ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინში დელ პიეროს დაბრუნებას ელიან

დელ პიერო კვლავინდებურად მეგობრულ ურთიერთობაშია ბიანკონერის პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან. შესაბამისად დაირხა ხმები მისი იუვეში დაბრუნების თაობაზე. დელ პიეროს შთამბეჭდავი კარიერა 2012 წლის ივნისში დასრულდა, როდესაც ექს კაპიტანმა კარიერის გაგრძელება ავსტრალიაში გადაწყვიტა. ცოტახნის წინ ანდრეა და ალესანდრო ერთმანეთს ტურინში შეხვდნენ და დიალოგი, რომელიც ყავის თანხმლებით მიმდინარეობდა სწორედ ზემოთხსენებულ თემას შეეხო. მასმედიის მტკიცებით არ არის გამორიცხული უახლოეს პერიოდში დელ პიერო ოფიციალურად დაინიშნოს კლუბში ერთ-ერთი დირექტორის თანამდებობაზე.

წყარო: Football Italia

8 thoughts on “ტურინში დელ პიეროს დაბრუნებას ელიან

  1. ალეს დაბრუნება ძალიან სასიხარულო ფაქტი იქნება :love:

    აი ანიელის უკმაყოფილოები რატო ხართ ნაღდად არ მესმის, ეგეთი იუვენტინო ნაღდად ცოტაა, ტიპი აკვნიდან იუვეს სიყვარულითაა გაზრდილი ისეთი ოჯახის შვილია, დღეს რო ამ დონეზე ვართ ძალიან დიდი დამსახურებაა ანდრეას )) თქვენ ალბათ იმიტო აგინებთ რო ჯიბიდან არ იღებს მილიონებს და ტრანსფერებს არ აკეთებს, ბავშვური ლაპარაკი, არ ხდება ეგრე იუვეში და ეს ტრადიციაა კარგა ხანია )) თან წელს საკმაოდ კარგი ფული დაიხარჯა, უკმაყოფილოები არ უნდა ვიყოთ, 40 მილიონად დიბალა, 18 ძაძა, 18 მანჯუკიჩი, ეს უკვე სერიოზული თანხებია, რას როდის დაფარავს გუნდი ეს უკვე მაროტას და დირექტორების საქმეა, ბუღალტრულად ახლა აისახება ეს თანხები და ფაქტია იუვემ გუნდის გაძლიერებაზე იზრუნა ამ წელს ))

    1. რავიცი რას ერჩიან და მაგრად მიკვირს პოსტებში 10 ფეხბურთელს რო უშვებენ და 10 მოყავთ თითქოს აგერ სმარტში შევა მაროტა დაითრევს და ეგაა რაა :)))

  2. კარგი იქნება )) მალე იმედია პრეზიდენტიც გახდება ) და ეს ხურდა ფული ანიელი წავა დასასვენებლად :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.