ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დრაქსლერი და გიოტცე..

აპენინური პრესის მთავარი სალაპარაკო თემა ბიანკონერის მომავალი ტრეკუარტისტაა.. გიოტცე და დრაქსლერი.. ამ ეტაპზე ეს ორი ფეხბურთელია აქტიურად დაკავშირებული. დრაქსლეზე უკვე დავწერეთ. მაროტას არენდა სურს, ხოლო შალკე პირდაპირ გასხვისებაზეა თანახმა. რაც შეეხება გიოტცეს, აქ სიტუაცია უფრო პრობლემატურად გამოიყურება. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ მარიო გერმანიაში 6-7 მილიონს იღებს წელიწადში და პლიუს ამასთან მიუნჰენელებს საკმაოდ მსუყე თანხის მიღება აქვთ გადაწყვეტილი. ვიდალი როგორც ჩანს ვერ ათბობს ამ გარიგებას. არის ერთი იდეა, რომელსაც სქაი სპორტი ავრცელებს: 2 წლიანი არენდა და .. გამოსყიდვის უფლების გარეშე.. უფრო მეტიც თუ ბაიერნს მოუნდა დაბრუნება უპრობლემოდ დაიბრუნებს ან ეს იქნება უშუალოდ ფეხბურთელის სურვილზე დამოკიდებული.. საქმე იმაშია, რომ ბაიერნის ხელმძღვანელობას არ დაუკარგავს გიოტცეს იმედი, განსხვავებით გუარდიოლასგან, მაგრამ რამდენი ხანი დარჩება ესპანელი მიუნჰენში ეს არავინ იცის და ამიტომაც არ სურთ ექს კატალონიელი სპეციალისტის ახირების გამო მარიოს დაკარგვა..

წყარო: Tuttojuve

34 thoughts on “დრაქსლერი და გიოტცე..

  1. კაროჩე ვიდალი არ უნდა გაეშვათ,ზაზას მაგივრად ბერარდი მოეყვანათ, 10იანი ჩაეხუტებინათ და მზად ვიქნებოდით შემდეგი სეზონისთვის

  2. ოსკარმა ხო არ უბერავთ რაის იუვენტუსიო :lool: მაინც არ მჯერა რო ალეგრიმ ოსკარი მოითხოვა, ეს ჟურნალისტები სასაცილო მდგომარეობაში აყენებენ იუვეს ხელმძ?ღავანელებს, ითხოვ ყველი და პური ხო არაა მაღაზიაში, სხვისი საკუთრების მოთხოვნა მე არ გამიგია თუ მესაკუთრე არ იტყვის ვყიდიო

  3. გიოტცემ საზღვარგარეთ წასვლა არ გამორიცხა მარა ჯერ ნაადრევიაო, ანუ თუ წავალ სიბერეში სადმე განსხვავებულ ქვეყანაშიო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.