ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარსა, ყველას და ყველაფერს ვერ იყიდი

ბევრს ეცადნენ თუ ცოტას პოგბა მაინც ვერ შეიძინეს და ეხლა ისეთ განცხადებებს აკეთებენ თითქოს აღარ აინტერესებდეთ. ბარსას მესვეურები ისეთ ამაღლებულ ნოტაზე ესტუმრნენ მილანს თითქოს ყველაფრის ბატონ-პატრონები ყოფილიყვნენ, მაგრამ ერთმა მოკრძალებულმა აპენინელმა კაცმა, ჯუზეპე მაროტას სახით მცირე ხნით მაინც დააბრუნა დედამიწაზე. ეხლა კი პრეზიდენტობის ხელმეორე ვადის იმედად დარჩენილი ბართომეუ იხტიბარს არ იტეხს:“ყოველთვის ძნელია სატრანსფერო ბაზარზე რაიმეს პროგნოზირება. სხვა თუ არაფერი ისიც კი შეიძლება ვერ გათვალო თუ სად იქნება ხვალ ლუის ენრიკე. თუმცა, ამ ეტაპზე პოგბასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთსულოვანია და იგი არ შედის კლუბის გეგმებში”. ესპანური პრესა პოგბას ტურინში კიდევ ერთი სეზონით ტოვებს ან ახალი პრეზიდენტის არჩევნებამდე, თუმცა ერთი რას ჭორაობენ იტალიის მეზობლად და მეორეა რას ფიქრობს და აკეთებს ტურინი.

წყარო: TuttoSport

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.