ორშაბათიდან ვინოვოზე ვარჯიშები გაგრძელდება
ორშაბათიდან ტურინის “იუვენტუსი” წინასასეზონო მომზადებას განაგრძობს.მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში იქნება სრული შემადგენლობა კოპა ამერიკაზე მოასპარეზე ფეხბურთელებისა და კინგსლი კომანის გარდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა 19 წლამდელთა შორის.ხვალვე ტურინში ელიან კაპიტან ჯიანლუიჯი ბუფონს, კლაუდიო მარკიზიოს და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს, სავარაუდოდ ახალწვეულებს ნეტოსა და დანიელე რუგანის.ადგილობრივი დროით 16:00 სთ-ზე იუვენტუსის პრესს-ცენტრში ჟურნალისტებს ჯუზეპე მაროტა და მაქს ალეგრი შეხვდებიან.შეგახსენებთ, რომ ბიანკონერებმა ოფიციალური შეკრება 16 ივლისს დაიწყებს, ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე კი ფეხბურთელების რიცხვი დღითიდღე იზრდება.
ვადალა ნიჭიერია მარა ბოკას სასტავში ვერ ხვდებოდა ჯერ ბავშვია და აქ სასტავში წელს რო გამოჩნდება მაგის იმედები ნუ გაქვთ 18 წლის არი ჯერ
და ფიზიკურად არცთუ ძლიერი ისე ატალანტას ყავდა ეგ ადრე სინჯებზე და დაიწუნეს 
მოურინიოს აზრი პოგბას შეძენაზე წაიკითხეთ? “პოგბა ძალიან მაგარი ფეხბურთელია და მასზე არც ერთი მწვრთნელი, მათ შორის არც მე, უარს არ იტყვის, მაგრამ არსებობს შესაძლებლობის ფარგლები. მაგალითად, ეიფელის კოშკიც ძალიან მომწონს, მაგრამ ჩემს ეზოში დამადგმევინებენ?”

ტყვილა კი არაა განსაკუთრებული

გუიდო ვიდალაზე რატო არაფერი იწერება?სადმე ხო არ უშვებენ არენდით?არადა მაგარი ნიჭიერია.
არენდით ჩვენ ავიყვანეთ სად უნდა გაუშვან.მაგარი ნიჭიერი ბიჭია და აქაც ჩანს მაროტას მარიფათი,ტევესი ისე არ გაუშვა- 5მილიონი,ვადალა არენდით და ბოკას საუკეთესო ტალანტების სატრანსფერო უპირატესობები,როგორია?))
მშვენიერი