ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

თამაში რჩება სიღარიბეში ‪(ავტორთა ბლოგი‬)

ფრენკ დარაბონტის საკულტო ფილში „გაქცევა შოუშენკიდან“ არის ერთი პატარა სცენა, სადაც მაგარი კაცი ბრუკსი, ციხის ბიბლიოთეკაში შემოსულ მთავარ გმირს მეორე ოთახიდან გამოეგებება და ეტყვის – ფეხის ხმაზე გიცანი, განსაკუთრებული სიარული გაქვს და მივხვდი შენ რომ იყავიო. ერთი შეხედვით საოცარი არაფერია, მაგრამ როგორ გინდა ამხელა ციხეში, სადაც უამრავი პატიმარია და სადაც ყველას ერთნაირი ფეხსაცმელი აცვია, ფეხის ხმაზე მიხვდე ვინ შემოვიდა ოთახში… მაგრამ ხვდება, უფრო სწორად, ბრუკსი გრძნობს მთავარი გმირის განსაკუთრებულობას!

მწამს და მჯერა, 20 წლის შემდეგაც რომ ჩამირთო ფირი, სადაც დამალული იქნება პასის შემსრულებელი ფეხბურთელი და მხოლოდ ბურთის ტრაექტორია იქნება თვალხილული, აუცილებლად ამოვიცნობ ერთი კაცის პასს; პასს, რომლითაც ეს გრაციოზული მენტორი მწვანე მოედანზე ხატავდა შედევრებს, ქმნიდა საოცრებებს და აბედნიერებდა ამ ულამაზეს თამაშზე შეშლილ მილიონებს. აწი ეს ბედნიერება არ გვექნება – იტალიელი გენია ხომ დიდ ფეხბურთს დაემშვიდობა!
დიახ, ანდრეა პირლო წავიდა ფეხბურთიდან და თან წაიყოლა დიდი სიყვარული და მონატრება. მას ყოველთვის გამოჩეული ადგილი ეკავა საფეხბურთო ესთეტების გულებში.

შეიძლება ვინმე შემომედავოს, რომ ბრძენი მაესტრო მხოლოდ „იუვედან“ წავიდა, ხოლო ფეხბურთში რჩებაო, თუმცა… მომიტევოს თავისუფლების ქანდაკების სისპეტაკემ, მაგრამ ამერიკული ფეხბურთი, განსხვავებით ნამდვილისგან – გართობა მგონია. ჭეშმარიტი თამაში ჟინი და სიამოვნებაა. ამერიკას კი ჟინმოჭმული და ასაკშეპარული ვარსკვლავები ეტანებიან. როგორც ერთმა მიხვედრილმა კაცმა თქვა – იანკების ქვეყანაში სოკერია, ნამდვილი ფეხბურთისა კი რა მოგახსენოთო.
ასეა თუ ისეა, ფაქტია რომ ლომბარდიელი „არქიტექტორისა“ და „ბებერი ქალბატონის“ სიყვარულის ისტორიამ სრული 4 წელი მოიცვა, თუმცა „იუვეს“ გულშემატკივრებს ეს ისტორია დიდხანს, ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ.

ტურინულ გრანდში პირლო მოვიდა, როგორც მეორადი, ჩამოფასებული, ელვარებადაკარგული ვარსკვლავი, რომლის საუკეთესო წლები, თითქოს წარსულს ჩაჰბარებოდა, მაგრამ პირველივე მატჩიდან თავდაყირა დადგა ყველაფერი. „დირიჟორმა“ კვლავინდებურად აიღო სასურველი ნოტები და „იუვემაც“ შეუბერა თავისებურად. დაუვიწყარია ანდრეას პირველი სეზონი. როგორ ცდილობდა ყველასთვის დაენახვებინა, რომ ჯერ ადრე იყო მისი ჩამოწერა და რომ ჯერაც „შიოდა“ ტიტულები.

პირლო და „კონტესიმოს“ „იუვე“ შეუჩერებელი გახდა. გუნდმა დამსახურებულად მოიგო ასე ნანინანატრი სკუდეტო და დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, აპენინებს ალპებიდან ოცდამეათედ გადმოხედა. ამას მოყვა ფანტასტიური ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მართლაც უძლიერეს ესპანეთთან დამარცხდა „სკუადრა აძურა“ გადამწყვეტ მატჩში. განუზომლად დიდი იყო „მაესტროს“ როლი ამ ყველაფერში და დაუფასდა კიდეც – „ვეკია სინიორაში“ გადმობარგების პირველივე წელს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს(მომდევნო წელსაც პირლოს დარჩა ეგ პრიზი). რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ყოფილ მილანელს ეს ჯილდო მანამდე მოპოვებული არ ჰქონდა. და საერთოდაც, პირადი ტიტულების უმეტესობა ანდრეამ, სწორედ „იუვეში“ ასპარეზობისას დაინადავლა.
აქ არ ვაპირებ პირლოს ტურინულ ტიტულებზე საუბარს. მან უფრო მნიშვნელოვანი რამ შეიძინა ჩვენს კლუბში. „პინტურიკიოს“ წასვლის შემდეგ, „შავ–თეთრ“ გრანდში, ანდრეა ჯიჯისთან ერთად გუნდის უპირობო ჯილად და სახედ იქცა. სახედ, რომელიც ლიდერობასთან ერთად ბრენდის დატვირთვასაც ატარებდა. სადაც იყო „პირლინიო“, იქვე იყო „იუვე“ და პირიქით…

ბოლო მატჩი „მოცარტის“ ტურინულ კარიერაში ვერ დასრულდა ისე, როგორც თავად და როგორც ჩვენ ვისურვებდით და ამადაც იყო ის ცრემლები ასე ალალი. იტალიელი მაესტრო ხვდებოდა, რომ ეს მისი ბოლო მატჩი იყო დიდ ფეხბურთში და გულდაწყვეტილმა ვერ სძლია თავს და გზა მისცა ემოციებს. დიდი ალბათობით, ბევრი იუვენტინოც მის დღეში იყო.

აწი წვერებიანი ვაკეირო ამერიკის მოედნებზე მოათვინიერებს ბურთს და ანახებს იანკებს – რას ნიშნავს ცოცხალი კლასიკოსის და მრგვალი საგნის შენობით ურთიერთობა. იტალიური და ზოგადად, ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივრები კი დიდ დანაკლისს იგრძნობენ მისი წასვლით. თუმცა, პირლო მხოლოდ გულშემატკივრებს არ დაგვაკლდება. ანდრეა თამაშს დააკლდება, თამაშს – რომელიც რჩება სიღარიბეში!

კეთილი სურვილებით – მარად თქვენი „იუვე–ლირი“

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
la bella signora
8 years ago

:((((((((((((((((((((((( მაესტრო

irakli28
9 years ago

:forza: :forza: :forza:

Misantrope
9 years ago

ანდრეა.. მაესტრო <3

9 years ago

არ ვიცი რა ვთქვა :roll: უუუუმაგრესი სტატიაა :love:

jjj jjj
9 years ago

Sg sg marotas eg tu qna

jjj jjj
9 years ago

იუვე-ლირი ძალიან მაგარია რა :love:

svani
9 years ago

დელ პიეროსავით ალბათ არცერთი ფეხბურთელის წასვლას არ განვიცდი მაგრამ აი რაღაც იმავე გრძნობა დამეუფლა პირლოზე რომ პირველი ნიუსი წავიკითხე მიდისო. რაღაც დამენანა მისი წასვლა ფეხბურთიდან, ვინაიდან ჯერ კიდევ შეუძლია სიამოვნება მიანიჭოს მაყურებელს და მოედანზე ატაროს მასტერკლასები. ძალიან მაგარია და იმედია მალე გამოჩნდება ისეთი ვინც მას ოდნავ მაინც დაემსგავსება.

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

აუ მაგან გიოტცე ეგრე თუ იყიდა პროფესორს შევარქმევ იმენა :lool: :lool: :forza:

Dutch
ადმინისტრატორი
9 years ago

აუ ეგ თუ შეუსრულა საღოლ იმენა :lool: :lool:

9 years ago
Reply to  Dutch

აბაა

9 years ago
9 years ago

მაროტამ გადაწყვიტა გიოტცეს საკითხი და 2 წლიანი იჯარა და გამოსყიდვის უფლება 30 მილიონი ევრო… ვეძახოთ ბრუცო :lool:

Dutch
ადმინისტრატორი
9 years ago

ბრავისიმო ავტორს!!! ჟრუანტელმა დამიარა!!! რესპექთ !!!! :forza:

ALLENATORE
9 years ago

)))) პირლო გენიოსია ) და სამიდამოდ დარჩება ბინკონერო )) 4 წელი ითამაშა მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს სულ შავ თეთრ მაისურს ატარებდა )) ფეხბურთელი რომელმაც იუვე დააბრუნა გამარჯვების გზაზე )) ნამდვილი ფენომენი )) პირლომ სამუდამოდ დატოვა კვალი იუვეს ისტორიაში ) წარმატებები მაესტრო !!! შენი თამაშის ყურება ყველას მოენატრება )

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

მაგარი სტატია აპლოდისმენტები ავტორს :juvee: :forza: :love:

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x