ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კომანის მიმართ ინტერესს რამდენიმე გუნდი იჩენს

მცირე სათამაშო დროის გამო ტურინის “იუვენტუსი” კინგსლი კომანის არენდით გაშვებას გეგმავს.ტუტოსპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანამად, ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს, მათგან რამდენიმეს ფრანგის შეძენა სურს, რამდენიმეს კი არენდის წესით დამატება.ყველაზე მაღალი შემოთავაზება მიუნხენის “ბავარიამ” გააკეთა, რომელმაც 12 მილიონი ევრო შესთავაზა ჯუზეპე მაროტას, თუმცა ტურინელები კინგსლიზე დიდ იმედებს ამყარებენ და მის გასხვისებას არ აპირებენ.რაც შეეხება იჯარით გასხვისებას, აქ მთავარი ფავორიტი “სასოულოა”, რომელსაც სიმონე ძაძას ტრანსფერის შემდეგ ბიანკონერებთან შესანიშნაი ურთიერთობა აქვს.გარდა ემილიური კლუბისა, 19 წლის ფორვარდს “ჯენოა”, “სამპდორია”, “პალერმო” და “ბოლონიაც” აკვირდებიან.შეგახსენებთ, რომ კომანი შავ-თეთრი მაისურით გასული ზაფხულიდან თამაშობს, წინა სეზონში მან 20 მატჩი ჩაატარა, ერთხელ მოახერხა გოლის გატანა და ორჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

წყარო : Football Italia

3 thoughts on “კომანის მიმართ ინტერესს რამდენიმე გუნდი იჩენს

  1. ძალიან ნიჭიერია, ძალიან, მეიმედება კომანის, იმედია განვითარდება და დაბრუნდება იუვეში )) ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და საშუალო დონის გუნდში გაქაჩავს მაგრად, სასოულოში ეს და ბერარდი :up:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.