ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” გიოტცეს ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

ესპანური გამოცემა მარკას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსმა” მარიო გიოტცეს თაობაზე მიუნხენის “ბავარიასთან” მოლაპარაკებები წამოიწყო.ბიანკონერებს გერმანელი ფეხბურთელი ორ წლიანი არენდით სურთ, გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით 30 მილიონ ევროდ.ამავე წყაროს მტკიცებით, ჯუზეპე მაროტას გერმანიაში ჩაფრენის მიზეზი სწორედ გიოტცეს ტრანსფერის მოგვარება იყო და უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, რა შედეგს გამოიღებს ტურინელთა მცდელობა.23 წლის ტრეკუარტისტას პეპ გუარდილოასთან იდეალური ურთიერთობა ნამდვილად არ აქვს და შესაძლოა, აპენინებზე გადმობარგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყოს.

წყარო : Football Italia

11 thoughts on ““იუვენტუსი” გიოტცეს ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

  1. მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი ნახევარმცველი მარიო გიოტცე გამოეხმაურა ბოლო დროინდელ ჭორებს, მაგრამ კონკრეტულად არაფერი უთქვამს.

    მოგეხსენებათ, რომ არტურო ვიდალი ტურინის “იუვენტუსიდან” მიუნხენის “ბაიერნში” გადადის, ეს უკვე გადაწყვეტილია და ჩილელი ქომაგებსაც დაემშვიდობა.

    თუმცა, იტალიის ჩემპიონი სანაცვლოდ 23 წლის უნიჭიერეს გერმანელს ითხოვს და სწორედ ამაზე ისაუბრა მარიომ, რომელსაც დღეს, “ვალენსიასთან” ამხანაგურ შეხვედრაში, პეპ გვარდიოლამ ერთი წუთიც არ მისცა სათამაშოდ.

    “ტურინის “იუვენტუსი” – დიდი კლუბია, ლიდერი საკუთარ ქვეყანაში, რომელიც რეგულარულად იგებს ტიტულებს და გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

    თუმცა, ამ მომენტისთვის მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი ვარ და არ მსურს კომენტარი გავაკეთო სხვადასხვა ჭორებზე. ჯერჯერობით, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა გიოტცემ.

  2. გიოტზე ზოგადად მის ასაკში ყველაზე ძლიერი როა რათ უნდა მაგას ლაპარაკი, ოსკარსაც ჯობია და რავი კიდე ბევრს, ამან უკვე გამარჯვების გემოც იცის და კლასიც აქვს )) ეს თუ მოიყვანა იუვემ მიუხედავად ვიდალის გაშვებისა გუნდი გაძლიერდება

    1. გაგიჟებული არიან ბავარიას ფანები)) 40გაყიდა ვიდალი და 30ში თუ მოიყვანა გიოტცე,გერმანიის ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი,ეს იქნება საუკუნის გარიგება! მაროტა 3იმდენი ყოფილა მიწისქვეშ რაც ჩანს)))

  3. რაღაცეები დაიწერა მიაღწია 2 წლიან არენდას გამოსყიდვის უფლებითო.
    რამე ხო არ იცით ? თორე ამ მჯერა არაფრის ))))))))

  4. 40ვე გადაუხადოს და მორჩება ვაჭრობა,ოსკარში თუ იხდიდნენ 30ს ეს მეტი არ ღირს? ოსკარს ვერ უწოდებ შემდგარ ფეხბურთელს,კი ნიჭიერია მაგრამ რაღაცნაირად დაბნეული,ფსიქოლოგიურად ჩამოუყალიბებელი ტიპია მაშინ,როცა გიოტცეს ნამდვილი ჩემპიონის მეტალიტეტი აქვს,გვარდიოლას თუ არ მოსწონს ეგ მიუნხენელებმა იდარდონ)) ეგ ტრანსფერი თუ გაჩარხა ბეპემ ტაშით დახვდებიან ტურინში. :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.