პარატიჩი დრაქსლერისთვის ბერლინში ჩაფრინდა
იტალიაში იუწყებიან, რომ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი იულიან დრაქსლერის თაობაზე მოლაპარაკებების საწარმოებლად გერმანიის დედაქალაქში ჩაფრინდა. როგორც მაროტამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გიოტცეს გადმობირება ადვილი არ იქნება და მთავარი ალტერნატივა სწორედ “შალკე 04” -ის ნახევარმცველია. ჯიანლუკა დი მარციო საუბრობს იმაზეც, რომ “იუვენტუსი” უკვე დრაქსლერს განიხილავს ნომერ პირველ სატრანსფერო სამიზნედ და უახლოეს დღეებში ეცდება კიდეც ყველაფრის მოგვარებას. სხვათაშორის, გიოტცეს აგენტიც ბერლინში იმყოფება და გამორიცხული არაა, “იუვენტუსის” სპორტული დირექტორი “ბაიერნის” ნახევარმცველის წარმომადგენელსაც შეხვდეს.
წყარო: football italia
რადგან გიოტცე ვერ მოყავთ, იმედია დრაქსლერს მაინც ჩაიგდებენ ხელში ))
გიოცე მაგრა მინდოდა მარა ვერ ქაჩავენғ ისე ესეც შეილება ადრე რეალსაც უნდოდა მარა ტრავმა მიიგოғ
აუ ესეც თუ ვერ ითრიეს საღოლ მაშინ კაი გიოტცე ძალიან კარგ გუნდში თამაშობს ისედაც და არ მიდის არსად.შალკეს ფეხბურთელიც ვერ უნდა ვითრიოთ, თვითონ ფეხბურთელმაც რო ატკაზი დაარტყას და შალკეში დარჩენა არჩიოს ვაიმეეე
ადრე რაღაცას მაინც წარმოადგენდა ეგ გუნდი ეხლა კი ნაგავია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.ფული გადაიხადე და …..
ვაა ვითომ სანტა კლაუსი არსებობს?