ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოფიციალურად : პირლო “ნიუ-იორკ სიტის” ფეხბურთელია

ტურინის “იუვენტუსი” იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთმა ლეგენდამ, ანდრეა პირლომ დატოვა.36 წლის ნახევარმცველმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო და ამერიკულ “ნიუ იორკ სიტის” შეუერთდა.ტრანსფერი რამდენიმე წუთის წინ ბებერი ქალბატონის ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა : “დასრულდა ანდრეა პირლოს საოცარი ოთხწლიანი ასპარეზობა იუვეში, ფეხბურთელი ნიუ-იორკ სიტიში გადაბარგდა.ის, რომ ტურინული გრანდი ახლა ევროპულ ელიტაშია, სწორედ მაესტროს დამსახურებაა, მისმა გოლებმა, საოცარმა ასისტებმა მოუტანეს შავ-თეთრებს ზედიზედ ოთხი სკუდეტო, იტალიის თასი, იტალიის ორი სუპერთასი და ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი.ანდრეა გუნდში 2011 წელს მოვიდა, მის მოსვლას მოჰყვა ულამაზესი გამარჯვებები, ტიტულები, თასები.ახალი სტადიონის გახსნიდან ზუსტად სამ დღეში, 11 სექტემბერს პირლოს საოცარი პასით იუვენტუს სტედიუმზე შტეფან ლიხტშტაინერმა პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა, ეს იყო პარმას კარში.შუახაზელის სადებიუტო გოლი შავ-თეთრი მაისურით 2012 წლის თებერვალში გავიდა, კატანიას კარში საჯარიმო დარტყმით.”

“2014 წლის მარტში, პირლომ ერთიმეორეს მიყოლებით გაიტანა უმნიშვნელოვანესი ჯარიმები, ჯერ ჯენოას გაუტანა ლუიჯი ფერარისზე 89′ წუთზე, შემდეგ კი ევროპის ლიგის პლეიოფში ფიორენტინას, ფლორენციაში.2014 წლის ნოემბერში, ანდრეამ ტურინულ დერბიში დანიელე პადელის კარი დალაშქრა, თანაც როდის ? 93′ წუთზე, არტურო ვიდალის პასით როცა ანგარიში 1-1 იყო, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი დერბი დელა მოლეს ისტორიაში.”

“საბოლოო ჯამში, ანდრეამ 164 მატჩი ჩაატარა იუვეს რიგებში, გაიტანა 19 გოლი ( 15 საჯარიმო დარტყმით ), გააკეთა 35 ასისტი და მოიგო შვიდი ტიტული – მაგრამ ის ხომ ადამიანია, რომელსაც სტატისტიკა არ აინტერესებს, მთავარია რას აკეთებს მწვანე მინდორზე.ჩუმი ლიდერი, გუნდის მთავარი ხერხემალი და მამოძრავებელი ძალა, რომელიც დაცვის წინ ასპარეზობს.შენთან ერთად გატარებული ოთხი სეზონი არასოდეს დაავიწყდება საფეხბურთო კლუბ იუვენტუსის ისტორიას, გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს.”

“და მიუხედავად იმისა, რომ შენ არასდროს იყავი გაოცებული ( #PirloNotImpressed ), ჩვენ შენით აღფრთოვანებულნი ვართ..”

#WeAreImpressed

მადლობა ყველაფრისთვის, მაესტრო, წარმატებები !

 

ანდრეა პირლომ ტურინის “იუვენტუსი” ოფიციალურად დატოვა.იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ბებერი ქალბატონის ტიფოზებს ტვიტერის საშუალებით დაემშვიდობა : “ახლა ყველაზე რთულია, ჩემი ემოციები სიტყვებით გადმოვცე.ეს იყო ოთხი განსაკუთრებული წელი ჩემს საფეხბურთო კარიერაში, მხოლოდ მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა ყველას, ყველას ვინც ამ წლების მანძილზე ჩემს გვერდით იყო.საფეხბურთო კლუბს – ტურინის იუვენტუსს, ჩვენს პრეზიდენტს, ანდრეა ანიელის, თითოეულ ადამიანს, რომელიც აქ მუშაობს, ჩემს თანაგუნდელებს, გულშემატკივრებს, ერთგულ ტიფოზებს, თქვენთან ერთად პრობლემების გადაჭრა გაცილებით მარტივი სჩანდა.ძალიან მიყვარხართ.ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, ახლა ახალი გამოცდილება იწყება.ეს არ ნიშნავს, რომ მე რამეს დავივიწყებ, ეს ფერები უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილია.Fino Alla Fine, Forza Juventus”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giorgi Buffon
9 years ago

:euf: :blin: :vaime:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x