მანჯუკიჩი:”იუვე იტალიის საუკეთესო კლუბია”
დღეს, ვინოვოს საწვრთნელ ბაზაზე შედგა მარიო მანჯუკიჩის წარდგენა. ფეხბურთელი სპეციალურად მოწვეულ პრესსკონფერენციაზე შეხვდა მასმედიის წარმომადგენლებს:“ბუფონთან რამდენიმეჯერ მართლაც ვისაუბრე, თუმცა ტექსტი უშუალოდ იუვესთან დაკავშირებული ნამდვილად არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ საკუთარ კარიერას, რომ გადავხედო ყველაზე მეტად სწორედ ტურინელებთან მიჭირდა ასპარეზობა, დღეს კი უკვე თავად გავხდი შავ-თეთრი ოჯახის წევრი. იუვენტუსი იტალიის საუკეთესო კლუბია. ტევესი ბუნებრივია დიდი დანაკლისია და ყველას კარგად მოგვეხსენება მისი შთამბეჭდავი კარიერის შესახებ. თავად კი შევეცდები საკუთარი ისტორიის დაწერას ამ დიდ გუნდში”..
“ბუნებრივია ბერლინის ფინალს ვადევნებდი თვალყურს და დასანანია, რომ მასში იუვეს უფრო ნაკლებად გაუმართლა. ჩემი როლი? მიჩვეული ვარ გამარჯვებებს და ყველაფერს გავიღებ რათა კლუბმა მას ბევრჯერ მიაღწიოს მომავალში. რაც შეეხება გიოტცეს პერსონას, მიმაჩნია რომ იგი ნებისმიერ გუნდს და მათ შორის იუვენტუსსაც შთამბეჭდავ ძალას შემატებდა. ამას ჰაერზე არ ვსაუბრობ, რადგან მარიოსთან ერთად არაერთი მატჩი ჩამიტარებია.
რთულია რა თქმა უნდა პირლოს და ტევესის მოსაკლისება, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ეტაპობრივად ჩნდებიან საინტერესო ფიგურები, რომლებიც იღებენ ლიდერობას საკუთარ თავზე. ასეთივე სიტუაციაა იუვეშიც.. კლუბი საკმაოდ არის გაძლიერებული და მომავალშიც მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს. გასულ სეზონში მისგან ფინალში გასვლას არავინ ელოდა, ამიტომ სიურპრიზებს მომავალშიც უნდა ელოდოთ.
კონკურენცია? საერთოდ ყველა ძლიერ კლუბში ირიცხება რამდენიმე მაღალი დონის ფორვარდი. ასეთივე მდგომარეობა არის იუვენტუსსშიც, მაგრამ ნეგატიურ ზეგავლენას იგი არ იქონიებს. აქ ყველანი ერთი ოჯახივით ვიქნებით. საკუთარ მახასიათებლებზე საუბარი კი არასოდეს მხიბლავდა. რომელი ნომერი ავირჩია? 17.. პროფესიონალური კარიერა ზაგრებში 17 წლის ასაკში დავიწყე და შედეგად ეს გარკვეულწილად სიმბოლურიც კი არის ჩემთვის. ნაკრებშიც ამ ნომრით ვასპარეზობ”.
წყარო: tuttosport
კარგია მანძუ,მივესალმები,ისე მაგრად არ მევასებოდა იმ პონტში რომ ძაან უხეშია და იდაყვის ჩარტყმა გამოდის კარგად სახეში :D :D ,მაგრამ იმედია თავს შეგვაყვარებს,მითუმეტეს რა ნომერი აიღო,არც უნდა შეარცხვინოს :)
ესეთი ტიპის გულიანი და ჟილკიანი ტიპები მირჩევნია ვანპერსის და სხვა ფულისხამებ ტიპებს. გადმოსულიყო თავის დროზე ვანპერსი ჩვენთან არ დახამებოდა ხელფასს და ეხლა ფენერბახჩეში არ იქნებოდა !
17 )) ტრეზეგოლის ნომერიაა)) წარმატებები !!!!!! ეს თავისი საქმის პროფსიონალია ) მტავარია საკარიმოში არ იდგეს ტყუილად და ნახევარდაცვამ მოამარაგოსს ) დანარჩენში არ ეშლება ) ერთ ერთი ყველა მებრძოლი ცენტრია )
xo ise gapiarebul kavanis martla gverchivna mandzu
arada arminda regularul zamenaze es kaci raxan sasuolodan movida
ise wegan ertertma juventinom tqva iseti sastavi shevyaret yvela ro satamasho ariso
martlac mitumetest winaxazshi romeli ginda dasva skamze?
40 limoniani dybala?
aseti gamocdili igroki rogoric mandzua?
alvaro ? romelmac saocari progresi ganicada
tu zaza? romelic. . .romelic ra??? ver vambob . . ;-)
ravi dzaan didi konkurenciaa
va sagol bichebi gaixaretტ