კეიტა:”გვსურს საუკეთესონი გავხდეთ”
რომას შუახაზელის სეიდუ კეიტას განცხადებით, მისი კლუბი მზად არის მომავალ სეზონში ბოლო წამამდე ებრძოლოს იუვენტუსს სკუდეტოსთვის. 35 წლის ნახევარმცველმა გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთი სეზონით დაიცავს დედაქალაქელთა ღირსებას:“აუცილებელია, რომ სეზონს მაქსიმალურად მომზადებულნი შევხვდეთ, რადგან წინ უამრავი დაპირისპირება გველის. გუნდი თავს ისევე კარგად გრძნობს, როგორც შარშანდელ სეზონში. მართალია, ჩემპიონატი მეორე პოზიციაზე დავასრულეთ, თუმცა მომავალში გვსურს დავეწიოთ და გადავასწროთ ტურინელებს. ამასთანავე არ შეიძლება ინტერის, მილანის და ნაპოლის უგულველყოფა. რომა მზად არის ბრძოლისთვის და ყველაფერს გავიღებთ გამარჯვებისთვის”.
წყარო: Football Italia
რაის იუვენტუსს უნდა გადაუსწრო სინდის ნამუსი გაქვს საერთოდ?
იუვეს გადასწრება კი არა მთელი კალჩო შეარცხვინეთ ბავარიასთან ტოტი და დერ როსი მეცოდება თორემ მაგის გამო კედელზე მისაყენებელი ხართ ყველა მწვრთნელიდან დაწყებული 
ბუფონი
დანარჩენი შეჭამა))
bero-juve10
__________________________________ბუფონი_________________________
ძაპაკოსტა______________ბონუჩი_______________კიელინი_______მარსელო
_______________________მარკიზიო__________ვიდალი___________________
_________________ბერარდი____________ვერატი________სილვა__________
______________________________________ძაძა_________________________
ცუდი მართლა არ არის მაგრამ მე ეს ბევრად მირჩევნია
————————- ბუფონი ———————–
დარმიანი———ბონუჩი———ბარძალი——-რომანიოლი
დე ბრუენი———-მარკიზიო———–პოგბა———-ისკო
——————–მორატა——–დიბალა—————–
რომანიოლი მოგვყიდეთ

მართლა ეგ მოთამაშე ძალიან გამოგვადგება
ამ რომადან ყველაზე მეტად 3 კაცი მინდა რომელიც ამ იუვეს გააძლიერებს
რომანიოლი, ნაინგოლანი და ფლორენცი ეს ხალხი მოგვცენ და 30 ლიმონს + დე ჩელიე, რუბინიო, პადოინი და ისლას დავუთმობდი.
რომანიოლის გარდა არაფერი მინდა ამათი
იტალიაში საუკეთესო იტალიელები ჩვენ გვყავს და გამორიცხულია სხვამ გვაჯობოს, დღეს და ხვალ ვერცერთი იტალიური კლუბი საუკეთესო არგენტინელებს ესპანელებს და გერმანელებს ვერ იყიდიან და სხვა მხრივ ფაქტიურად გამორიცხულია კონკურენცია რო გაგვიწიონ
თუ რათქმა უნდა ძალიან დიდი ინვესტიცია არ ჩაიდო ისე კი კარგი იქნება რომა, ინტერი და მილანი რომ ძლიერდებიან ამით იტალიაც ისარგებლებს და ჩვენც მოდუნების საშვალება არ გვექნება.
ინტერი და მილანი წელს გაძლიერდნენ და ალბათ ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევენ რომას, მთავარია სწორ გზაზე დადგნენ და ნელნელა დაიბრუნებენ ძველ ფორმას, 1 და 2 წელიწადში ვერც მილანი დაბრუნდება და ვერც ინტერი, იუვე რო დაბრუნდა 1 წელიწადში იქ სხვა სიტუაცია იყო, ერთდროუად საუკეთესო იტალიელები და საუკეთესო მწვრთვნელი შეიკრიბა ერთად და შედეგიც დადეს, მილანი და ინტერი კიდე ასე უცებ ვერ ჩამოაყალიბებს იმ ბირთვს რომელიც იუვენტუსის დონემდე აიყვანს
რომელი 3 მოთამაშეს იხილავდი ამ იუვეში მაინტერესებს შენი აზრი ოღონდ მარტო იტალიელები არ ჩამოთვალო.