ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუკა მარკეტი “იუვენტუსის” სატრანსფერო გეგმებზე საუბრობს

ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ლუკა მარკეტიმ ტურინის “იუვენტუსის” სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა : “არტურო ვიდალი უკანასკნელ დეტალებს აგვარებს მიუნხენის ბავარიასთან, იგი სულ მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის გერმანიაში.რაც შეეხება ტრეკუარტისტას, იულიან დრაქსლერი იუვესთან უფრო ახლოსაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაროტამ გიოტცეზე უარი თქვა.მარიოს ტრანსფერი გაცილებით მეტ სირთულესთანაა დაკავშირებული, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფეხბურთელის ხელფასია, დაახლოებით 6 მილიონს იუვენტუსი კარლოს ტევესს უხდიდა, დათანხმდება თუ არა ამ ანაზღაურებას გერმანელი ფეხბურთელი, მეორე საკითხია.დრაქსლერთან დეტალები მოგვარებულია, შალკე 40 მილიონს ითხოვს, ტურინელები მხოლოდ 20-25 მილიონი ევროს გადახდაზე არიან ყაბულს.რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, ალექს სანდროს, სიკეირასა და კურზავას სახელები ფიგურირებს.დონსა ? – იგი არენდით სამპდორიაში ითამაშებს, დიდი ალბათობით.”

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
forza bianconeri
9 years ago

მარცხენა მცველად კურზავა/ალექს სანდრო ორივე ძაან მაგარი ვარიანტია. მე საერთოდ რიკარდო როდრიგესი მინდა მარა ამათგან რომელიმეზეც თანახმა ვარ. მიდი მაროტ მაგრად გვჭირდება ევრას შემცვლელი :forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x