ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლაპორტა: ” თუ მე პრეზიდენტი გავხდები … “

“ბარსელონას” საპრეზიდენტო კანდიდატებს ხოზეპ მარია ბარტომეუსა და ხუან ლაპორტას პოლ პოგბას კანდიდატურის თაობაზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ. “კამპ ნოუს” ნომერ პირველი ფიგურის ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და კანდიდატები სწორედ პოლ პოგბას ირგვლის შექმნილ სიტუაციას იყენებენ ფანების გულის მოსაგებად. როგორც ბარტომეუმ “კადენა კოპეს” განუცხადა “პოგბა პრიორიტეტი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მომავლის განჭვრეტა შეუძლებელია. ასეა თუ ისე, ლუის ენრიკეს ეს ფეხბურთელი არ მოუთხოვია. ” განსხვავებულ პოზიციაზეა პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი, ლაპორტა ჯიუტად აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ფრანგი ნახევარმცველი უახლოეს მომავალში “ბარსელონაში” უნდა აღმოჩნდეს და “ბლაუგრანას” მაისური მოირგოს: ” დიახ, ჩვენ დაინტერესებული ვართ პოლით და თუ მე გავხდები პრეზიდენტი, შესაბამის ნაბიჯებსაც გადავდგამთ. უდაოდ, ის ჩვენ სიაშია. მისი ტრანსფერის გასაღები აგენტი მინო რაიოლაა, მეტი არავინ. ” -ფაქტია, რომ თუ პრეზიდენტი ხუან ლაპორტა გახდება, სავარაუდოდ, ყველაფერს გაიღებს, რომ მისი მთავარი დაპირება შეასრულოს და ამისათვის მნიშვნელოვან თანხებსაც ჩამოვა.
წყარო: football italia

4 thoughts on “ლაპორტა: ” თუ მე პრეზიდენტი გავხდები … “

  1. ეს დებილი და ფულით გაღორებული ლაპორტას გონია რო ყველას იყიდის ვინც მოუნდება,წელს ეგ გამორიცხული და მომავალ წლებშიც,რო გახდება 29 წლის მისცემენ მერე იმ წლების შესაბამის თანხათ,ანუ ეს თანხა იქნება დაახლოებით 230 000 000 და წაიყვანოის მერე

  2. Pოგბა გინდა? დადე 200 ლიმონი ნეიმარში სავარაუდოდ 200 ლიმონამდე აქ ბარსას დახარჯული ქექავს სსამართლო ხოდა იმენა ბარსას 150 ლიმონზე ნაკლებად არ უნდა მიყიდონ!! Mარა იმედს ვიტოვებ რო პოგბას ნებისმიერ ფასად შევინარჩუნებთ :forza: :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.