სატრანსფერო ციებ-ცხელება
დღევანდელი დღე სატრანსფერო ჭორების მხრივ ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე პასიური იყო.აღსანიშნავი ინფორმაცია მხოლოდ ისაა, რომ “ნაპოლის” ხელმძღვანელობას დანიელე რუგანის ხელში ჩაგდების იმედი აქვს და ჯუზეპე მაროტას დაყოლიებას ცდილობს.თუმცა, ბებერი ქალბატონის გენერალურმა დირექტორმა უკვე გაასხვისა ანჯელო ოგბონა და მის შემცვლელად სწორედ რუგანის მოიაზრებს.99 პროცენტიანი ალბათობით, იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მცველი მომავალ სეზონს შავ-თეთრი მაისურით დაიწყებს.ოსკარზე და კუადრადოზეც ვთქვათ, რომელთა გადმობირების შანსები ფაქტობრივად, ნულს უტოლდება.”ჩელსი” არ აპირებს მათ გაყიდვას და ორივე მათგანს კიდევ ერთ შანსს აძლევს, თავის გამოჩენის მიზნით.რაც შეეხება ფერნანდო ლიორენტეს, მისით “ტოტენჰემი” და “პორტო” ინტერესდებიან, რომელი მათგანი მოიგებს ბასკისთვის ბრძოლას, ჯერ-ჯერობით უცნობია.
თვითონ ოსკარი უნდა დაკერონ და მოითხოვს გადმოსვლას,რა უნდა ჩელსიში,ხხავს სკამს და აქ მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება,თან ჩელსს ბევრი კონკურენტი ყავს ინგლისში და იუვე თითქმის უკონკურენტოა იტალიაში
ჩელსისგან წესიერს ვერავის იყიდი საერთოდ. მაგრად კიდიათ ფული ურჩევნიათ ბოლომდე გააფუჭონ ფეხბურთელი და მერე გაყიდონ იაფად ვიდრე თავის დროზე ბევრ ლიმონად რუგანი კი ლეგენდის მატერიაა ვნახოთ