ლიპი : “იუვენტუსი უფრო გაძლიერდა”
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა მწვრთნელმა, მარჩელო ლიპიმ ლა სტამპას საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ ბებერი ქალბატონი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა : “იტალიაში ერთდროულად რამდენიმე გუნდმა ჩადო დიდი ინვესტიციები სატრანსფერო ბაზარზე, თუმცა ვფიქრობ, გამორჩეულად იუვენტუსი გაძლიერდა, მათ ჰყავთ ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი და ახალწვეულები გუნდს, კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდიან.კარგად მახსოვს, როცა იუვეში 2001 წელს დავბრუნდი, უმბერტო ანიელიმ მასთან დამიძახა და ამიხსნა, თუ რატომ გაყიდა ზინედინ ზიდანი, თან დამპირდა, რომ აუცილებლად აანაზღაურებდა დაკარგულს, ამის შემდეგ ჯიჯი ბუფონი, ლილიან ტურამი და პაველ ნედვედი გაიფორმა, ვერავინ იტყოდა, რომ ჩემი გუნდი დასუსტდა.ხედირა მსოფლიო ჩემპიონი და ძალიან გამოცდილი ნახევარმცველია, დიბალა ნიჭიერი, რომელსაც მცირე პროგრესი სჭირდება და უძლიერესი ფორვარდი გახდება, მანჯუკიჩი კი იმ სტილის თავდამსხმელია, როგორიც იუვენტუსს აკლდა.იგი მეტად დაგეშილია გოლზე, ვიდრე ფერნანდო ლიორენტე.ძალიან მომწონს ძაძა, მისი მოძრაობები, ტექნიკა და გოლის ალღო.რაც შეეხება დანიელე რუგანის, მისი ტრანსფერით მაროტამ ცხადყო, რომ იტალიის ნაკრების კადრებით მთავარი მომმარაგებელი სწორედ ბებერი ქალბატონია.საკლუბო კარიერა ? -სულაც არ მენატრება, ამგვარი მუშაობის გამოცდილება უკვე მაქვს.პენსიაზე ჯერ არ გავსულვარ, ეროვნული ნაკრებების ჩასაბარებლად მზად ვარ, მაგრამ კონკრეტული არაფერია.”
დადო ჯოვინკომ ჰეტრიკი
seria a 2015-16
1. juve
2.inter
3.roma
4.milan
5.napoli
6.lazio
7.fiore
darekilia :-)
exla tbilisis droit 23:00 saatze major ligis morigi turis matchia niu york siti-toronto
ra kavshiri aqvs juvestan?
andrea pirlo vs seba jovinko :-)
aseve david vila lampardic xo niuiorkshi tamashoben
tumca ramdenad shedgeba maestros debiuti arvici
laivi ESPN caribbean ze
Mere modi nakrrbshi shechemalala
ერთი 10-იანი იყიდეთთქო უთხარი რა ბარემ