ვინოვოზე პირველი შეკრებისთვის მზადება დაიწყო
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური შეკრება ჯერაც არ დაწყებულა, ტურინის “იუვენტუსის” რამდენიმე ფეხბურთელი ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე უკვე ვარჯიშობს.მასიმილიანო ალეგრის მწვრთნელთა შტაბის წევრებთან ერთად დღეს ბაზაზე მარტინ კასერესი და ემილ აუდერო გამოჩნდნენ.პირველ ოფიციალურ შეკრებაზე ბიანკონერები 16 ივლისს უნდა გამოცხადდნენ, ეროვნულ ნაკრებებში მყოფი მოთამაშეები გუნდს 20 ივლისს შეუერთდებიან, არტურო ვიდალი, მაურისიო ისლა და რობერო პერეირა კი, რომელმაც კოპა ამერიკაზე იასპარეზეს, ოდნავ მოგვიანებით.პირველ ამხანაგურ მატჩს ბებერი ქალბატონი 25 ივლისს ჩაატარებს დორტმუნდის “ბორუსიასთან”, ამ შეხვედრის შემდეგ იტალიის სუპერთასისთვის მზადება დაიწყება, რომელსაც 8 აგვისტოს ჩინეთის ქალაქი შაინხაი უმასპინძლებს.აღსანიშნავია, რომ მიუხედავად არდადეგებისა, ფორმაში შესასვლელად სამი ხედირა რამდენიმე დღეა ვარიშობს და მომავალი სეზონისთვის ემზადება.
* ფოტო მარტინ კასერესის ოფიციალური ინსტაგრამიდან
რაღაც ოსკარზე დაიწერა და რას ამბობენ ხომ არ იციით?
ოო ბიჭები სერიოზულად ემზადებიან
ხედირას და კასერესს აქვთ ამბიციები როგორც ჩანს, რახან ადრე დაიწყეს

Mიდით ბიჭებოო