ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალა: ” 21 ნომერი ავირჩიე “

მას შემდეგ, რაც იუვენტინოს სტატუსით გუშინ პირველად ისაუბრეს სიმონე ძაძამ და სამი ხედირამ, დღეს პაოლო დიბალას ჯერიც დადგა. კონფერენციაზე არგენტინელმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და არაერთ საინტერესო თემას შეეხო…

” “იუვენტუსმა” ჩემში ბევრი გადაიხადა, ეს ნიშნავს, რომ ჩემი სჯერათ და ფიქრობენ, რომ ბევრის მიცემა შემიძლია გუნდისთვის. რაც შეეხება სატრანსფერო თანხას, რაც იტალიაში გადმოვედი სულ თანხაზე მესმის საუბარი. “პალერმომაც” გადაიხადა ჩემში კონკრეტული თანხა და იგივე მოხდა ახლაც, მეტი სასაუბრო არაფერია. ვეცდები, ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო აქ. ცხადია, მიხარია, რომ “იუვე” ამხელა თანხას ჩამოვიდა და ასეთი ინვესტიციები ჩადო ჩემში. ”

“განსხვავება “პალერმოსა” და “იუვეს” შორის? ორ დღეში ტურინში აღმოვჩნდი და ეს დიდი ცვლილებაა ჩემს კარიერაში. “სერია ა” რთული ლიგაა, მაგრამ იმედია, გავიზრდები, როგორც ადამიანი და როგორც ფეხბურთელი. იმედი მაქვს, დიდ ფეხბურთს ვითამაშებ. ”

” კონკურენცია ძირითად შემადგენლობაში ნიშნავს, რომ ვერასდროს მოეშვები, ეს ყოველთვის ფეხის წვერებზე გაყენებს. სათამაშო ნამდვილად ბევრი გვექნება, სამ ფრონტზე ვიბრძვით და სუპერ თასიც წინ გველოდება. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აქ მოვედი გამარჯვების სურვილია. ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შემიძლია ამის გაკეთება დავიწყო.”

” პოზიცია? ამაზე მწვრთნელს უნდა ვესაუბრო, შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზეც ვთამაშობდი და თავდამსხმელადაც. ასე რომ, ამ საკითხს მწვრთნელი გადაწყვეტს. საყვარელი ფეხბურთელები? რიკელმე და რონალდინიო. ”

” 21 ნომერი ავირჩიე, ეს ჩემი ასაკია და თანაც ციფრი, რომელიც უბრალოდ მომწონს. ამ ნომრით დიდ ფეხბურთელებს უთამაშიათ. ”

წყარო: tuttosport

18 thoughts on “დიბალა: ” 21 ნომერი ავირჩიე “

  1. Mეც არ მინდა მაინდამაინც კუადრადო ეგ თუ მოვიდა მერე აღარც ოსკარზე იმუშვებენ და აღარც არავისზე ნუ თუ მუშაობენ ვაფშე ისე რაღაც ჭორი აგორდა 10იანთან დ@კავშირებით ადიდასი დაეხმარებაო იუვეს და მესუთას ხო არ ითრევენ ნეტა მართლა ვენგერიც უკვე ყოველდღე გამოდის იოზილი არ იყიდებაო და რავ ნუ თუ ვიყიდით ტრექუარტისტას იდეალური იქნება თუ არადა ეგეც არ იქნება ტრაგედია :forza: :juvee: :chuvak:

  2. Mეც არ მინდა მაინდამაინც კუადრადო ეგ თუ მოვიდა მერე აღარც ოსკარზე იმუშვებენ და აღარც არავისზე ნუ თუ მუშაობენ ვაფშე ისე რაღაც ჭორი აგორდა 10იანთან დ@კავშირებით ადიდასი დაეხმარებაო იუვეს და მესუთას ხო არ ითრევენ ნეტა მართლა ვენგერიც უკვე ყოველდღე გამოდის იოზილი არ იყიდებაო და რავ ნუ თუ ვიყიდით ტრექუარტისტას იდეალური იქნება თუ არადა ეგეც არ იქნება ტრაგედია :forza: :juvee:

  3. მაგარი მასტია.ეხლა პირველივე სეზონში ახალ ფეხბურთელებს მთლად ვარსკვლავების წყვეტასაც ვერ მოთხოვ დიბალა იქნება ზაზა თ ხედო არ აქ მნიშვნელობა.ძალიან კარგი შენაძენია დიბალა :up:

  4. Aუისე კასილასი ფენერბახჩეს ეთრია ნეტა ვან პერსი ნანი კასილასი აფსუს ლიგაზე ბევრს გააწამებდნენ მიხარია ფენერის დაბრუნება ლიგაზე თან კაი გუნდი შეკრეს ლორ3ნტე არ უნდათ ნეტა ვან პერსი ლორენტე კაი წყვილია :chuvak: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.