ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” დრაქსლერს არ ეშვება

მართალია, “იუვენტუსის” მთავარი სამიზნე მარიო გიოტცეა, თუმცა მაროტა ცდილობს დრაქსლერი, როგორც გეგმა B, თვალთახედვის არიდან არ დაკარგოს. სავარაუდოდ, არტურო ვიდალის “ბაიერნში” ტრანსფერი უახლოეს დღეებში ოფიციალურად დადასტურდება, ჩილელის სანაცვლოდ მიღებული ფულით კი ტურინელები ტრეკუარტისტას შეძენას აპირებენ. ჯიანლუკა დი მარციოს (იტალიელი სპორტული ჟურნალისტი) თქმით, მიუხედავად გიოტცესადმი ინტერესისა, “ბიანკონერი” დრაქსლერის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. დრაქსლერის აგენტი გასულ დღეებში იტალიაშიც შენიშნეს. დი მარციოს თქმით, ტურინული მხარე გერმანელებს ერთწლიან არენდას სთავაზობს მომავალ ზაფხულს 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით. “შალკე”, თავისმხრივ, ეცდება საფასური ფეხბურთელის სანაცვლოდ წინასწარ მიიღოს.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

მართალია დრაქსლერმა ტრავმა მიიღო მარა ისეთ მოთამაშეს როგორიც დრაქსლერია შალკე არენდით იუვენტუსში კი არა რეალ მადრიდში არ გაუშვებს შალკე უდინეზე ხო არ გონიათ? ბოლობოლო გაზპრომია ერთერთი მთავარი სპონსორი :blin: რა არენდებით ეკაჩავებიან

Gio Darja
9 years ago

არენდა, არენდა, არენდა )) მორატა არენდით, პერეირა არენდით, ყველა არენდით, ტიპები სხვა ფორმულით ტრანსფერს არ აკეთებენ, გრანდია და ცოტა სერიოზულად რო იმუშავონ არ შეიძლება ტო, 40 მილიონად ყიდიან ფეხბურთელს და შეიძლება საპონარა შერჩეთ ბოლოს დრაქსლერი კი არა ))

gio grdzelo
9 years ago
Reply to  Gio Darja

ვერ რისკავს ვერც გაამტყუნებ ეს დრაქსლერი და ბერარდი დიდად არ განსხვავდებიან და რა პოლიტიკა აქვს ამ მაროტას და ანიელის ვერ გავიგე. თუ ათიანის მოყვანა უნდა ჯობია ისეთი ათიანი მოიყვანოს ვინც ლიდერი იქნება თავდასხმაში . ისკო მოიყვანონ ნეტა მაგრამ დძალიან გაჭირდება . გოტცეც რა თქმა უნდა კაი ვარიანტია მარა მაგ ბიჭში ჯილკას ვერ ვხედავ ეს ორი წელია, მგონია რომ უკან მიდის მაგის კარიერა… ისე სილვა მან სიტიდან ან მატა ნორმალურია ორივე თუ გოტცე და ისცო ვერ იყიდეს ასევე პასტორეც

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x