ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

ფერნანდო ლიორენტე ტურინის “იუვენტუსიდან” წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.მარიო მანჯუკიჩის ტრანსფერის შემდეგ ბიანკონერები ესპანელის გაყიდვას გეგმავენ და საბედნიეროდ, მსურველების ნაკლებობასაც არ უჩივიან.ბასკი წინახაზელის მიმართ ინტერესს ესპანური და ინგლისური გრანდები იჩენენ, მათთან ერთად ფრანგული “მონაკოც”, რომელიც მზადაა ოფიციალური წინადადებით მიმართოს ჯუზეპე მაროტას.ანჯელო ოგბონა სავარაუდოდ ხვალ “ვესტ ჰემის” წევრი გახდება, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და კონტრაქტის გაფორმებას სამედიცინო შემოწმების გავლა აკლია.ოგბონას შემცვლელად ტურინელები დანიელე რუგანის დაიმატებენ, საჭიროების შემთხვევაში კი მატია ნასტასიჩთან წამოიწყებენ მოლაპარაკებებს.ვიცე-ლიხტშტაინერად კი ბებერი ქალბატონის პირველი პირები სიმე ვრსალკოს მოისაზრებენ, ხორვატის მიმართ ინტერესს “ნაპოლიც” იჩენს და მალე ვნახავთ, რომელი გუნდი მოიგებს მარჯვენა მცველისთვის ბრძოლას.

წყარო : tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ALLENATORE
10 years ago

ლიხშტაინერს ისეთი პიზიკური მონაცემები აქ კიდე დიდხანს ითამაშებს ) მშვნეიერი სეზონი ქონდა ) ფინალშიც ცხენივით ირბინა ) საგოლე პასი გაააკეთა ფაქტიურად ) ლიორენტე აშკარად გასაშვებია ) ფერნანდო კარგი პიროვნებაა ) პიზიტიური ) მაგრამ მისი ადგილი აღარაა გუნდში უკვე )

lasha naxucrishvili
10 years ago

ეს ხე გაათრიონ და ყველაზე ბედნიერი ვიქნები

jek17
10 years ago

და იმიტომ არის რო სულ რაღაც აკლიათ და 6 წაგებული ფინალი დააგროვეს,მოჭერა იქ სადაც არ შეიძლება ყოველთვის კრახამდე მიიყვანს,2 სერიოზული,წამყვანი ფეხბურთელი ტოვებს გუნდს და კიდე ფულს უჭერენ,ალეგრის 1 ფეხბურთელი მოუნდა და ის ვერ მოუყვანეს,ამას ჯობდა პობგა გაეყიდათ და სუ ამოავსებდნენ ცარიელ ადგილებს,10 ნომერი რო არ გეყოლება გუნდს რომელსაც ლიგის მოგებაზე აქვს პრეტენზია რაზე უნდა ელაპარაკო,პირლო მიდის და შემცვლელი არ იყიდეს,ჯარიმების და სტანდარტულების შემსრულებელი არ გყავს რა ამბიციაზეა საუბარი საერთოდ,ვერატი და ოსკარი უნდოდა გუნდს და ამას ჯობდა გაეყიდათ პოგბა.დარმიანიც მანჩესტერმა იყიდა

jek17
10 years ago

როგორც ყოველთვის თავიდან ძაან ხმაურიანად იწყება ხოლმე სატრანფერო ჭორები და იმედებიც საფუძვლიანია მარა ბოლოსკენ ერთი ფეხბურთელის ყიდვა ყოველთვის აქსიომაა,რა გახდა ტრეკვარტისტა რომელიც ასე უნდა ალეგრის,40 მილიონიც რო დაუჯდეს გუნდს ეგ ოსკარი რატო არ იხდიან,ცოტა იშოვეს ამ სეზონში?თან რამდენი ფეხბურთელია გასაყიდი,ლორენტე,ოგბონა და კიდე რამდენიმე რომლებიც ნახევარზე მეტს ამოქაჩავს და 15-20 მილიონი ასე ძნელია გადაიხადოს იუვემ რომელსაც წელს 100 მილიონი ქონდა შემოსავალი???

giorgi nefaridz
10 years ago

Vice lixshtainerad kaseresia da es enis gasatexi rad gvinda?

Giorgi Buffon
10 years ago

ყოველდღე ველოდები რომ რამე ახალი დაიწეროს გიოტცეზე და ხომ ვერ ვეღირსე რა დღეში 50-ჯერ მაინც შემოვდივარ :blin: :blin: :blin:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x