“იუვენტუსმა” “ნაპოლის” წინადადება უარყო
გაზეტა დელო სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსმა” დანიელე რუგანის თაობაზე “ნაპოლის” 22 მილიონიან წინადადებას უთხრა უარი.ნეაპოლელთა ახალი მწვრთნელი, მაურისიო სარი ახალგაზრდა მცველთან ერთად გასულ სეზონში “ემპოლიში” მუშაობდა როგორც სჩანს, მისი ხილვა ახალ კლუბშიც სურს, თუმცა სიტუაცია არც ისე მარტივია.ჯუზეპე მაროტა და მთლიანად ბებერი ქალბატონი 20 წლის მოთამაშეზე უდიდეს იმედს ამყარებს და პლიუს ამას, რუგანის ანჯელო ოგბონას შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც სულ ახლახან ლონდონის “ვესტ ჰემს” შეუერთდა.
(: 314 )
რუგანი იუვეს მომავალია
კაია, მაქსიმალური ნდობა ჭირდება ეხა ამას
დავაი ქნას ნაპოლმა ვაფშემ.. :დ
Zalianac kargi
