კარნევალი ბერარდის ტრანსფერზე საუბრობს
ჟურნალისტებთან საუბრისას სასუოლოს გენერალური დირექტორი ჯოვანი კარნევალი დომენიკო ბერარდის ტრანსფერსაც შეეხო:“ტურინელებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, რომელიც უკვე არაერთი სეზონია პროდუქტიულად ვითარდება. ბერარდი? მართალია ჩვენ იგი შევიძინეთ, თუმცა ტრანსფერის შემთხვევაში სწორედ იუვენტუსს ექნება პირველი უფლება და პრიორიტეტი ახალგაზრდა ფორვარდის შეძენაზე”.
წყარო: Tuttojuve