ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იაკინტა:”ტურინელთა დანაკლისი დიდია, თუმცა..”

Tuttomercartoweb.com-თან საუბარში ვინჩენცო იაკინტამ გაიზიარა ფაბიო კანავაროს პოზიცია და მისი მოსაზრებით, კალჩოს მოახლოებულ სეზონში მთავარი ფავორიტი არის კვლავინდებურად ტურინული გრანდი:“რას ვსაქმიანობ? ამ ეტაპზე სამწვრთნელო კურსებზე დავდივარ და ძალიან მალე მექნება შესაბამისი კვალიფიკაცია რათა სათავეში ჩავუდგე, რომელიმე მოზართა გუნდს. მოახლოებული სეზონი? უპირველესყოვლისა უნდა აღინიშნოს ის დანაკლისები რაც იუვემ განიცადა სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში. ტევესის სახით ალეგრიმ 10-იანი და ძრავი დაკარგა.. კარლიტოს განსაკუთრებული ქარიზმა გააჩნდა, მაგრამ შემცვლელები არავისზე ნაკლებნი არ არიან. დიბალამ უკვე დაამტკიცა, რომ დიდი ნიჭის პატრონია და იგივეს თქმა მსურს ძაძაზეც..”

“ტევესის გარდა იუვე ორმა წამყვანმა ნახევარმცველმა დატოვა. პირლოს შეცვლა საერთოდ წარმოუდგენელია როგორც ასეთი, მაგრამ ბოლო პერიოდში მისი და დღევანდელი საფეხბურთო სისწრაფე ოდნავ განსხვავდებოდა. ამიტომაც გადაწყვიტა ანდრეამ ახალი თავგადასავლის მოძიება.. აი ვიდალი კი ნებისმიერ შემთხვევაში არის დანაკარგი. ჩილელის საბრძოლო სულისკვეთება ბევრს ნიშნავდა გუნდის შუახაზისთვის. ხედირა? ევროპულ არენაზე მანაც და მანჯუკიჩმაც უკვე ბევრი რამ დაამტკიცეს. ფაქტია, რომ მაროტამ ნაყოფიერი სამუშაო გასწია და პროდუქტიული კადრები შეიძინა მათი სახით. დრაქსლერი? რამდენიმე მატჩს ვუყურე მისი მონაწილეობით.. საინტერესო ფიგურაა, მაგრამ არჩევანს ხელმძღვანელობა აკეთებს. ინტერმა, მილანმა და რომამ კარგი შევსებები მიიღეს და ვფიქრობ, წლევანდელი გათამაშება მეტად დაბალნსებული გამოვა. ისე კი იტალიაში სიამოვნებით ვიხილავდი ჯეკოს..”

წყარო: tuttojuve

25 thoughts on “იაკინტა:”ტურინელთა დანაკლისი დიდია, თუმცა..”

  1. ხუმრობის გარეშე 12 მილიონი ძან მაცდური წინადადებაა, მიუხედავად იმისა რო კიელინი 100_ით იუვენტინოა და ასეც დარჩება სამუდამოდ, არ გამიკვირდება რო წასვლა რო გაივლოს გულში, თუმცა მჯერა რო დარჩება

    1. სად ნახე ეგ ნიუსი? )) კიელინიც თუ წავიდა მართლაა ბაწარზე უნდა ჩამოკიდო ბრუციანი ) ხელფასის პონტში არ წავაა ) ერტადერთი იუვემ თუ დაიწყო ვაჭრობა ) მაშინ წავა ) თავიდანვე უნდა თქვან რო კიელინი ხელშეუხებელიაა !!!!!!

  2. კიელინს მივწერ წადი და ერთი ნახევარი მილიონი მე გამომიგზავეთქვა და ფანები იქაც გამოგყვებითთქვა :chuvak:რო რამე და თქვენც ხო გაყვებით? :lool:

  3. 12 მილიონი ვაფშე რომელიმე მცველს აქ დღეს ხელფასი? ერთი პლიუსი ესაა რო იტალიას ყველაზე მაღალანაზღაურებად მცველი ეყოლება და საბოლოოდ მორჩება კიელინის განხილვა, დღესად დიდი მცველია და 12 მილიონი თუ ექნა ხელფასი მერე ვაფშე ყველა დააფასებს

    1. მთავარია იუვეს შეთავაზოს 35 ლიმონი ))) :D და ნახავ როგორ გაიყიდებაა ) ბრუციანი გამოვა და იტყვის კიელინიმ მოინდომა ახალი ეტაპი კარიერაშიო :D:D:D:D:D

  4. ALLENATORE

    ჰოდა სისულელე წერია ყველაფერი აბსოლუტურად :) შენ ლიჟბი ამათ აგინო, მაგრამ ეგ რაც მანდ წერია არის უმარაზმესი ჭორი :)

    1. ჭორია ეგ მეც დავწერეე ) ლიჟბი ვაგინო არაა ) პოგბა რო იუვედან წავა დღეს თუ არა ხვალ) ეგ 2 ჯერ 2.. 4 იაა )) :D აქ რაც წერია უაზრობაა ) არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ბრციანს :D: )) სადიდებელი ნამდვილად არ არიან ))

  5. ეგ მომავალ სეზონშიო წერია ) ანუ წელს შეთანხმდნენ )) რო მომავალ სეზონში პოგბა 80 მილიონად გაიყიდება ბარსაში ) ეგაა ზუსტად მარაზმი )) პირლო ტევესი ვიდალი მომავალ სეზონში პოგბა

  6. “ბარსელონასთან” მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და აქ ყველაფერი გამჭვირვალე და სუფთაა. ესაა სწორი გზა, განსაკუთრებით, ისეთი ორი გუნდისთვის, რომლებსაც მსოფლიო ფეხბურთში არცთუ პატარა ადგილი უკავიათ”, – აღნიშნა “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ.

    და ეს თქვა ვითომ მაროტამ :lool: :lool: :lool: ბიჭო საიდან იგონებენ ამ სისულელეებს :blin: :lool: :lool:

    1. მომავალ სეზონში რო პოგბას გაუშვებენ ეს სისულელეს ნამდვილად არ გავს )) უბრალოდ მანდ რაც წერია სისულელეაა ) მაროტას ეგ არსად უთქვამსს )) შედგა მოლაპარაკებები მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია )

  7. სპორტალლ.გე-ზე წერია ბარსამ პოგბა იყიდაო. რა ხდება? მართალია? პოგბაც თუ გაყიდეს, გამოაცხადოს იუვემ დაშლა ეგრევე მაშინ. იმ ფულს მაინც არ დახარჯავენ და

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.