ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოლაპარაკებები ალექს სანდროს თაობაზე ოთხშაბათს იგეგმება

უახლოეს დღეებში ტურინის “იუვენტუსი” “პორტოს” მარცხენა მცველზე, ალექს სანდროზე აპირებს იერიშის მიტანას.ტურინელებს დაცვის ფრთის გაძლიერებას აპირებენ და 24 წლის ფეხბურთელს საუკეთესო ვარიანტად თვლიან, მით უმეტეს, ბრაზილიელს პორტუგალიელებთან კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება და დიდი ალბათობით, კლუბი მას ახლავე შეელევა.ჯუზეპე მაროტა მზადაა მოთამაშის სანაცვლოდ 12-15 მილიონი ევრო გადაიხადოს.მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას სავარაუდოდ ოთხშაბათს მიუსხდებიან, სწორედ 72 საათში ელიან პირენეებზე ტურინელთა წარმომადგენლებს.შეგახსენებთ, რომ მარცხენა ფლანგზე ბებერ ქალბატონს პატრის ევრა ჰყავს, მის ალტერნატივად კვადვო ასამოა განიხილებოდა, თუმცა ვიდალის გუნდიდან წასვლის შემდეგ, სავარაუდოდ, განელს უფრო ცენტრალური ნახევარმცველის ფუნქციები დაეკისრება.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Atლეტიკოც დაინტერესდა ამით იმედია არ აგვახევენ :blin:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x