ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი : “იუვეს უკვე ჰყავს ათიანი და ის პაულო დიბალაა”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი გენერალური დირექტორი, ლუჩიანო მოჯი ბიანკონერების მიერ განხორციელებულ ტრანსფერებს შეეხო და მათზე მცირე კომენტარი გააკეთა : “ოგბონას პრემიერ ლიგაში ტრანსფერი ტურინელთათვის სწორი გადაწყვეტილება იყო, ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერაფრით დაიმკვიდრა და როცა რომელიმე გუნდი მზადაა 11-12 მილიონი გადაიხადოს ასეთ მოთამაშეში, აუცილებლად უნდა დათანხმდე.წარმატებებს ვუსურვებ ანჯელოს ვესტ ჰემის შემადგენლობაში, თუ მეტი სათამაშო დრო ექნება, ნაკრებში მოხვედრის შანსიც გაუჩნდება.პირლო იუვეს ისტორიაში სამუდამოდ დარჩება, მისი ჩანაცვლება მარკიზიომ უნდა შეძლოს, კლაუდიო ერთადერთი ფეხბურთელია, ვისაც შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს ბურთის გათამაშება, რაც შეეხება ტევესს, მისი ჩანაცვლება უფრო დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული.გასაგებია, რომ მანჯუკიჩი მებრძოლი და მაღალი დონის წინახაზელია, მაგრამ არგენტინელი და ხორვატი სხვადასხვა სტილის ფეხბურთელები არიან.ათიანი ? – პაულო დიბალა, ის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდაა, როცა მაროტამ მასში 32 მილიონი გადაიხადა, იქ გადაჭრა ათიანის პრობლემა, არგენტინელი ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ფორვარდია.”

“ტრეკუარტისტა ? – როგორც უკვე ვთქვი, ამ პოზიციაზე იუვეს დიბალა ჰყავს, იგი ნახევრად უკანდახეული ფორვარდია, ნახევრად კი თავისუფალი მხატვარი, მეეჭვება, ხელმძღვანელობამ გუნდში კიდევ მოიყვანოს იმ პოზიციის ფეხბურთელი.კუადრადო ? – როცა იგი ჩელსიში გადავიდა, ბევრ სირთულეს გადააწყდა, მისი მთავარი პლიუსი სისწრაფე და ტექნიკაა, ვნახოთ, როგორ ითამაშებს მომავალ სეზონში.მეეჭვება, იგი ბებერი ქალბატონის სტილს შეესაბამებოდეს, მისდამი ინტერესი მხოლოდ ჭორებია და კონკრეტული არაფერი.”

“სხვა გუნდები ? – კარლოს ტევესის წასვლით იუვენტუსი ცოტა დასუსტდა, თუმცა მაინც ლიდერად რჩება, მილანმა ფორვარდები დაიმატა, ინტერმა კონდოგბია.იბრაჰიმოვიჩი ნერიაძურიში არ გადავა, თუ იტალიაში დაბრუნებაზე მიდგა საქმე, მხოლოდ როსონერიში.31 აგვისტომდე კიდევ დიდი დროა და სხვა კლუბებს ტრანსფერების განხორციელება მოუწევთ, თუ ბებერ ქალბატონთან ოდნავ წამოწევა სურთ.”

წყარო : Tuttojuve

12 thoughts on “მოჯი : “იუვეს უკვე ჰყავს ათიანი და ის პაულო დიბალაა”

  1. გასაკვირი არაფერი უთქვამს. ეს დიბალა უფრო მეორე ფორვარდად მევლინება მე პირადად. ეს 9 ნომერზე რომ დააყენო შეჭამენ მცველები. ცენტრფორვარდი ცოტა ჯანზე უნდა იყოს და ფიზიკურად ძლიერი რომ ცენტრალუ მცველებთან ორთაბრძოლა მოიგოს. იქნება ფორვარდების უკან გამთამაშებელი და ეყოლება ზამენა პერეირა. ცენტრი იქნება ვიდალი მარკიზიო პოგბა და ზამენა გვეყოლება ხედირა სტურარო. თავდასხმას ჩემი აზრით მორატა მანჯუ დაიწყებენ და მერე რა მოხდება ვინ ვის ამოაგდებს კაცმა არ იცის. მოკლედ ჯერ სუპერ თასი მინდა სასწრაფოდ და მერე წამოვა გამოიკვეთება ვინ ვინ არის რა.

  2. Mოკლედ დაე ვენდოთდიბალას საკმაოდ ნიჭიერია ახლა უკეთესი პარტნიორებიც ეყოლება და იმედია მოუმატებს მე კი კაი ხანია ვიძახი რო მისგან დიდი იგროკი დადგება და ამხელა კაცმაც ასე დადებითად შეაფასა დიბალა :forza: :juvee:

  3. აჰა ეგეც მე ვარ ?!
    დიბალა არის ზუსტად ეგეთი სადაც გინდა არბენინე თავდასხმაში.
    ეს კაცი ნელ ნელა თავს მაყვარებს :up: ვიდალი და გამთამაშებელი omg :boli: მაქს იმედია ამას ჩემი თვალები აღარ ნახავს ეგ იგივეა რაც 4-4-2.ფერეირა და დიბალა გამთამაშებლად და მორჩა თუ რა თქმა უნდა ტაქტიკა არ შეიცვალა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.