ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის და მაროტას პრესსკონფერენცია

ამ წუთებში ვინოვოს საწრვთნელ ბაზაზე მიმდინარეობს მასიმილიანო ალეგრის და ჯუზეპე მაროტას პრესსკონფერენცია. გამომდინარე იქიდან, თუ რაოდენ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა კლუბის მიერ წარმოებულ სატრანსფერო პოლიტიკას ბუნებრივია მასმედია დიდი ყურადღებით ელოდება მათთან შეხვედრას..

ალეგრი :”პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. მსურს საუბარი დავიწყო ანდრეა პირლოთი, რომელიც გარდა იმისა, რომ გამორჩეული ფეხბურთელია, ამავე დროს არის შესანიშნავი პიროვნება და მასთან არასოდეს არანაირი სახის დაპირისპირება არ მქონია. მე პრაქტიკულად ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა შეცვალო თანამედროვე ფეხბურთში ისეთი მოვლენა როგორიც არის პირლო.. არა მარტო იუვე კარგავს მარგალიტს ეს სრულიად იტალიური ფეხბურთის დანაკლისია.. თუმცა, ცხოვრება გრძელდება და ვეცდებით ახალი დღე, ახალი გამარჯვებებით დავიწყოთ. ნამდვილად გამიხარდა მისი ვიზიტი ვინოვოზე.. ეს ემოციური და პოზიტიური შეხვედრა იყო. რაც შეეხება ახალ სეზონს – ადამიანები მხვდებიან და დასრულებულ სეზონზე მესაუბრებიან და აღფრთოვანებით იხსენებენ თითოეულ ეპიზოდს. დიახ, ეს ნამდვილად სასიამოვნოა და ბუნებრივია ფეხბურთელებისთვისაც და ჩემთვისაც სიამაყის საბაბია, მაგრამ წინ სულ სხვა დრო დადგა. გასული წელი არის ისტორია, ხოლო მომავალი უკვე ჩვენს ხელთაა და მეტად სასიამოვნო უნდა გავხადოთ”.

მაროტა :”მოგესალმებით! ყოველ ჩვენთანაგს აქვს იმედი, რომ მომავალი სეზონი ისეთივე წარმატებული და იღბლიანი გამოდგეს, როგორც აწ უკვე გასრულებული იყო. ვფიქრობ, წინ სატრანსფერო საკითხებზე უამრავი კითხვა გველოდება და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და იმ ჭორებზე განვაცხადო, რაც ბოლო პერიოდში გავრცელდა. ფაქტია, რომ ბოლო ხანებში ბევრი ფეხბურთელი დაგვიკავშირეს თუმცა ოფიციალური ინფორმაცია იქნება ის რასაც თავად ხელმძღვანელობისგან გაიგებთ. გუნდი აგრძელებს მუშაობას და შესაფერისი ვარიანტის გამოჩენისთანავე იმოქმედებს”.

ალეგრი :”მომავალი სეზონი 4-3-3 ისთვის? ფაქტია, რომ აწ წასული ფეხბურთელები და ამ ეტაპზე მოსულები განსხვავებული მახასიათებლებით ასპარეზობენ. შესაბამისად მათი საქმეში ხილვაა აუცილებელი და უკვე ამის შემდეგ მივცემ საუკეთესო საშუალებას ზუსტად იქ წარმოაჩინონ თავი, სადაც მათთვის იქნება კომფორტული. გასული წლების მანძილზე უდიდესი სამუშაო ჩაიდო გუნდში, ხოლო მათი ერთ-ერთი წარმატების მთავარი საწინდარი იყო სეზონის წარმატებული სტარტი. მიზერული ხარვეზებია სწორედ ამ ეტაპზე დასაშვები. კონკურენტები ძლიერდებიან და მხოლოდ სახელით მათ ვერ შეაშინებ. საჭიროა მუხლჩაუხრელი შრომა და სწრაფვა გამარჯვებისკენ. სწორი მიდგომით იუვემ უკვე დაამტკიცა რაც შეუძლია, საჭიროა ამ კურსის გაგრძელება. დღეისათვის ვიმყოფებით განახლების სტადიაზე.. თითქოს ხორცს ვიცვლით და აუცილებელია მისი უმტკივნეულოდ გადატანა. იმედი მაქვს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჩემს განკარგულებაში იქნება 10 ფეხბურთელი 91-96 წლებში დაბადებული. ჩვენი გადმოსახედიდან ეს იქნება სწორი პოლიტიკა გუნდის სამომავლო განვითარებისთვის”.

მაროტა :”ის რაც შარშან მოხდა იყო ფანტასტიური, მაგრამ დღეს უკვე როგორც ისტორია ისე უნდა გავიხსენოთ. მსურს დაგარწმუნოთ ყველა, რომ ხელმძღვანელობა არ აპირებს ამაზე შეჩერებას. საქმის სტარტზე დავისახეთ მიზანი და მას ეტაპობრივად მივუყვებით. შეიქმნა მოდული, რომელიც უნდა განვითარდეს და ყველაფერს გავაკეთებთ რათა მან არ შეასუსტოს პროგრესირება. ახალი სისხლი, რომელიც გუნდში მოვიდა ამისი ნათელი მაგალითია. ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა, რომელიც ეხლა ეხლა იწყებს საფეხბურთო სამყაროში ნაბიჯებს გადადგმას იგრძნობს ტურინულ ატმოსფეროს და მის მშვენიერებას. ფეხბურთი სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება და ზოგჯერ არაპროგნოზირებადია.. ამიტომაც იყო მძიმე გადაწყვეტილებები მისაღები პირლოს, ტევესის და ვიდალის შემთხვევაში. ასევე მადლობა გვსურს გადავუხადოთ ყველაფრისთვის სტორარის და ოგბონას. მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ, რადგან გუნდში შესანიშნავი სინთეზია ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელების და გამოცდილი ჩემპიონების. ნამდვილად საამაყოა შემადგენლობაში ისეთი ტალანტების ხილვა, როგორებიც პერეირა, სტურარო, რუგანი, დიბალა და ძაძა არიან. რთულია რა თქმა უნდა პირლოს და ტევესის ჩანაცვლება და ვფიქრობ საერთოდ წარმოუდგენელიც, მაგრამ ვინც მოვიდა სავსენი არიან მოტივაციით, რაც პოზიტიურ იმედს უსახავს თითოეულ ჩვენთაგანს”.

მილანში ყოფნისას ბოატენგს იყენებდით გამთამაშებლად, რომელსაც იდენტური მახასიათებლები აქვს პერეირასთან და ვიდალთან.. იუვეშიც ასევე იქნება თუ სუფთა პლეიმეიკერს მოითხოვთ?

ალეგრი :”ამ მხრივ გუნდი აქტიურად მუშაობს, რათა შევიძინოთ სუფთა ტიპის შემტევი შუახაზელი. ის გარანტია იქნება ფანტაზიის და სწრაფი მანევრირებების. თუმცა, გასათვალისწინებელი იქნება ბევრი ფაქტორი და მათ შორის ფინანსური. არ ვაპირებთ ამის გამო კოლოსალური სახსრების ინვესტირებას და ყველაფრის დანგრევას. თავდაპირველად უნდა შევაჯეროთ საკუთარი სურვილები და ბაზარზე არსებული ვარიანტები”.

მაროტა :”ამ მხრივ ვფიქრობ მწვრთნელმა გაგცათ პასუხი. ბუნებრივია მარიო გიოტცე შედის ამ პროფილში, მაგრამ ბაიერნი არ აპირებს და საერთოდ რომც დააპიროს ისეთ თანხათ გაასხვისებს მას, რომელიც ჩვენს ფინანსურ გეგმებს გასცდეს. აქ ასევე მნიშვნელოვანია, თავად ფეხბურთელის სურვილი, რომელიც არ აპირებს გერმანიის დატოვებას. სხვა შემთხვევაში განვიხილავდით შესაძლებლობებს”.

ალეგრი :”გუნდიდან წასული ფეხბურთელები? ეს არის ნორმალური მომენტი.. თუმცა, გუნდში მოვიდა ხედირა, რომელიც მადრიდის რეალში ასპარეზობდა. მარიო მანჯუკიჩი – ხორვატი საკმაოდ მაღალი დონის გამოცდილი თავდამსხმელია. პლიუს ამასთან ახალგაზრდა იმედისმომცემი ფეხბურთელები. არ უნდა დაივიწყოთ ვინები დარჩნენ.. პირველ რიგში კაპიტანი, შემდეგ ბონუჩი, კიელინი, მარკიზიო.. ესენი არიან ვარსვკვლავები ვისზეც შენდება და აგრძელებს მოძრაობას გუნდი წინ. ევრა კვლავ ჩვენთანაა, ისევე როგორც პადოინი. ყველაფერთან ერთად 31 აგვისტომდე გვაქვს საშუალება მეტად გავაძლიეროთ პოზიციები, რომლებსაც ჯერ კიდევ მეტ ნაკლებად პრობლემატურებად განვიხილავთ. სწორი და კონკრეტული იდეები გვაქვს და ეტაპობრივად მივუყვებით. პირველი ნაბიჯი მეტად შემტევი მოთამაშის მოძიებაა”.

მაროტა :”ამაზე უკვე ბევრი ითქვა დაიწერა. გუნდი უკვე ამ ეტაპზევე არის ჩამოყალიბებული, მაგრამ რამდენიმე პოზიციის მეტად შევსება ნამდვილად არის შესაძლებელი. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით თითოეულ ნაბიჯს, რადგან ფინანსური სისტემა ეს არის მსხვრევადი სფერო და შესაბამისად ფრთხილად მოგვიწევს ყოფნა. უკვე დავამტკიცეთ არაერთხელ, რომ დიდი ინვესტიციის გარეშედაც არის შესაძლებელი გუნდის გაძლიერება. წლევანდელ სატრანსფერო პერიოდში ასეთი არის ხედირა. ამიტომაც მოვითმინოთ და შევხედოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი მიზანი არის გუნდის გაძლიერება და არა შესუსტება. გასულ სეზონთან შედარებით მეტი წინსვლაა როგორც ფინანსურად ასევე სპორტული შედეგებითაც. ეს პოზიტიურად აისახა ასევე ინვესტორების კუთხითაც. იუვე ისევ გახდა მიმზიდველი და მისდამი გაცილებით მეტ ინტერესს იჩენენ”.

ალეგრი :”ახალგაზრდა იმედისმომცემი ფეხბურთელი არ ნიშნავს უკვე შემდგარს. ამისთვის არიან საჭირო მწვრთნელები, რომ მათი პროგრესი არ შეჩერდეს და პირიქით განვითარდეს ნაყოფიერად. სწორად უნდა დაინახო თუ რა დროს ჩართო საქმეში და რა დროს პირიქით მოხსნა თამაშიდან. მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი კარგად ჩაივლის. დღევანდელ იუვეს აქვს საშუალება, რომ დომინირებდეს კიდევ 5 წელი იტალიაში და ასევე ნაყოფიერი იყოს ევროპაშიც. შარშანდელი ლიგის ფინალი ამისი ნათელი მაგალითია. აუცილებელია არჩეული სწორი კურსის გაგრძელება. ხედირა და მანჯუკიჩი ამ გუნდს კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანს ხდიან. წინ მომსამზადებელი ეტაპი და სუპერ თასი გველის ჩინეთში. აქ უკვე ბევრი რამ გამოჩნდება. ნებისმიერ შემთხვევაში 31 აგვისტომდე ბევრი დრო გვაქვს, რათა კიდევ ერთხელ ავწონ დავწონოთ სიტუაცია”.

მაროტა :”ამ მხრივ ორიოდე წუთის წინ უკვე ვისაუბრე. არ ვიცი რომელ ფეხბურთელს უფრო მეტი შანსი აქვს მოსასვლელად და რომელს ნაკლები. გუნდი განვმეორდები მეტ ნაკლებად დაკომპლექტებულია და უბრალოდ რამდენიმე პოზიციის გადახედვისთვის გავივლით მწვრთნელთან კონსულტაციას. ფეხბურთელის პროფილი ბევრ ფიქრს და განსჯას საჭიროებს”.

ალეგრი :”მოახლოებული სეზონი მეტად დაბალანსებული იქნება, რადგან კონკრენტები საკმაოდ კარგად მოძლიერდნენ. პირველ რიგში ეს ეხება ინტერს და მილანს. რომა ისედაც კონკურენტუნარიანი იყო ხოლო ნეაპოლიტანელებს ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვთ”.

მაროტა :”პოგბა? საერთოდ იუვეს ფილოსოფია ყველასათვის არის ნათელი. ტევესთან და პირლოსთან ჩვენ გვქონდა კონსულტაციები. ორივეს სურდა ახალი თავგადასავალი და ბუნებრივია იუვენტუსი იზიარებს საკუთარი მოთამაშეების სურვილს. რაც შეეხება ვიდალს.. მასთან არაერთხელ ვისაუბრე ბოლო ხანებში და უკანასკნელ წამებშიც კი ვეკითხებოდი ნამდვილად სურდა თუ არა წასვლა.. როდესაც მივიღე თანხმობა იუვენტუსი დათანხმა ფეხბურთელის ნებას. ფრანგის შემთხვევაში კი როგორც ჩანს სიტუაცია სხვაგვარად არის. ის გრძნობს გუნდისადმი იმ თბილ დამოკიდებულებას რის ხარჯზეც მომავალშიც ჩვენთან იქნება. გუნდი საჭიროებს პოგბას და როდესაც ეს ყოველივე ორმხრივად არის საუბარი რაიმე ტრანსფერზე გაუაზრებელია”.

ალეგრი :”ხედირა? ის საკმაოდ მაღალი დონის ნახევარმცველია. სემს არ გამოუვიდა გასული სეზონი და შედეგად მოტივაცია წარმატებისთვის ამ ეტაპზე ნამდგილად არ აკლია”.

მაროტა :”ისევ და ისევ განვმეორდები, რომ პოგბას იუვენტუსი არ ყიდის და შესაბამისად საუბარი ტრანსფერზე ამ კუთხით არ იქნება, ხოლო სხვა პოზიციაზე პირიქით განვიხილავთ მწვრთნელთან ერთად შესაძლო ვარიანტებს”.

მაროტა :”ალექს სანდრო? ნამდვილად საინტერესო ფეხბურთელია, მშვენიერი მახასიათებლებით. მეტის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია”.

ალერგი :”გუიდო ვადალა? მასსზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, რადგან ერთხელ ვნახე საქმეში და სამწუხაროდ მცირე დაზიანება მიიღო”.

მაროტა :”სატრანსფერო ფანჯარა ელვისებურად მიისწრაფვის წინ. ფაქტია, რომ ჯერჯერობით ინტერი აქტიურობს. ჩვენ კი პრინციპში უდიდესი საქმე მის დაწყებამდე ბევრად ადრე განვახორციელეთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
besiki777
9 years ago

ევრა ჩვენთანაა ისევე როგორც პადოინი. რა სასაცილოა დაგვცინი მაროტა? დაგვაყვედრე რა არავის ჭირდება და იმიტომაა ჩვენთან. ხო ბევრი არ გადაიხდოთ კარგ ფეხბურთელში და მერე იოცნებეთ ლიგაზე და ფინალებზე.

vakhtang karchava
9 years ago

საინტერესო პრესკონფერენცია იყო,ბევრი რამ ითქვა პირდაპირ და შეფარულადაც)) როგორც ჩანს ალეგრის დიდი ნდობა გამოუცხადეს დამსახურებულად და მისი სცენარით იწყობა განახლებული გუნდი,შეტევაზე ორიენტირებული და გამოცდილებისა და ახალგაზრდების ზომიერი ნაზავი.10-იანის დამატების შემხვევაში საკმაოდ მრავალფეროვანი შეტევა ეყოლება ალეგრის და თუ გავითვალისწინებთ მის ტაქტიკურ განსწავლულობას დიდ თავსატეხს გაუჩენს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს.რაც მთავარია უკანა ხაზი ხელშეუხებელი დარჩა,რაც სტაბილურობის მთავარი გარანტი იქნება! ვიდალს რაც შეეხება არა მგონია გაქცევასთან გვქონდეს საქმე,გავიხსენოთ რამდენჯერ უკმაყოფილო ყოფილა მისი თამაშით ალეგრი,დისციპლინალური გადაცდომები,არასტაბილურობა,წითელი ბარათის ზღვარზე თამაში და უამრავი გაფუჭებული მომენტი,ეტყობა დაიღალა ალეგრიც და ეს გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმებით იქნება მიღებული.მიუხედავად დიდი სიმპათიისა არტუროს მიმართ,ალბათ ასე სჯობდა ორივესათვის… :forza: :forza:

Gio Darja
9 years ago

დავით საღოლ, სერიოზული ნამუშევარია სტატია ))

რაც შეეხება ვიდალს, ბოლომდე არ მჯეროდა რო მისი სურვილით წავიდა, მაგრამ სამწუხაროდ მოლოდინები გამართლდა, არ ველოდი, მეგონა უფრო მეტად იყო იუვენტინო და რეალურად მეტ ხელფასს გულშემატკივრების პატივისცემას და სიყვარულს ამჯობინებდა )) წარმატებები, ყოველთვის ვუგულშემატკივრებ, მაგრამ ისე არასდროს, როგორც ადრე..

forza bianconeri
9 years ago

არაა კომანს არ გაუშვებს ალეგრი მაგარი ბიჭია :forza:

Nachke
9 years ago

ყოჩაღ დათკა :up:

დრაქსლერს ვყიდულობთ მოკლედ დიდი ალბათობით თუ საერთოდ ვიყიდეთ ვინმე

rezi Sekhniashvili
9 years ago

gotzes ar gavkari moiyvanon saponara mshvenieria :smile:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

მემგონი კომანიც მიყავს ბავარიას :chuvak:

Di Francesco # 1
9 years ago

Neta martla tu gegonat ro iuve vidalisnair wamyvan motamashes gaagdebda, vidali moiaca ise rogorc warmatebuli motamasheebis umetesoba iqceva, ver daavaldebuleb fexburtels iuventuss bolomde uertgulos, ertguleba klibis mimart mashin xdeba roca am klubisgan samagierod rames Eli, rogorc chans vidals AR akmayofilebda marto is rac iuvesgan nedvedma da sxvebma miiges. Ver gavamtyunebt vidals chven tumca sheizleba ert dros inanos ro iuves legendobaze uari tqva

mishka berianidze
9 years ago

ლორენტე ისლადან დაახლოებით აიღებენ 25 ლიმონს ამ თანხად მოიყვანონ დრაქსლერი
ვიდალის თანხად ანუ 40 ლიმონად შეიძლება მაქს მაიერის მოყვანა + ალექს სანდროსი
ამის მერე კეთილი ინებონ და 2 მოთამაშე კიდევ დაიმატონ ასე დაახლოებით 40-50 ლიმონად ჩემი აზრით გუნდს გამოადგება კრისტიან ერიკსენი ან პასტორე ისე კი თუ ორივე მოიყვანეს მით უკეთესი თუ არადა ამ 50 ლიმონად ისკოზე იჩალიჩონ იქნებ გამოვიდეს რამე.

lasha lasha
9 years ago

აჰა იუვენტინო ვიდალი.კაცს წასვლა ნდომებია და ვერ გააჩერეს და აქ ის წერეს ანიელი ვაჭარია ფულს დახარბდაო.ხო გამოჩნდა ვინც დახარბდა ფულს?არც ვამტყუნებ პრინციპში და არც ღალატს დავარქმევდი უბრალოდ მეტი ხელფასი უნდოდა და თან ახალი გამოწვევა და წავიდა.ღმერთმა გაუმარჯოს და წარმატებები რაც არ უნდა იყოს კაი კვალი დატოვა იუვეში ჩვენ კიდე ზიზუს და ალექსას მერე არა მგონია რომელიმე ფეხბურთელის წასვლამ ბეჭებზე რო დაგვცეს.FORZA JUVEEEEEEE :forza: :forza: :forza:

jek17
9 years ago

ვიდალს ჩაეთვალა,მაგარი აფერისტი ყოფილა,გაღორდა ფულზე როგორც ბევრი მისნაირი არადა იუვეს ფანი ვარ ბოლომდეო და ეს წინა წელსაც გადადიოდა მანჩესტერში ტრავმა რომ არ მიეგო,ნაგავია ჩვეულებრივი

lasha naxucrishvili
9 years ago

ჩემი აზრით ყველაფრის თავიდათავი არიან ანიელი და განსაკუთრებით ელკანი ანუ ძნელია გაამტყუნო ეს ორი ადამიანი (ალეგრი და მაროტა) ფულს ისინი აძლევენ და ეს მაროტაც შესაბამისად ანაწილებს და იმისდამიხედვით აკეთებს ტრანსფერებს აბა თავის ჯიბიდან კი არ იღებს :lool: წადი სიგარეტზე გამეგზავნე რო გეტყვიან და შენი ფულით იყიდე ოღონდო :lool: იმაშიც ვეთანხმე რომ დიდი გუნდი რო გახდე არაა აუცილებელი ყოველ ფეხბურთელში 50 და მეტი თანხა დახარჯო მაგრამ ხანდახან ყოველთვის არ გაგიმართლებს პოგბასნაირი ფეხბურთელი უფასოდ ითრიო ბარძალისნაირ დონის ფეხბურთელში კაპიკები გადაიხადო და მოიყვანო.ცოტა ნახევარდაცვა მაშინებს თუ 3 ნახევარმცველით ვითამაშებთ ანუ 2 თავდასხმელის უკან თუ იქნება ნახევარმცველის მაგივრად მესამე თავდასხმელი.ვიდალის დროს 4-3-1-2 იგივე 4-4-2 იყო.

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Gამთამაშებელზე ვმუშაობთო ალეგრიმ ზნაჩიტ ვიღაცას იყიდიან

vako-10
9 years ago

ვიღაცა არ მიდნა ვიდალის წასვლით აშკარად დავზარალდით ეხლა ის დროა რო გუნდმა ისეთი ტრანფერი გააკეთოს რო დავმშვიდდეთ

Di Francesco # 1
9 years ago

გიოტცეზე რასაც ვამობიდ თანმიმდევრობით ცამოთვალეს მაროტამ და ალეგრი :lool: არამარტო მე ბევრმა იუვეს ფანმა იცოდა რო ასეთი დამოკიდებულება აქ კლუბს ტრანსფერების მიმართ, უბრალოდ ბევრს სიამოვნებს დიდ ტრანსფერებზე ოცნება. დიდი ტრანსფერი ჩემთვის სატრანსფერო ღირებულებით და გრანდიდან მოყვანით არ განისაზღვრება, დაბალ ფასად და ცუდი კლუბებიდანაც კეთდება დიდი ტრანსფერები

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x