“იუვენტუსის” 5 ფეხბურთელი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის
უეფას ევროპის საუკეთესო ფეხბურთელთა ჯილდოს 10 ნომინანტს შორის ხუთი ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელია. “ბიანკონერიმ” იტალიაში დუბლი შეასრულა და “ჩემპიონთა ლიგის” მოგებამდე სულ ცოტა დააკლდა, დამარცხდა რა “ბარსელონასთან” ფინალურ შეხვედრაში. ევროპის საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა სიაში მოხვდნენ ჯიჯი ბუფონი, პოლ პოგბა, არტურო ვიდალი, კარლოს ტევესი და ანდრეა პირლო. “იუვენტუსის” ფეხბურთელებს კონკურენციას გაუწევენ ლეო მესი, ანდრეს ინიესტა, ნეიმარი, კრისტიანო რონალდო და ედენ აზარი. სიის შემადგენლობა დაადგინა ჟურნალისტებისგან შემდგარმა ჟიურიმ და ფეხბურთელებმა უეფას 54 ფედერაციიდან. საუკეთესო სამი ფეხბურთელი 12 აგვისტოს გამოვლინდება, გამარჯვებულის ვინაობა კი 28 აგვისტოს გახდება ცნობილი.
წყარო: football italia
ჯიჯიმ უნდა მოიგოს ყველა ვარიანტში ბოლო ბოლო უეფამ უნდა ისწავლოს ფეხბურთელების დაფასება

სად მესი და სად მარადონა კაით რა.კი ბატონო მაგარია მესი მაგრამ მარადონამ არგენტინის ნაკრები მარტომ ათრია 3 მსოფლიო ჩემპიონატი ერთში მოიგო მეორეში ფინალში გავიდა და მესამეშიც მინიმუმ ფინალში გაიყვანდა აველანჯს რო არ ეჩალიჩა და რაღაც უაზრო დოპინგზე არ გეაგდოთ ნაპოლის რა ქონდა მარადონამდე?არაფერი 2 სკუდეტო მოაგებინა და უეფას თასი ეხლა შეადარეთ.მესიზე წინ მე პირადად ზიდანსაც დავაყენებდი
ჯიჯი იმსახურებს იუვედან მარა მესი ზოგადად
მესი მოიგებს მაგას ბევრი მიხვედრა არ უნდა და დაიმსახურა კიდეც მაგ კაცმა გინდა არ გინდა უნდა ითქვას რო სასწაული ვინმეა ერთი შეხებით შეულია შედევრი შექმნას ნაკრებს რო ვერ მოერგო ეგ მეორე თემაა მარა საკლუბო დონეზე წლებია შეუდარებელია არც რონალდინიოსავით 4 წლიანი იგროკია და რავიცი რა ძან მაღალი დონეა მესი
ხო რონალდინიოზე ვინმე რო ამბობს საუკეთესოაო მაგრად ვიცინი
აი მესი შეიძლება მარადონას გვერდით დააყენო
რონალდინიოს ქონდა ლამაზი მანერა თამაშის მარა რა საუკეთესო რომელი საუკეთესო 3 წელი რო იკაშკაშა და +1 წელი რო აჩრდილის იმედი ქონდათ თან დოპინგზე თუ რაღაცაზეც დაიჭირეს… მესი უდაოდ გენიაა რა ვიცი სასწაულია და გული მწყდება კიდეც სანაკრებო დონეზე რო ვერ თქვა თავისი სიტყვა
მგონი ვიდალი-გიოტცეს ბარტერზეა ბაზარი
http://www.football-italia.net/69247/gotze-sends-vidal-bayern