ტრაპატონი: ” შესაძლოა, გიოტცე იტალიურ ფეხბურთს ვერ შეეწყოს “
“იუვენტუსის” ყოფილმა დამრიგებელმა ჯიოვანი ტრაპატონიმ “ბიანკონერებს” გიოტცეს შეძენისაკენ მოუწოდა, თუმცა ტრანსფერის უკან არსებულ ფარულ საფრთხეებსაც შეეხო. 76 წლის სპეციალისტის აზრით, გიოტცეს იტალიის ჩემპიონებისათვის ბევრის მიცემა შეუძლია, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს ჩემპიონი იტალიურ ფეხბურთს გაუგებს: “ მე მას ვიყიდდი, იმიტომ, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მარიო არის 10 ნომერი, უტევს ფლანგებიდან, შეუძლია საჯარიმოში შეჭრა და გოლების გატანაც. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მას ჯერ არ უთამაშია ტაქტიკურად ისეთ რთულ ლიგაში, როგორიც “სერია ა”–ა. ჩვენი ისტორიითა და მენტალიტეტით, ჩვენ სტრატეგისტები ვართ. რაც შეეხება სხვა იტალიურ კლუბებს, “ინტერი” და “მილანი” რეკონსტრუქციას განიცდის, “ლაციო”, რომა” და “ნაპოლი” უკვე ძლიერები არიან, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ “იუვენტუსს” უპირატესობა აქვს მათზე, თუნდაც იქ არსებული ატმოსფეროს გამო. ”
წყარო: football italia
სწორს იძახის.ისე სიმართლე რომ ვთქვათ ნებისმიერმა ახალმა ფეხბურთელმა შეიძლება არ გაამართლოს თუმდაც იცოდეს სერია ა ნუ უფრო მეტი შანსია ვერ გაამართლოს თუ სხვა ჩემპიონატიდან მოდის ეგ უფრო იმათ ეხებათ ვინებიც უკვე 29 30 წლისები არიან მე ესე ვფიქრობ სხვისი არ ვიცი.ათასში ერთხელ რო გაისროლონ მილიონები ფეხბურთელში არც არაფერი მოხდება.ამათ თუ იმის შიშები აქვთ რო შეიძლება არ გაამართლოს რავი რა
მაშინ არენდები და მისი ჯანი ჯეეკ 
წელს ძმაო სერიოზული გუნდი გვეყოლება
მაგის მეც მჯერა მარა ალბათ შენ ვინც ჩამოთვალე იმ სამეულიდან ერთსაც ვერ მოიყვანენ
და მაგას + 2 თავდამსხმელი და ნებისმიერი გუნდი გაარღვევს მაგ გუნდს
აუ რამაგარი იქნება ტრიო დრაქსლერა გიოტცე და დებრუინი
დრაქსლერას ყიდულობენ თუ ვერა?