ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება (ოზილი)

ბოლო პერიოდში ვინ არ დაუკავშირეს ჩვენ გუნდს.. საუბარი ეხებათ უშუალოდ “ტრეკუარტისტებს”. დღეისათვის პოპულარული ფიგურა მესუთ ოზილია.. ადიდასთან გაფორმებული ხელშეკრულება ჟურნალისტებისთვის ახალი ფანტაზიის წამომწყები გახდა. მათი აზრით, სწორედ ეს და ხედირას ფაქტორი შეიძლება გახდეს გადამწყვეტი. არავისთვისაა ახალი, რომ გერმანულ კომპანიას საკმაოდ მსუყე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული თურქი წარმოშობის შემტევ შუახაზელთან, ხოლო ხედირასთან მეგობრული ატმოსფერო ჯერ კიდევ გერმანიაში ასპარეზობისას ჩამოუყალიბდა. თავად ოზილი ორაზროვან განცხადებებს აკეთებს:”ლონდონში კიდევ ერთი სეზონით დავრჩებოდი და შემდგომ ჩემი გული ფენერბახჩესკენ მიიწევს და სწორედ იქ მსურს ასპარეზობა”. არსენალში მთლად იდეალურად საქმეები არ მიდის, მაგრამ რამდენად დათანხმდება ვენგერი ფეხბურთელის გასხვისებას, რომელშიც საკმაო თანხაა ინვესტირებული მეორე საკითხია..

წყარო: Tuttosport

7 thoughts on “სატრანსფერო ციებ ცხელება (ოზილი)

  1. ღა ფენერბახჩეშო ისე ამ ფენერმა ისეთი კამანდა შეკრა იოზილიც თუ დაიმატეს და 1 კარგი ცენტრალური მცველი ლიგის მოგების პრეტენზიაც გაუჩდებათ ძაან მომწონს მესუთა :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.