ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Live : დანიელე რუგანი პრესის წინაშე წარსდგა

დანიელე რუგანი ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნდა.იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მცველი ამ წუთებში ჟურნალისტებს ხვდება და მათ შეკითხვებს პასუხობს.გთავაზობთ “ემპოლის” ექს-ფეხბურთელის პრესს-კონფერენციას ლაივ რეჟიმში : “უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა იუვენტუსს, ეს არის გუნდი, რომელმაც ნდობა გამომიცხადა.ბავშვობიდან ჩემი მიზანი შავ-თეთრი მაისურის მორგება იყო და ნაწილობრივ, ოცნება ავისრულე კიდეც.მოახლოვებული სეზონისთვის მზადება დაიწყო, ვეცდები, აქ ჩემი ადგილი დავიმკივდრო.რაც შეეხება ყვითელ ბარათებს, დიდი ფეხბურთელების თამაშებს ხშირად ვაკვირდები და მათგან რაღაც-რაღაცეებს ვსწავლობ, სუფთად თამაში მსიამოვნებს და მსაჯს არასდროს ვაძლევ საბაბს, გაფრთხილება მომცეს.კონკურენცია ? – როცა გუნდში ბონუჩი, კიელინი და ბარძალი ასპარეზობენ, მეტი მოტივაცია გაქვს და მაქსიმალურად მონდომებული ხარ.პროგრესი მჭირდება, ამისთვის კი საუკეთესო კლუბში მოვხვდი.მიხარია, რომ ალეგრიმ ახალგაზრდებს გამოუცხადა ნდობა, ვეცდებით, კარგი თამაშით იმედები გავუმართლოთ.ჩემსა და მწვრთნელს შორის პირველი შეხვედრა მხოლოდ თბილი შეხვედრა იყო, განსაკუთრებული მას ჩემთვის არაფერი უთქვამს.”

“სარი ? – ამ მწვრთნელმა ძალიან ბევრი რამ მომცა, თავდაჯერებულობა, გამოცდილება, ერთი სიტყვით ყველაფერს მიხსნიდა.მადლობის მეტი მისთვის არაფერი მითქვამს.მოწინააღმდეგეები ? – ტევესმა უამრავი თავსატეხი გამიჩინა იუვესთან მატჩის დროს, ასევე მაურო იკარდის გამოვარჩევდი, ტექნიკური ფორვარდია.ჩემპიონთა ლიგის ფინალს რა თქმა უნდა, თვალი ვადევნე, როცა იუვემ გაათანაბრა, მჯეროდა გამარჯვებას შეძლებდნენ.ნებისმიერი ბავშვის ოცნებაა ამ დონის ტურნირის ფინალში ასპარეზობა, იმედია, ერთელ მეც მომეცემა საშუალება.”

“რომანიოლი ? – იმედი მაქვს, მასთან ერთად სამომავლოდ იტალიის ეროვნულ ნაკრებში ვიასპარეზებ.რაც შეეხება კონტეს, კარგი თამაშით ვცდილობ, მისი ყურადღება მივიქციო და სკუადრა აძურაში თამაშის უფლება მოვიპოვო.მთავარი ნაკრების მწვრთნელის სიტყვები ფეხბურთელისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია.თავს კომფორტულად ვგრძნობ როგორც სამმცველიან, ისე ოთხმცველიან სისტემაში, მზად ვარ იქ ვითამაშო, სადაც მწვრთნელი დამავალებს.”

 “დიახ, თავს იუვენტინოდ ვგრძნობ.ბავშვობაში მახსოვს, მამაჩემი იუვეს ტიფოზი იყო, შესაბამისად, ბებერი ქალბატონის სიყვარულით გავიზარდე მეც.აქ ყოვნა ამ წლების მანძილზე ჩემი მიზანი იყო, რომელიც ამისრულდა და ახლა შემდეგი ამოცანების შესრულების დროა.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
9 years ago

ესე კაი ხანი არ ვყოფილვარ დარწმუნებული ახალგაზრდა ფეხბურთელში.. უბრალოდ ვიცი რო დიდ ფეხბურთს ითამაშებს

მე არ მაინტერესებს ვინ ყავს კონკურენტად მაგრამ ძირითადში უნდა ითამაშოს, თუ უნდათ ბონუჩი დაუსვიათ სკამზე(რომელიც ხშირად ძალიან უყურადღებოდ თამაშობს ხოლმე, და გინდაც კიელინი(რომელსაც დი მოცველობამდე გაუწონასწორებელი მოქმედებები და უადგილო უხეშობა ახასიათებს ხოლმე

lasha lasha
9 years ago

ეს და სტურარო იუვეს ნათელი მომავალი :forza: :forza: :forza: :forza: აბა შენ იცი მალდინის უნდა გადაუჯოკრო :italy:

Dutch
ადმინისტრატორი
9 years ago

ველქომ ჩუვაკ !!! :forza:

forza bianconeri
9 years ago

რა სნეიდერი კაი რა მაგას არ მოიყვანს მაროტა

Di Francesco # 1
9 years ago

გიოტცე და დრაქსლერი ხო გზაში არიან

Di Francesco # 1
9 years ago

დე ბრუინის აგენტმა არანაირი შემოთავაზება არ ყოფილაო, მაგიც გამოსარიცხი ტრანსფერია, მაქსიმუმ სნეიდერი თუ ვიყიდეთ, მაგაზე უეკთესის მომყვანი იუვე არაა, რუგანი ძან მაგარია მთავარია ზოგჯერ 3 მცველში სათამაშო დრო მიეცეს

valeri elisabedashvili

ოღონდაც ეს ზემოთ ბარსა იუვეს ანგარიში მოაშორეთ რაააა :blin:

valeri elisabedashvili

:forza: :forza: :forza: :forza: :forza:

ALLENATORE
9 years ago

ყველაზე მაგრად ამის მოსვლა მახარებს )) ემპოლის ხშირად ვუყურებდი წელს ) განსაკუთრებით რუგანის ) და თამამად შემიძლია ვთქვა რო ძაან მაგარი მცველია იქნება )) მიუხედავად იმისა რო ჯერ პატარა ტაკტიკურად მაგარი მცველია )) და რაც მთავარია იდელურად აფასებს სიტუაციებს )) მე პირადად მომავალ კანავაროს ვხედავ ამ ბიჭში )) წარმატებები რუგანი !!!!!11

ალეკო კოკაია
Reply to  ALLENATORE

მე უფრო ნესტას მაგონებს :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x