ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა:”პოგბა? მის მომავალს წყვიტავს კლუბი და არა რაიოლა”

ბიანკონერის გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ ელ მუნდო დეპორტივოს რამდენიმე შეკითხვას უპასუხა, რომელიც ბუნებრივია პოლ პოგბას პერსონას ეხებოდა. აჟიოტაჟი პოლის გარშემო მინო რაიოლას სიტყვებმა გამოიწვია, რომელმაც განაცხადა, რომ ლაპორტას ძალუძს პოგბას შეძენა:“ბარსამ ერთხელ უკვე სცადა ფრანგის შეძენა, როდესაც ბრაიდამ კონკრეტული წინადადებით მოგვმართა, მაგრამ ჩვენ ის უარით გავისტუმრეთ. საქმე იმაშია, რომ მათ ვისაც მისი შეძენა მოუნდებათ საქმე პირველ რიგში უნდა დაიჭირონ კლუბთან და არა ფეხბურელის აგენტთან”. -მაროტამ ისიც აღნიშნა, რომ შემოთავაზება უარყო “მანჩესტერ სიტისა” და კიდევ რამდენიმე გუნდისგან – რომელთაც პირდაპირ კონტაქტს მინო რაიოლასთან დეტალების შეთანხმება არჩიეს – მათ შორის “პსჟ”-სგან. მადრიდის “რეალმაც” პირდაპირ პოგბას მიმართა და არა “იუვენტუსს”, თუმცა ფლორენტინო პერესსა და რაიოლას შორის ცუდი ურთიერთობის არსებობის გამო, ზინედინ ზიდანი დაეკონტაქტა ფრანგს და ბოლოს საქმე მის მეგობარ კარიმ ბენზემამდეც მივიდა. სწორედ ასეთ ფაქტებს ეხმიანებოდა მაროტას განცხადება, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა, პირველ რიგში, “იუვენტუსს” უნდა მიმართონ და არა პოგბას.

წყარო: mundodeportivo

10 thoughts on “მაროტა:”პოგბა? მის მომავალს წყვიტავს კლუბი და არა რაიოლა”

  1. 150 ლიმონი და წავიდეს ბარსაში. 90% მგონია რომ გაფუჭდება იმიტომ რომ ბარსას სტილის მოთამაშე არაა პოგბა

  2. რაიოლამ რაც თქვა ის იყო მთლიანად იუვეს შეურაცყოფა, აგენტს ვინ აკითხებს კლუბი ფეხბურთელს როგორ მოექცევა, იუვეს უნდა გაყიდის უნდა არ გაყიდის და უნდა სკამზე დასვამს, 2019 წლამდე ჩვენია პოგბა

  3. არადა ხოა ღირსი გაყიდოს იუვემ პოგბა 100 მილიონად ბარსაში და მერე მთელი წელი სკამი ხეხოს იქ :lool: ბუსკეთსი და ინიეტსა ხელშეუხებელია ბარსასი და რაკიტიჩმა არ მგონია პოგბას რამე დაუთმოს

  4. ჩააგდებინე მერე იმ რაიოლას ენა ბრუცო ბოლო ბოლო იტალიელი ხარ რაღაც მაფიოზური ჩაუტარე რას ტარტალებს უშნოდ?ვინ კითხავს მაგას 2019-მდე სად წავა პოგბა?იქნება იუვე სულაც გორის დილაში უშვებს არენდით პარტიზანთან რო დაგვეხმაროს? :lool: მიდი ბრუცო მიაწექი მჯერავს შენი 2 წელიწადსი მაქსიმუმ ლიგა უნდა ავიღოთ :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  5. ოფიციალურად უარყო იუვენტუსმა ეს განცხადება მაროტასი. უფრო სწორად არაფერი მსგავსი მაროტას არ უთვქმსო, რომელიღაც ჯურნალმა დაბეჭდა ეს სიტყვი მაროტას 2 წლის წინადელი ინტერვიუდან, ანუ რაიოლას განცხადების მერე, რომ მე უნდა დამიკავშირდნენ და არა იუვენტუს პოგბაზეო, მაროტას კომენტარი არ გაუკეთებია არაფერი

  6. ხელფასი უნდა მოამატო მაროტა, თორე პირადი ყველას ურჩევნია, არ კიდიათ იუვე და იუვენტინოობა ბევრს? :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.