ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალა: ” 21 ნომერი ავირჩიე “

მას შემდეგ, რაც იუვენტინოს სტატუსით გუშინ პირველად ისაუბრეს სიმონე ძაძამ და სამი ხედირამ, დღეს პაოლო დიბალას ჯერიც დადგა. კონფერენციაზე არგენტინელმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და არაერთ საინტერესო თემას შეეხო…

” “იუვენტუსმა” ჩემში ბევრი გადაიხადა, ეს ნიშნავს, რომ ჩემი სჯერათ და ფიქრობენ, რომ ბევრის მიცემა შემიძლია გუნდისთვის. რაც შეეხება სატრანსფერო თანხას, რაც იტალიაში გადმოვედი სულ თანხაზე მესმის საუბარი. “პალერმომაც” გადაიხადა ჩემში კონკრეტული თანხა და იგივე მოხდა ახლაც, მეტი სასაუბრო არაფერია. ვეცდები, ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო აქ. ცხადია, მიხარია, რომ “იუვე” ამხელა თანხას ჩამოვიდა და ასეთი ინვესტიციები ჩადო ჩემში. ”

“განსხვავება “პალერმოსა” და “იუვეს” შორის? ორ დღეში ტურინში აღმოვჩნდი და ეს დიდი ცვლილებაა ჩემს კარიერაში. “სერია ა” რთული ლიგაა, მაგრამ იმედია, გავიზრდები, როგორც ადამიანი და როგორც ფეხბურთელი. იმედი მაქვს, დიდ ფეხბურთს ვითამაშებ. ”

” კონკურენცია ძირითად შემადგენლობაში ნიშნავს, რომ ვერასდროს მოეშვები, ეს ყოველთვის ფეხის წვერებზე გაყენებს. სათამაშო ნამდვილად ბევრი გვექნება, სამ ფრონტზე ვიბრძვით და სუპერ თასიც წინ გველოდება. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აქ მოვედი გამარჯვების სურვილია. ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შემიძლია ამის გაკეთება დავიწყო.”

” პოზიცია? ამაზე მწვრთნელს უნდა ვესაუბრო, შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზეც ვთამაშობდი და თავდამსხმელადაც. ასე რომ, ამ საკითხს მწვრთნელი გადაწყვეტს. საყვარელი ფეხბურთელები? რიკელმე და რონალდინიო. ”

” 21 ნომერი ავირჩიე, ეს ჩემი ასაკია და თანაც ციფრი, რომელიც უბრალოდ მომწონს. ამ ნომრით დიდ ფეხბურთელებს უთამაშიათ. ”

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

18 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

შასწაული დახვედრა მოუწყვეს ტევეს მარადონა და 40 ათასმდე გულშემატკივარი და 10 ნომერი გადასცეს

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Iმედია ზიდანის და პირლოს ნომერს არანაკლებ წარმატებით ატარებ და მეტიც გადაუჯოკრავ მათ :forza:

ალეკო კოკაია

იმედია დიდ წარმატებებს მიაღწევ პაოლო :forza: :forza: :forza: არ დაგავიწყდეს 21 გაცვია :love:

d a v i d
9 years ago

:love:

ALLENATORE
9 years ago

პირლოს ნომერი (((((((((((( იმედია გაამართლებს ) თუ გაქაჩა პოგბას ბედი ელოდება )) ანიელი ვაჭარიი )))))

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Iუვე ალექს სანდ4ოზე ჩალიჩობს ძან მაგარი ბიჭია რა ეგ თუ ვითრიეთ ბრუცო ძან მაგარ მომავლის გუნდს მიიღებს :forza: :juvee:

juventino3969
9 years ago

მიდი დიბალ, შეუბერე!
:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Mეც არ მინდა მაინდამაინც კუადრადო ეგ თუ მოვიდა მერე აღარც ოსკარზე იმუშვებენ და აღარც არავისზე ნუ თუ მუშაობენ ვაფშე ისე რაღაც ჭორი აგორდა 10იანთან დ@კავშირებით ადიდასი დაეხმარებაო იუვეს და მესუთას ხო არ ითრევენ ნეტა მართლა ვენგერიც უკვე ყოველდღე გამოდის იოზილი არ იყიდებაო და რავ ნუ თუ ვიყიდით ტრექუარტისტას იდეალური იქნება თუ არადა ეგეც არ იქნება ტრაგედია :forza: :juvee: :chuvak:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Mეც არ მინდა მაინდამაინც კუადრადო ეგ თუ მოვიდა მერე აღარც ოსკარზე იმუშვებენ და აღარც არავისზე ნუ თუ მუშაობენ ვაფშე ისე რაღაც ჭორი აგორდა 10იანთან დ@კავშირებით ადიდასი დაეხმარებაო იუვეს და მესუთას ხო არ ითრევენ ნეტა მართლა ვენგერიც უკვე ყოველდღე გამოდის იოზილი არ იყიდებაო და რავ ნუ თუ ვიყიდით ტრექუარტისტას იდეალური იქნება თუ არადა ეგეც არ იქნება ტრაგედია :forza: :juvee:

Dutch
ადმინისტრატორი
9 years ago

ბრიტანული და ესპანური პრესა განსაკუთრებით სანდოა :up:

:lool: :lool: :lool:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Bრიტანული მედიის მტკიცებით კვირის ბოლომდე იუვე კუადრადოს გაიფორმებსო

lasha naxucrishvili
9 years ago

მაგარი მასტია.ეხლა პირველივე სეზონში ახალ ფეხბურთელებს მთლად ვარსკვლავების წყვეტასაც ვერ მოთხოვ დიბალა იქნება ზაზა თ ხედო არ აქ მნიშვნელობა.ძალიან კარგი შენაძენია დიბალა :up:

svani
9 years ago

რომ არ გაამართლოს ისტორიაში შევა როგორც ჩმორი )) გუდ ლაქ

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Aუისე კასილასი ფენერბახჩეს ეთრია ნეტა ვან პერსი ნანი კასილასი აფსუს ლიგაზე ბევრს გააწამებდნენ მიხარია ფენერის დაბრუნება ლიგაზე თან კაი გუნდი შეკრეს ლორ3ნტე არ უნდათ ნეტა ვან პერსი ლორენტე კაი წყვილია :chuvak: :forza:

juventus-1987
9 years ago

აბა შენ იცი :forza: :forza: :forza:

Dutch
ადმინისტრატორი
9 years ago

:up: :juvee:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ჭარმატებები დიბალ დიდ იმედებს ვამყარებ შენზე :forza: :juvee:

| Newsphere by AF themes.
18
0
Would love your thoughts, please comment.x