იუვე კიდევ ერთხელ ეცდება გიოტცეს გაფორმებას
ვიდალის ბაიერნში გასხვისებას საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მართალია ოფიციალურად ეს ჯერ არავის დაუდასტურებია, თუმცა ყველასათვისაა ნათელი, რომ განცხადების გაკეთებდა არცთუ ისე დიდი დროა დარჩენილი. გარიგება მხოლოდ იმიტომ შედგა ბიანკონერის მხრიდან, რომ ალეგრის ძალიან დიდი სურვილი აქვს გუნდში იყოლიეს გამთამაშებელი და როგორც აპენინური პრესა იტყობინება მწვრთნელის სიაში მოწინავე პოზიციაზე მარიო გიოტცეა.. მაროტა მიუნჰენშია და მაქსიმალურად ეცდება გრძელვადიანი მოლაპარაკებების სესია წარმატებით დაასრულოს. შუამავალი ამ საქმეში იქნება ფიფას ცნობილი აგენტი ჯოვანი ბრაკინი. სხვათაშორის სწორედ მან ითამაშა უდიდესი როლი გუარდიოლას და ბაიერნს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში. ჟურნალისტების მტკიცებით, ბეპე ეცდება გამოიყენოს ესპანელ თავკაცსა და გიოტცეს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა და დაიყოლიოს ბაიერნი მის არენდით გაშვებაზე, გამოსყიდვის აუცილებელი პუნქტით..
წყარო: tuttosport
არენდა )) :D:D:D:
მე ისკო ყველას მირჩევნია მაგრამ
ფელიპე ანდერსონს არავინ მოგვცემს ჩვენ სანამ რომას არ მოუნდება აი გიოტცე კარგია მაგრამ ძალიან სუსტია ფიზიკურად მაგრამ მემგონი გაქაჩავს… აი დრაქსლერი მეეჭვება
Gიოტცე კაია დრაქსლერიცდა ლაციოს ფელიპე ანდერსონით ვინტერესდებით კიდე ეგეც არ არი ურიგო ვარიანტი
