ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოფიციალურად : მარკიზიო “იუვენტუსში” 2020 წლამდე !

 ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, კლაუდიო მარკიზიომ კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა : “ემოციებით სავსე ულამაზესი დღეა.1993 წელი მახსენდება, როცა პირველი ვარჯიში ჩავატარე ამ გუნდის შემადგენლობაში, ამ წლების განმავლობაში ყოველთვის მსურდა, ბიანკონერების რიგებში მეთამაშა და უბედნიერესი ვარ, რადგან კიდევ ხუთი წელი ჩემი მომავალი მხოლოდ ტურინია.ტიტულების მოგება იუვესთან ერთად მსურს, ეს იყო ჩემი მიზანი და იგივე სამიზნე მაქვს ახლაც, ეს ლეგენდარული გუნდია, უდიდესი ისტორიით.მომავალი სეზონი ? – როგორც ყოველთვის, რთულ წელს ველით ჩემპიონთა ლიგაზე, რადგან ამ ტურნირზე ადვილი თამაშები არ არსებობს.გასულ სეზონში ფინალს მივაღწიეთ, თუმცა დავმარცხდით, მაგრამ ბრძოლა გრძელდება და დანებებას არ ვაპირებთ.ჩვენი მიზანი საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრაა, შემდეგ ვნახოთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.ყოველთვის ვამბობდი, რომ იუვენტუსის გულშემატკივარი ვარ, სერია ბ- ში თამაში მტკივნეული მოვლენა იყო, თუმცა ძალიან დამეხმარა, უნდა ვაღიარო.რომელი მწვრთნელიც არ უნდა მოვიდეს სათავეში, მე მზად ვარ, ბოლომდე დავიხარჯო და ვიბრძოლო შავ-თეთრი ფერებისთვის.როცა გულით გიყვარს ეს გუნდი, დამატებითი ენერგია და მოტივაცია გაქვს, ეს ეხება ნებისმიერ თამაშს, ვარჯიშებსაც კი.მინდა ეს ემოციები ჩემს თანაგუნდელებს გავუზიარო, განსაკუთრებით ახალწვეულებს, ერთი იდეით ყველაფერია შესაძლებელი.”

“პირლო ? – მისი ჩანაცვლება შეუძლებელია, იგი ჩემგან სრულიად განსხვავებული მოთამაშეა.მე და ანდრეას საერთო მხოლოდ ის გვაქვს, რომ მსგავსი პოზიციის ფეხბურთელები ვართ.მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ყველაფრისთვის დიდი მადლობა გადავუხადო, იგი ამ წლების მანძილზე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო და იუვენტუსს ძალიან ბევრი რამ აჩუქა.მეც დაცვის ხაზის წინ ვასპარეზობ და უყურებდე, სწავლობდე მაესტროსგან შესანიშნავია.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
svani
9 years ago

მე მეგონი ასეთი მოთამაშე არ გვყოლია ვინც ბავშვობიდან მოდის იუვენტუსში და ზრდასრულ ასაკშიც ასეთი წარმატებულია. დელპოს და ბუფონის მერე ეს დგას ჩემს გულში. მიდი პრინცო მიაწექი ბოზებს ცეცხლი ლიგა უნდა მოიგო :*

forza bianconeri
9 years ago

აუ რამაგარია 2020-მდე რო გაახანგრძლივა :love:

lasha lasha
9 years ago

10-იანი მიეცით მარკიზიოს :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x