ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსის” 5 ფეხბურთელი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის

უეფას ევროპის საუკეთესო ფეხბურთელთა ჯილდოს 10 ნომინანტს შორის ხუთი ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელია. “ბიანკონერიმ” იტალიაში დუბლი შეასრულა და “ჩემპიონთა ლიგის” მოგებამდე სულ ცოტა დააკლდა, დამარცხდა რა “ბარსელონასთან” ფინალურ შეხვედრაში. ევროპის საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა სიაში მოხვდნენ ჯიჯი ბუფონი, პოლ პოგბა, არტურო ვიდალი, კარლოს ტევესი და ანდრეა პირლო. “იუვენტუსის” ფეხბურთელებს კონკურენციას გაუწევენ ლეო მესი, ანდრეს ინიესტა, ნეიმარი, კრისტიანო რონალდო და ედენ აზარი. სიის შემადგენლობა დაადგინა ჟურნალისტებისგან შემდგარმა ჟიურიმ და ფეხბურთელებმა უეფას 54 ფედერაციიდან. საუკეთესო სამი ფეხბურთელი 12 აგვისტოს გამოვლინდება, გამარჯვებულის ვინაობა კი 28 აგვისტოს გახდება ცნობილი.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha lasha
9 years ago

ჯიჯიმ უნდა მოიგოს ყველა ვარიანტში ბოლო ბოლო უეფამ უნდა ისწავლოს ფეხბურთელების დაფასება :forza: :forza: :forza:

lasha lasha
9 years ago

სად მესი და სად მარადონა კაით რა.კი ბატონო მაგარია მესი მაგრამ მარადონამ არგენტინის ნაკრები მარტომ ათრია 3 მსოფლიო ჩემპიონატი ერთში მოიგო მეორეში ფინალში გავიდა და მესამეშიც მინიმუმ ფინალში გაიყვანდა აველანჯს რო არ ეჩალიჩა და რაღაც უაზრო დოპინგზე არ გეაგდოთ ნაპოლის რა ქონდა მარადონამდე?არაფერი 2 სკუდეტო მოაგებინა და უეფას თასი ეხლა შეადარეთ.მესიზე წინ მე პირადად ზიდანსაც დავაყენებდი

forza bianconeri
9 years ago

ჯიჯი იმსახურებს იუვედან მარა მესი ზოგადად

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

მესი მოიგებს მაგას ბევრი მიხვედრა არ უნდა და დაიმსახურა კიდეც მაგ კაცმა გინდა არ გინდა უნდა ითქვას რო სასწაული ვინმეა ერთი შეხებით შეულია შედევრი შექმნას ნაკრებს რო ვერ მოერგო ეგ მეორე თემაა მარა საკლუბო დონეზე წლებია შეუდარებელია არც რონალდინიოსავით 4 წლიანი იგროკია და რავიცი რა ძან მაღალი დონეა მესი

forza bianconeri
9 years ago

ხო რონალდინიოზე ვინმე რო ამბობს საუკეთესოაო მაგრად ვიცინი :lool: აი მესი შეიძლება მარადონას გვერდით დააყენო

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

რონალდინიოს ქონდა ლამაზი მანერა თამაშის მარა რა საუკეთესო რომელი საუკეთესო 3 წელი რო იკაშკაშა და +1 წელი რო აჩრდილის იმედი ქონდათ თან დოპინგზე თუ რაღაცაზეც დაიჭირეს… მესი უდაოდ გენიაა რა ვიცი სასწაულია და გული მწყდება კიდეც სანაკრებო დონეზე რო ვერ თქვა თავისი სიტყვა

ალეკო კოკაია

მგონი ვიდალი-გიოტცეს ბარტერზეა ბაზარი
http://www.football-italia.net/69247/gotze-sends-vidal-bayern

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

:forza: :forza: ისე ვიდალზე ჭორი აგორდა შვაინამ ბავარია რო დატოვა ახლა ვიდალის შეძენას აპირებსო 30ს იხდისო და ბრუცო 40ს ითხოვსო მგონი

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x