ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტრაპატონი: ” შესაძლოა, გიოტცე იტალიურ ფეხბურთს ვერ შეეწყოს “

“იუვენტუსის” ყოფილმა დამრიგებელმა ჯიოვანი ტრაპატონიმ “ბიანკონერებს” გიოტცეს შეძენისაკენ მოუწოდა, თუმცა ტრანსფერის უკან არსებულ ფარულ საფრთხეებსაც შეეხო. 76 წლის სპეციალისტის აზრით, გიოტცეს იტალიის ჩემპიონებისათვის ბევრის მიცემა შეუძლია, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს ჩემპიონი იტალიურ ფეხბურთს გაუგებს: “ მე მას ვიყიდდი, იმიტომ, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მარიო არის 10 ნომერი, უტევს ფლანგებიდან, შეუძლია საჯარიმოში შეჭრა და გოლების გატანაც. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მას ჯერ არ უთამაშია ტაქტიკურად ისეთ რთულ ლიგაში, როგორიც “სერია ა”–ა. ჩვენი ისტორიითა და მენტალიტეტით, ჩვენ სტრატეგისტები ვართ. რაც შეეხება სხვა იტალიურ კლუბებს, “ინტერი” და “მილანი” რეკონსტრუქციას განიცდის, “ლაციო”, რომა” და “ნაპოლი” უკვე ძლიერები არიან, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ “იუვენტუსს” უპირატესობა აქვს მათზე, თუნდაც იქ არსებული ატმოსფეროს გამო.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
9 years ago

სწორს იძახის.ისე სიმართლე რომ ვთქვათ ნებისმიერმა ახალმა ფეხბურთელმა შეიძლება არ გაამართლოს თუმდაც იცოდეს სერია ა ნუ უფრო მეტი შანსია ვერ გაამართლოს თუ სხვა ჩემპიონატიდან მოდის ეგ უფრო იმათ ეხებათ ვინებიც უკვე 29 30 წლისები არიან მე ესე ვფიქრობ სხვისი არ ვიცი.ათასში ერთხელ რო გაისროლონ მილიონები ფეხბურთელში არც არაფერი მოხდება.ამათ თუ იმის შიშები აქვთ რო შეიძლება არ გაამართლოს რავი რა :lool: მაშინ არენდები და მისი ჯანი ჯეეკ :boli:

zurab kakhidze
9 years ago

წელს ძმაო სერიოზული გუნდი გვეყოლება

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  zurab kakhidze

მაგის მეც მჯერა მარა ალბათ შენ ვინც ჩამოთვალე იმ სამეულიდან ერთსაც ვერ მოიყვანენ

Di Francesco # 1
9 years ago

და მაგას + 2 თავდამსხმელი და ნებისმიერი გუნდი გაარღვევს მაგ გუნდს :chuvak:

zurab kakhidze
9 years ago

აუ რამაგარი იქნება ტრიო დრაქსლერა გიოტცე და დებრუინი

zurab kakhidze
9 years ago

დრაქსლერას ყიდულობენ თუ ვერა?

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x