ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარსა, ყველას და ყველაფერს ვერ იყიდი..

ბევრს ეცადნენ თუ ცოტას პოგბა მაინც ვერ შეიძინეს და ეხლა ისეთ განცხადებებს აკეთებენ თითქოს აღარ აინტერესებდეთ. ბარსას მესვეურები ისეთ ამაღლებულ ნოტაზე ესტუმრნენ მილანს თითქოს ყველაფრის ბატონ-პატრონები ყოფილიყვნენ, მაგრამ ერთმა მოკრძალებულმა აპენინელმა კაცმა, ჯუზეპე მაროტას სახით მცირე ხნით მაინც დააბრუნა დედამიწაზე. ეხლა კი პრეზიდენტობის ხელმეორე ვადის იმედად დარჩენილი ბართომეუ იხტიბარს არ იტეხს:“ყოველთვის ძნელია სატრანსფერო ბაზარზე რაიმეს პროგნოზირება. სხვა თუ არაფერი ისიც კი შეიძლება ვერ გათვალო თუ სად იქნება ხვალ ლუის ენრიკე. თუმცა, ამ ეტაპზე პოგბასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთსულოვანია და იგი არ შედის კლუბის გეგმებში”. ესპანური პრესა პოგბას ტურინში კიდევ ერთი სეზონით ტოვებს ან ახალი პრეზიდენტის არჩევნებამდე, თუმცა ერთი რას ჭორაობენ იტალიის მეზობლად და მეორეა რას ფიქრობს და აკეთებს ტურინი.

წყარო: TuttoSport

3 thoughts on “ბარსა, ყველას და ყველაფერს ვერ იყიდი..

  1. ფეხბურთის ღმერთო,შენთვის ხო არაფერი მითხოვია აქამდე?ხოდა ეხლა გთხოვ 2 სიტყვით.ყველას რო ბარსა და რეალი აკერია პირზე და კრიშტიანო და მესი,სულ მალე ისე ქენი რო ყველას დიბალა,მორატა,პოგბა კომანი ჯიჯი და რაც მთავარია იუვე ეკეროს პირზე,და ვფიცავარ ჩემს ადამიანობას აღარასდროს შეგაწუხებ.მარად და ყველგან Forza Juveeeeeeeeeee :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  2. ხო 80 ლიმონს მე ვიხდიდი :chuvak: არ შედის კიარა ვერ შედის :forza: ასე გააგრძელოს მაროტამ არ გაყიდოს ლიდერები და მომავალ წელს ისევ ერთ-ერთი ფავორიტები ვიქნებით ჩ.ლიგაზე :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.