ კი გვინდა უფრო ბურთის დამჭერი მაგალითად ისკო, დე ბრუენი, ოსკარი ამათგან მინიმუმ 1 მაინც გვინდა ასევე 2 ფლანგელი ნახევარ მცველი ასე მაგალითად თუ დე ბრუენს გამთამაშებლად მოვიყვანთ მარჯვნივ ისკო დადგება მარცხნივ პერეირა ან ვინც მოვა გადახედე ბაიერნს, ბარსას, რეალს, ჩელსის ფლანგებზე როგორი მოთამაშეები ყავთ და მერე ჩვენსას ასამოა, კასერესი, ლიხშტაინერი, ევრა, პადოინი ამათ ბურთის დაჭერა არ შეუძლიათ არც გრძელი პასი უვარგათ ესენი უფრო დაცვის მოთამაშეები არიან ვიდრე შეტევის ასე ლიგას ვერ მოვიგებთ და ბარსასთანაც მაგიტომ… Read more »

lasha naxucrishvili
9 years ago

შენ ალბათ შემტევ ნახევარმცველებს გულისხმობ, ასამოას ორივეგან შეუძლია თამაში დაცვაშიც და ნახევარდაცვაშიც აგრეთვე გავიწყდება ფერეირას არსებობა მას შეუძლია ფლანგზეც და გამთამაშებლადაც თუ რახან ზამენაზე გვყავს ცუდი ფეხბურთელია.თავდასხმა კიდე გადაჭედილია ზაზა დიბალა მანჯუკიჩი მორატა.სწორს გეუბნება ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავს ზამენაზე რომლებიც დაგენანება რო ზამენაზე დასვა.ზამთრის ტრანსფერებზე 1 ფეხბურთელს.კიდევ დაიმატებენ.ისეთ ენდას და ცვლილებებს ითხოვ გეგონება ინტერისა და მილანის დღეში ვიყოთ.ფლანგელ მცველებზე შემდეგ ზაფხულს იზრუნებენ ევრა რო წავა და კასერესი ისევ ხრუსტალი თუ იქნება.

R24
R24
9 years ago

ხოდა თუ ეგეთი მოთამაშეები ჰყავთ ფლანგებზე ბაიერნს რეალს და ჩელსის ჯერ ეგენი გავიდნენ ლიგის ფინალში და მერე ჩვენ :lool: ჩვენ ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს მართლა, უბრალოდ გადაწყობის უკეთესი საშუალება რომ ჰქონდეს ალეგრის მართლა შეიძლება ერთი ფლანგის მოთამაშის მოყვანა, მარა მაგასაც შეცვლებზე მოუწევს შესვლა(სასტავის კაცი ყოველშემთხვევაში ამ იუვენტუსში ვერ იქნება). ამდენი ხალხი რომ მოგყავს ზამენაზე ვის უშვებ ვიდალს, პოგბას, მარკიზიოს თუ მორატას? და ფილიპე ანდერსონისნაირი პერეირა არ გყავს ? რასაც შენ ამბობ ეგ მთლიანად გუნდის შეცვლაა(ეგ ხალხი რო ათამაშო მაშინ ახლანდელები უნდა გაუშვა) და ეგრე არ გამოვა ძლივს შევკარით ანგარიშგასაწევი სასტავი და ასე ერთიანად 8 კაცის მოყვანა და გაშვება არამგონია გამართლებული იყოს.

R24
R24
9 years ago

მივესალმები ამ განცხადებას. მართალია შეიძლებოდა კიდევ ერთი კარგი ტრანსფერის გაკეთება, მაგრამ თუნდაც ის, რომ არცერთ ლიდერს არ ვყიდით უკვე წარმატებაა იმ შემოთავაზებების ფონზე რაც გვქონდა და გვაქვს ახლაც. მოკლედ მორატა-მანძუ და მაგათ უკან დიბალა მშვენიერი იქნება(პერეირაც გვყავს არ დაგვავიწყდეს). მეტი სათამაშო დრო ექნება დიბალას და უფრო მალე ჩაჯდება გუნდის სიტუაციაში. თუ რამე პრობლემა იქნება შეტევაში, ბოლოსდაბოლოს ზამთარში დავიმატებთ ბერარდის. მოკლედ ამ ეტაპზე გუნდი მართლა კარგადაა დაკომპლექტებული, ისევ უძლიერესი ნახევარდაცვა გვყავს, კარგი დაცვა და თავდასხმა. სერია ა-ში ნაღდად უკონკურენტოები ვართ მინიმუმ ეს სეზონი და ლიგაზეც თავისუფლად შეიძლება ფავორიტებს შორის ჩვენი ხსენება. :forza: :forza:

lasha naxucrishvili
9 years ago

არ ვიცი გახსოვთ თუ არა ბევრჯერ მაქ ნათქვამი რომ 2 ფორვარდის უკან დიბალა ან ფერეირა და ვიდალი ძველ პოზიციას დაუბრუნდება ხოლო მარკიზიო პირლოს ადგილს იკავებს არც იყო საჭირო გუნდის ნამეტანი განახლება როგორც აქ ზოგი ითხოვდა.ლიხტშტაინერი (ზამენა კასერესი) ევრა კიდევ ერთი წლით იქნება იუვეში და მას ასამოა შეცვლის ან პირიქით ასე რომ წელს ნამდვილად არ იყო საჭირო ფლანგელი მცველები.ეგ გასულ სეზონს დაემთხვა რომ ევრასაც და ლიხტასაც არ ყავდათ ზამენა და ბოლოს ენა გადმოგდებულებიც მაგიტო იყვნენ ახალი სეზონიდან სულ სხვანაირი სიტუაცია იქნება.არ გამოუვიდათ ოსკარის დათრევა და იფიქრეს ვინმე დებილი ფეხბურთელის მოყვანას ჯობია არც არავინ ვიყიდოთო მარტივი ლოგიკაა.ზამთრის ტრანსფერებზე ჰაჰა 1 ფეხბურთელი დაიმატონ… Read more »

lexo doreuli
9 years ago

ძალიანაც კარგი. რაც მეტი დრო მიეცემათ სტურაროს, კომანს და რუგანს მით უკეთესი :forza:

ალეკო კოკაია

გამოდის რო ტრეკვარტისტას არ დავიმატებთ?სადაა დაპირებული ათიანი შე ბრუციანო შენა? :lool: :lool: :lool: :lool:

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x