ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ხვალ ოფიციალური შეკრება იწყება

ტურინს ნელ-ნელა ცნობილი თუ ახალი სახეები უბრუნდებია.უკვე რამდენიმე დღეა, ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე მარტინ კასერესი, კვადვო ასამოა, პაულო დიბალა, სიმონე ძაძა და სამი ხედირა ვარჯიშობენ, რამდენიმე საათის წინ კი მათ ფერნანდო ლიორენტეც შემოუერთდა.ბასკი ფორვარდი ოფიციალურ შეკრებამდე ერთი დღით ადრე ეწვია კლუბს, როგორც სჩანს, ფორმის აღდგენის მიზნით.ხვალ დილით ვინოვოზე ანდრეა ბარძალის, რუბინიოს, ჯორჯო კიელინის, სიმონე პადოინის და მარიო მანჯუკიჩის გამოჩენას ელიან, ამ უკანასკნელის პრეზენტაცია კი ადილობრივი დროით 17:00 სთ-ზეა დაგეგმილი.რაც შეეხება ძაძას, “სასოულოს” ექს-ფორვარდს გულშემატკივრების წინაშე ზეგ, ანუ 17 ივლისს წარადგენენ.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

:forza: :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x