ტურინული თავსატეხი დაცვის ფლანგებზე..
მართალია ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ სატრანსფერო ფანჯარა დახურულია უკვე ტურინული კლუბისთვის, თუმცა გარკვეული კითხვის ნიშნები შემადგენლობასთან დაკავშირებით მაინც არის. განსაკუთრებით საინტერესოა ფლანგები. შესაძლოა ლიხტშტაინერი და ევრა ძირითადის უცვლელ წევრებად მოიხსენიებიან, თუმცა იგივე სურათი რომ არ განმეორდეს რაც შარშანდელ სეზონში საჭიროა მათი რეზერვების მოძიება. ასამოას მთელი სეზონი გაუცდა და არავინ იცის როგორ ფორმაში იქნება და იგივე ეხება კასერეს, რომელიც ცნობილია საკუთარი ტრავმიანობით. ისლასთან დაკავშირებით ჯერ არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები. ნებისმიერ შემთხვევაში პოტენციურად მიმზიდველი წინადადების შემთხვევაში კლუბი ეცდება მის გასხვისებას..
ასეთ დროს კი მაროტა ბუნევბრივია განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს. მარჯვენა ფლანგზე თითქოს საბოლოოდ შეჯერდნენ შესაფერის კანდიდატზე. სასუოლოს ხორვატი ლეგიონერი ვრლასკო ცუდი ვარიანტი ნამდვილად არ არის, ოღონდ მისი ტრანსფერი თუ მოხერხდა, მოხდება მხოლოდ 2016 წელს, რადგან დაუყონებლივ განშორებაზე მოკრძალებული კლუბი მტკიცე უარზეა.
რაც შეეხება საპირისპირო ფლანგს, აქ პორტოს მარცხენა მცველი ბრაზილიელი ალექს სანდროს პერსონა ფიგურირებს. 24 წლის ფეხბურთელი პროდუქტიულ სეზონს ატარებს და უნდა ითქვას, რომ კარიერული პროგრესირებისთვის დადგა დრო უფრო ძლიერ ლიგაში მოსინჯოს ძალები. ბევრს საუბრობენ მის კონტრაქტში ჩადებულ პუნტქზე, თუმცა 50 მილიონის გადახდას მასში არავინ მოინდომებს და ეს პორტუგალიელებსაც კარგად ესმით. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ფეხბურთელს ხელშეკრულება 2016 წელს ეწურება და ჯერჯერობით საუბარი მის გახანგრძლივებაზე მოთამაშის მხრიდან არ დგას. ამიტომაც პორტო 15 მილიონის გამომუშავებას მაინც ეცდება მის სანაცვლოდ..
წყარო: tuttosport
Aლექს სანდრო მშვენიერი იქნება ფლანგზე