ალეგრი: ” როცა “ბარსასთან” გავათანაბრეთ მჯეროდა, რომ მოვიგებდით “
“ბარსელონასთან” ფინალის შემდეგ უკვე დიდი ხანი გავიდა, მაგრამ ასეთი ჭრილობები მალე არ შუშდება. “ბიანკონერი” ლუის ენრიკეს გუნდმა 3-1 დაამარცხა, თუმცა გუნდმა მეორე გოლი კონტრშეტევაზე გაუშვა, მესამე კი მსაჯის სასტვენის წინ, ასე რომ, ანგარიში სრულად ვერ ასახავდა მატჩის სურათს. “ბებერი ქალბატონის” თავკაცი მასიმილიანო ალეგრი “ჩემპიონთა ლიგის” ფინალს La Gazzetta” -სთან საუბარში იხსენებს…
” მას შემდეგ, რაც ანგარიში გავათანაბრეთ, “ბარსელონა” შოკში ჩავარდა, ჩვენ კი უკეთ და უკეთ ავთამაშდით. მაშინ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ კიდევ გავიტანდით და მოვიგებდით. სამწუხაროდ, “ბარსელონამ” გაიტანა, ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ ის სამი შეტევაში სრიალა გველებივით არიან. უბრალოდ შეუძლებელია რამენაირად დაიჭირო რომელიმე. ”
” ეს “ბარსელონა” იმდენად არ ცდილობს ბურთზე კონტროლს, როგორც წინა. პირველ რიგში ფსიქოლოგიური სიმწიფეა მათთან თამაშისას საჭირო. ნელ-ნელა გბოჭავენ, მაგრამ უნდა დაიცადო და უფლება არ მისცე დაგარტყან. მხოლოდ ნაწილობრივ შევძელით ამის გაკეთება. ჩემი აზრით, კიდევ ერთი ფინალი გვჭირდებოდა იმ თავდაჯერებულობისათვის, რომ ისინი დაგვემარცხებინა. “სკუდეტო” ერთი თვის წინ გვქონდა მოგებული და მას შემდეგ იმ სამი თავდამსხმელის შესახებ ყოველდღე გვეკითხებოდნენ. ნელ-ნელა ეს ყველაფერი ილექება შენს გონებაში და ბოლოს იწყებ ფიქრს, რომ მართლაც შეუჩერებლები არიან.”
” ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ ჩვენი თავების არ ვირწმუნეთ. რახანც მსოფლიოში საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით არ დავიჯერეთ, რომ ეს შეგვეძლო.”
” ყველა ელოდა, რომ 3-0 წავაგებდით, მაგრამ ასე ადვილი ლუკმა მაინც არ აღმოვჩნდით. ” –აცხადებს ალეგრი.
წყარო: football italia
ვფიქრობ ალეგრის ბრალია, როცა გაავათანაბრეთ თავქუდმოგლეჯილი წინ არ უნდა წავსულიყავით, მითუმეტეს ვიცით რა შეტევა ყავს ბარსას და კონტრატაკაზე წამოვიდოდნენ. პირველად რომ დაგვიჭირეს კონტრატაკაზე გადავრჩით, მაშინ მაინც უნდა გეხმარა ალეგრი ჭკუა რომ ცოტა დაგეგდო ტემპი და ბურთზე კონტროლი მოგეპოვებინა…
ზოგისთვის პირველი ფინალი იყო და არ იყვნენ გამოცდილები და ისე მომზადებულები როგორც საჭირო იყო. მორატას გოლი მაგრად ფამიხარდა მაგრამ მაგ გოლის ფონზე მეორე გოლი ნამდვილად ცუდი შეგრძნება იყო. მაგრამ არაუშავს კოდევ გავალთ ფინალში.

ისე ჯობდა 1-1 ის შემდეგ ) გუნდს უფრო ფრთიხილად ეთამაშა ) მეტი ყურადგებით დაცვაში ) მეოერე გოლი ბარსამ კონტრშეტევაზე გაიტანაა ) 3-3 ზე იყო ფატიურად შეტევა ) გველები რო არიან და დასრიალებენ :D:D: კონტრშეტევაზე ფატიურად შეუძლებელი იყო მაგათი გაჩერებაა )) მე მგონია დაცვიდან უნდა ეთამაშა, ბარსას გახსნილ თამაშში ვერავინ აჯობებს ) ატლეტიკო სწორედ ჩაკეტილი თამაშით უგებდა სულ ) 1-1 შემდეგ კონტრშეტევაზე ჩვენ უნდა გვეთამაშა და არა ბარსას ) შანსები აუცილებლად გვექნებოდა ) ტევესმა ძაან ცუდი ფინალი ითამაშა ) 2 ჯერ არავინ უშლიდა საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა და კარშიც ვერ მოარტყა ) 1-1 შემდეგ თავისფლად შეილებოდა კონტრშეტევაზე გვეთამაშა მეტი ძალები დაცვაში )… Read more »
მაქს
ყველაფერი კარგად იქნება ჩუვაკ 
Mასიმო ლიგა უნდა მოგვაგებინო

ბრძნული დასკვნები გააკეთა, ოღონდ მართლა
თამაშის მერე დღემდე მიმოხილვაც არ მინახია, საშინელი განცდა მაქ იმ ფინალზე
მორაას გოლის მერე ეც დავიჯერე :(