ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Tuttosport: “მაროტა აკვირდება გიოტცეს სიტუაციას”

მაშინ როდესაც კლუბი გამალებით ეძებს ტრეკუარტისტას და აკვირდება სატრანსფერო ბაზარზე სიტუაციას. ღირს დაფიქრება მარიო გიოტეზე. ტურინში ასეთ ვარიანტს უკვე განიხილავენ და მიზეზი მარტივია. გერმანელმა ფეხბურთელმა ვერაფრით ვერ მოიკიდა ფეხი ბაიერნში და გუარდიოლას მხრიდან უფრო ხშირად და ხშირად უწევს სათადარიგოთა სკამზე ყოფნა. ტურინელები კი თავის მხრივ გიოტცესადმი ინტერესს ჯერ კიდევ ბორუსიაში ასპარეზობის პერიოდში იჩენდნენ. მაროტა აფასებს სიტუაციას და ხელსაყრელ მომენტს ელოდება, რის შემდეგაც სავარაუდოდ შეიძლება რომ გაკეთდეს ოფიციალური შეთავაზება. შეგახსენებთ, რომ გერმანელი პლეიმეიკერი ბაიერნმა თავის დროზე 37 მილიონ ევროდ შეიძინა..

წყარო: Tuttosport

14 thoughts on “Tuttosport: “მაროტა აკვირდება გიოტცეს სიტუაციას”

    1. შალკეს ლიდერი რომ არის ის დრაქსლერი ამ გიოტცეს მირჩევნია
      ასევე ძალიან მომწონს მაქს მაიერი, კრისტიან ერიკსენი, მატეო კოვაჩიჩი, დე ბრუენი, ისკო, ოსკარი, ლუკას მოურა
      ამათგან თუნდაც 2 რომ მოიყვანონ უკვე სერიოზული განაცხადი იქნება ლიგისთვის
      მე დე ბრუენი და ისკო მინდა ყველაზე მეტად.

  1. სასწაული ტრანსფერი იქნება. ოსკარსაც ჯობია და ისკოსაც ამ ეტაპზე. დიდი გამოცდილება აქვს მის ასაკში რაც უპირატესობაა

  2. გუარდიოლამ ბაიერნში სიტუაცია მაგრად არია.ტიპმა ფეხბურთელი არ დატოვა რო არ ეკამათამა ბაიერნში.გიოტცე ძაან მაგარია ყველას ჯობია ვინების მოყვვანასაც ჩალიჩობდნენ ამ პოზიციაზე.

  3. ამას დრაქსლერი მირჩევნია ბევრად ეს მეც მომწონდა ერთი პერიოდი ბორუსიაში მაგრამ ბავარიაში სულ დაიკარგა ბაიერნიდან ყველაზე მეტად თუ ვინმე მინდა არის ალაბა
    რა იქნება დე ბრუენი და ისკო რომ მოიყვანონ + ფლორენცი, რომანიოლი, დარმიანი და დრაგოვიჩი შემდეგ გაყიდვებზეც ვიფიქრებთ.

  4. გიოცე მოიყვანონ და ჩათვალეთ უახლოესი 10წელი შეტევაზე სანერვიულო არ გვექნება ამაზე უკეთესს მემგონი ვერავის მოიყვანენ ძალიან მაგარია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.