ტევესი : “მუდამ ჩემს გულში იქნებით”
ტურინის “იუვენტუსის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, კარლოს ტევესი ბებერი ქალბატონის გულშემატკივრებს ტვიტერის მეშვეობით მიმართავს : “იუვენტინოებო ! ტურინში მოხვედრის პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში.სწორედ იუვემ დამიბრუნა ძალა და მომცა შესაძლებლობა, ფეხბურთის თამაში გამეგრძელებინა.გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივიღე, დადგა დრო, მშობლიურ კლუბში დავბრუნდე, თქვენთვის კი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.ბიანკონერებში დავტოვე მეგობრები, თანაგუნდელები, ეს იყო ურთულესი გადაწყვეტილება.მადლობა იმ ორი წელიწადისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ, იმ ტიტულებისთვის, რომელიც ერთად მოვიგეთ, გამარჯვებებისთვის და მარცხებისთვისაც კი, ამით ბევრი რამ ვისწავლე.ყოველთვის ჩემს გულში იქნებით.აპაჩე ! “
ისტორიაში შესულია უკვე ! <3
Mადლობა აპაჩ ყველაფრისთვის
