“იუვენტუსი” ლიორენტეს თაობაზე შემოთავაზებას ელის
ფერნანდო ლიორენტეს მომავალი კვლავაც ბურუსითაა მოცული.ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ტურინის “იუვენტუსთან” ერთად მოახლოვებული სეზონისთვის ემზადება, ბიანკონერებიდან წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია და დამაკმაყოფილებელი შემოთავაზების შემთხვევაში, ჯუზეპე მაროტა მას აუცილებლად გაასხვისებს.ბასკის მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენდა, თუმცა ამჟამად ჰორიზონტზე მხოლოდ მადრიდის “რეალი” და მანჩესტერ “იუნაიტედი” სჩანან, ბებერი ქალბატონი კი მათ ოფიციალურ ოფერს ელის.შეგახსენებთ, რომ 30 წლის ლიორენტე შავ-თეთრ მაისურს 2013 წლიდან ატარებს, ამ ხნის მანძილზე მან 65 შეხვედრაში 23 გოლის გატანა მოახერხა.
ბალს ან ალუბალს მაინც ისხამდეს მაგრამ ზედ ფოთოლიც რო არ აქ ეგაა პრობლემა დამყნობა უშველის ალბათ
ლორენტე მანჩესტერში უნდა წავიდეს .. სადაც 100% გამოავლენს ტავის პოტენციალს
ნანდოსთან არანაირ შუაშია მარა, ვიდალის ტრანსფერს რატო აჭიანურებს მაროტა რთული მისახვედრი არაა… გიოცესნაირი მოთამაშე ბევრი არ ყავს დღევანდელ ფეხბურთს და იმედია ვითრევთ
გადარგეთ