ოფიციალურად : ტევესი “ბოკა ხუნიორსის” ფეხბურთელია
ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კარლოს ტევესის “ბოკა ხუნიორსში” დაბრუნება დაადასტურა.ორი შესანიშნავად ჩატარებული სეზონის შემდეგ არგენტინელი ფორვარდი ბებერ ქალბატონსა და მთლიანად ევროპას დაემშვიდობა.მისი ბიანკონერებში ტრანსფერი განსაკუთრებული მოვლენა იყო, ტურინის აეროპორტში აპაჩეს უამრავი გულშემატკივარი დახვდა, ხელმძღვანელობამ კი მას ალესანდრო დელ პიეროს ათიანი უბოძა.31 წლის ფეხბურთელი გამორჩეული იყო მისი ბრძოლისუნარიანობით, კლასითა და ლიდერის ხასიათით, იგი ჩემპიონთა ლიგის ფინალის უკანასკნელ წუთებამდე ღირსეულად იცავდა შავ-თეთრ ფერებს.ტევესის დებიუტი ტურინელთა რიგებში საოცარი აღმოჩნდა : გოლი, გამარჯვება და იტალიის სუპერთასი ოლიმპიკოზე, ეს იყო 2013 წელს.მას შემდეგ კარლიტომ 96 მატჩი ჩაატარა და 50-ჯერ მოახერხა მეტოქე გუნდების დამწუხრება.აპაჩე სერია A – ში ყველაზე მეტი გამარჯვების მქონე ფეხბურთელია ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, მან 53 შეხვედრის მისი გუნდის სასარგებლოდ დასრულება შეძლო.ევროიუვეშიც გამორჩეული ადგილი ეჭირა ტევესს, 13 შეხვედრაში მან 7-ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა, იქამდე კი, სხვადასხვა გუნდების შემადგენლობაში, 33 მატჩი მხოლოდ 6 გოლი ჰქონდა ანგარიშზე.ახლა არგენტინელი ფეხბურთელი მშობლიურ კლუბში ბრუნდება, მან ბოკას ღირსება უნდა დაიცვას, კარიერაში უკვე მეორედ.ასეთი დონის, კლასისა და გამოცდილების მქონე ფეხბურთელი ყოველთვის ემახსოვრებათ არგენტინაშიც, ბრაზილიაშიც, ინგლისშიც და იტალიაშიც, ეს იმ ქვეყანათა ჩამონათვალია, სადაც აპაჩეს უთამაშია.დიდი მადლობა კარლიტოს, წარმატებებს გისურვებთ !
Giampiero Timossi Il Secolo XIX_ს მთავარი რედაქტორია და ათიანზე გააკეთა კომენატრი, დიაბალა კი ნიჭიერიაო მარა ამხელა ნახტომი უნდა გააკეთოსო ანუ პალერმოდან იუვემდეო და დიდი რისკია მაგისთვის 10 ნომრის მიცემაო, გაიხსენეთ იტურბეო, შარშან იტურბეზე ბევრად დიდი ამბავი იყო ატეხილიო მარა რაც გააკეთა კი ხედავთო, იუვეში ათიანს მარკიზიო იმსახურებსო. ისე აქ ტევესის და ასამოას არ დაფასება ყველას და ყოველთვის ახსოვს და მარკიზიოს რო ყოველი მეორე ლანძღავდით, ბონუჩიზე აღარ ვლაპარაკობ ერთი მაგ ხალხსაც შეახსენეთ რაებს ლაპარაკობდნენ ამ დიდ ლეგენდებზე. ტევესი კარგი ფეხბურთელია და არა იუვეს ლეგენდა, იუესთან არ აქვს მაგ კაცს იმ დონის შეხება რო საყოველთაო და დიდი დაფასება მიიღოს ფანებისგან, ვაფასებთ ზომიერად… Read more »
ტევესმა საუკეთესო სეზონი ჩაატარა წელს იუვეში
ისე ერთი-ორი სიტყვა გეთქვათ სებაზე,გუშინ ჰეთ-თრიკი და საგოლე პასი გაჩითა,მაინც იუვენტინოა,თუმცა….ზატო ტევესზე არ მოგვაკლდება სტატიები დარწმუნებული ვარ,ყველა გოლს ვნახავთ ალბათ ბოკაში

ძალიან სამწუხაროდ ბევრი იუვეს გულშემატკივარი არ აფასებს, არადა ორი წლის მანძილზე თავდადებით იშრომა ამ კაცმა და მართლა საოცარი სეზონები დადო, მადლობა ტევეს ყველაფრისთვის
მართლა უძლიერესი იყო და ჩემი აზრით იუვეს ყველაზე კარგად მოერგო,უბრალოდ ლიგის ფინალში საერთოდ არ ჩანდა,თუმცა საერთო ჯამში ძალიან კარგი იყო იუვეში.წარმატებები აპაჩე,ამ 2 წლის განმავლობაში შენ დაწერე იუვეს ახალი ისტორია.

შიტიშიც პირველი 2 სეზონი დფრინ@ვდა კლუბიs საუკეთსო და პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და 20 გოლით ბომბარდირიც გახდა მგონი მარა იუვეში 2 საოცარი ემოციური სეზონი დაჰყო
Aპაჩე ნამდვილად აპაჩე იდეალურად შეესაბამება ეს სახელი კარლიტოსს
უძლიერესი იყო ტევესი და საუკეთესო სეზონები იუვეში ჩაატარა ჩემი აზრით. ისე ცოტა ადრე წავიდა 1 წელიც კარგად გაქაჩავდა მაგრამ არაუშავს სამაგიეროდ ძაძა და მანძუ მოვიდნენ და სათანადოდ ჩაანაცვლებენ კარლიტოსს
მადლობა ტევეს 