ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კანავარო:”იუვე კვლავ მთავარ ფავორიტად რჩება”

ფაბიო კანავაროს მოსაზრებით სკუდეტოს მოპოვების უმთავრეს პრეტენდენტად კვლავინდებურად ტურინის “იუვენტუსი” რჩება:“ხშირად მისვავენ კითხვას მომავალ სეზონზე და სავარაუდო ფავორიტზე.. ბუნებრივია ბიანკონერი რჩება ერთ-ერთ უმთავრეს კლუბად, რომელსაც სკუდეტოს მოპოვების ყველაზე დიდი შანსი აქვს. მართალია ალეგრიმ პირლო, ტევესი და ვიდალი დაკარგა, თუმცა შევსებაც ჯეროვანი მიიღო. კლუბში ნიჭიერი ახალგაზრდები მოვიდნენ, რომლებიც იუვეს ახალ განვითარების საფეხურზე აიყვანენ. რაც შეეხება კონკურენტებს.. ამ მხრივ გამოვარჩევდი ინტერს და რომას. მანჩინის საინტერესო პროექტი აქვს, ხოლო რომაელებს შეკრული და ამბიციური შემადგენლობა”.

წყარო: Football Italia

69 thoughts on “კანავარო:”იუვე კვლავ მთავარ ფავორიტად რჩება”

  1. ALLENATORE

    ეს სტატია უბრალოდ შედარების ვარიანტში დავაკოპირე, ავტორი მე არ ვარ, უბრალოდ მეც იმ აზრზე ვარ, რომ წელს გუნდიდან წასულები გაცილებით დიდი ძალა იყო, ვიდრე მოსულები… მითუმეტეს ეგ ტრეკვარტისტაც არ ჩანს მოყვანილი…
    ზოგადად მეც მოძველებული ტაქტიკა მგონია ეგ შუაში გამთამაშებლით თამაში… მაგრამ გიოტცე მართლა კარგი იქნებოდა

    1. ხო ძველი ტაკტიკაა ეგ )) გიოტცე კარგია კრაიზეც შეუძლია და შეუძლია მეოერე ფორარდით თამაშიც ) ტრეკვარტისტით და წინ 2 სუფთა ფორვარდით დღეს არც ერთი გუნდი არ თამაშობს ) როგორც წესი ტრიო წინ ) ერთი ცენტრ ფორვარდი და დანარჩენი 2 კრაიზე მობილური კრაინი ინსაიდები ))

  2. ბუფფონი

    ლიხშტა ბონი კიელინი ევრა

    მარკიზო

    ვიდალი პოგბა

    დიბალა დე ბრუინე (გიოტცე) (როისი)

    მორატა (მანჯუკიჩი)

    ტრეკვარტისტა და ალეგრის სიზმრები მე19 საუკუნეა )))

    1. 4-3-3 anu ) 4 მცველი , ცენტრში მარკიზო მცველების წინ მარჯვნივ ვიდალიიიიი , მარცხნივ პოგბა .. და წინ სამი შემტევი ) მარჯვნივ კრაიზე დიბალა მარცხნივ ( როისი.გიოტცე,დე ბრუინე ))
      და ცენტრ ფორვარდი მორატა იდეალურად ჩაჯდებოდა ) უფრო მობილურია ვიდრე მანჯუკიჩი ) ამ სქემაში კარგად ჩაჯდებოდა )

      1. ვიცი რო წავიდა ) არ უნდა გაეშვათ )) ეგ ვიგულისხმე ) ხედირა ძაან შეზღუდულიაა ძაან )) მე არ მომოწნს ეგეთი ტიპის ფეხბურთელები )) გატუზოს დრო მოკვდა უკვეე ) ცენტრშიც ისეთი ხალხი უნდა გყავდეს რომელსაც შეტევაც შეუძლია ) ვიდალი ბევრად უკეთესია ამ კომპონენტში )

  3. პირლოს მარკიზიო შეცვლისო ხო უწერია? ხოდა ტევესის შემცვლელად ალეგრიმ მორატა დაასახელა შარშან ერთერთი თამაშის მერე

    1. ტევესს ვერავინ შეცვლისს )) მორატას არ აქვს ტევესის კლასი ) ვგულისხმობ კრეატივსს )) პირლო შეუცვლელიაა ) მარკიზო კარგი მაგრამ პირლოს პასები არავის აქვსს ) არც მისი სტანდარტები )) ხედირა კიდე სხვა ხილია რომელსაც ყველანი ვნახავთ ))) :D )) ვიდალი ალეგრიმ შეძღუდა სქემაში)) კონტე როცა მეტ სივრცეებს აძლევდა სულ სხვა ვიდალი იყო ) იგივე ჩილეს ნაკრებში კოპაზე ყველაზ ემეტი გოლი გაიტანაა )

  4. pintu-ricchio
    ხო მარა ძაძა – მანჯუკიჩი კაი დუეტი იქნებაო და უკნიდან დიბალაო რო უწერია ძან არარეალურია, ჯერ ერთი 3 შემტევით არ ითამაშებს იუვე და მერე მეორე მორატა უეჭველი სასტავში იქნება

    1. საერთოდ დიბალა ფლანგზე უნდა ათამაშოს ) უკეთესი იქნება ) ტრიო უნდა ყავდეს წინ ) ერთი ცენტრი და 2 ფნანგი ) მაგრამ უკვე გასაგებია რო ალეგრი სუფტა მილანის სქემას ითამაშებს ) ბოატენგი რო ყავდა ტრეკვარტიტაა ) და წინ 2 ფორვარდი ) საერთოდ ერთი ფორვარდით სუფთა ფორვარდით ჯობია და კრაიზე 2 კაცი ) ბარსას როგორც ყავს ტრიო წინ )) გასაგებია ეგ არ იქნება გუნდში 2 ცენტრ ფორვარდიაა ))

  5. pintu-ricchio
    ტვინი და მოტორი ) ძალიან მაგარი შედარებაა )) სწორედაც პირლო ტვინი იყო კარლიტოსი კიდე მოტორი )) ის რო გუნდმა გაყიდა ან გაუშვა ან წავიდნენ (( ვიდრე შეიძინა ) ის რომ დანაკლისი დიდია ვიდრე შენაძენი )) 100% გეთანხმები )) დიბალა რო იქნება უმთავრესი ფაქტორი გასაგებიაა ) გახდება დიბალა იუვეს ლიდერი? შეძლებს 21 წლის ბიჭი ამ დიდი ტვირთის თავის თავზე აღებას ? )) არგენტინელი იქნება კრეატივი გუნდის ) ამ კრეატივმაც თუ ვერ გაამართლა ცუდ დღეში იქნება გუნდი ) აღარ იქნება სტანდარტები და პირლოს ტვინო მართოს თამაში ცენტრში და არამხოლოდ !! ) აღარ იქნება მოტორი ტევესი რომელიც სულ ბოლომდე ბრძოლობდა ) აღარ იქნება მეომარი ვიდალი რომელიც ნამდვილი იუვეს სახე იყო თუ როგორ უნდა იბრძოლო ფეხბურთელმა ყველა ბურთზე, ნებისმიერ ეპიზოდში ( სწორედ ამიტომ შეარქვეს ვიდალს მეომარი ) ის მართლაც მეომარი იყო მინდორზე (( ალეგრის მოდელი ტრეკვარტისტით ეგ უკვე მე-19 საუკუნეა )) მილანშიც ვერ გაამართლა მაგ მოდელმა ) მიუხედავად იმისა რო ტრეკვარტისტის წინ მონსტრი იბრა იყო )) თანამედროვე ფეხბურთში ტრეკვარტისტით ვერ ააგებ მარტო შედეგიან და რეზულტატის მომცემ გუნდს )) საჭიროა ძლიერი ფლანგები ) მითუმეტეს როცა მანჯუკიჩი გყავს ცენტრ ფორვარდად ) ჩვენ ერთი ინსაიდიც არ გვყავს გუნდში ) ელემენტალური ფნაგიდან გარღვევა მოტყუება, ჩაწოდება ) 000 იაა )) არავინ არ გვყავსს ) მარტო ტრეკვარტისტა არაფერი არ არისს დრევანდელ ფეხბურთში ) ეხლა ისეთი ცენტრი ყავთ გუნდებს რო ტრეკვარტისტა ვერაფერს იზავს მარტო როცა ალემენტალური პასის გაკეთება არ შეეძლება ფლანგზე და ნახევარმცველები არ დაეხმარებიან ) უფრო მეტი კრეატივის შესაქმნელად )) ალეგრის მოდელი სამი ცენტრალური ნახევარმცველით წინ ტრეკვარტისტა და მის წინ 2 ფორვარდი ) არაფრის მომცებია ) ეგ მოდელი შეილება გამოიყენო კონკრეტული თამაშის და კონკრეტული მეტოქის წინაამღდეგ და არა მთელი სეზონი ამაზე გქონდეს აქცენტი მითუმეტეს ამ მოდელით გინდოდეს შედეგის დადებაა )) ალეგრის იუვეში ყოფნის გადამწყვეტი წელი იქნება წელსს )) ვნახოთ როგორ გაართმევს თავს )) ჩელსის ყავს ოსკარი(ტრეკვარტისტა) მაგრამ ყავს ფნაგზე აზარი, ყავს ვილიამი. იყიდა კუარდადო ) ასევე კრეატიული ფაბრეგასი ) როცა გუნდში 2 ფეხბურთელიც არ გყავს რაიმეს შემქმნელი ძაან რთულია გამოხვიდე და გიგანტებს ეთამაშო ) სასულოსთან და ტორინისთან მარტო კლასით მიაღწევ შედეგს ) ბაიერნთან ბარსასთან და ასე შემდეგ.. ამ ერთ კრეატივს ალეგრის ტრეკვარტისტას დააძინებენ მინდორზე და მეტი არავინ არაა რაიმეს შემქმნელი ))) მითუმეტეს როცა ეგეთი მოდელით ითამაშებ ) ბარსასთან კარგად გაიხსენეთ როგორ გავიტანეთ გოლი? მარკიზიოს არაორდინალური თამაშით . ქუსლით პასით რომელსაც არავინ ელოდებოდა ) დიდ გუნდებთან სწორედ რო ეგეთი ხალხი გვინდა რომლებიც შექმნიან ეპიზოდიდან საგოლე მომენტსს ) ინდივიდუალური თამაში ხარჯზე ) მოდელი რომელშიც აღარ ტვინია აღარც მოტორი ) უსუსური იქნება ალეგრის ერთი ტრეკვარტისტა )) მარტო მესიც ვეღარ თამაშობდა ბარსაში როცა ხავი აღარ იყო ძველი ხავი, ინიესტა კიდე ფორმაში აღარ იყო ) სუარესი ნეიმარის მოსვლის შემდეგ სულ სხვა გუნდია ) ასე რომ დიდ რისკზე მიდის მისტერ ალეგრი :D ))

  6. იტალიის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი “იუვენტუსი” სერიოზული გარდაქმნებისთვის ემზადება. ტურინული კლუბი უკვე დატოვეს ანდრეა პირლომ და კარლოს ტევესმა. “ბაიერნში” წასვლა გადაწყვიტა არტურო ვიდალმა.

    ცვლილებები, ცვლილებები…
    ეს ნიშნავს, რომ ტურინი ამიერიდან ვეღარ დატკბება “მაესტროს” თამაშით, ვეღარ ნახავს “აპაჩის” შეტევებს და ვერ მიიღებს იმ ადრენალინს, რომელსაც ტრიბუნებს ჩილელი “მეომარი” ჩუქნიდა. ერთადერთი რგოლი, რომელსაც ცვლილებები არ შეხებია, ეს დაცვაა.

    ასე განსაჯეთ, ცვლილებები შეეხო სათადარიგო სკამსაც. ანჯელო ოგბონამ “ვესტ ჰემი” უნდა გააძლიეროს. ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია. საიმედო სათადარიგო მეკარე მარკო სტორარი კი “კალიარის” შეუერთდა, რომელმაც გასულ სეზონში უძლიერესთა შორის ადგილი ვერ შეინარჩუნა.

    გადავხედოთ ამ დროისათვის გუნდში მომხდარ მთავარ ცვლილებათა ჩამონათვალს.

    მივიდნენ: მარიო მანჯუკიჩი, სამი ხედირა, სიმონე ძაძა და პაულო დიბალა.
    წავიდნენ: ანდრეა პირლო, არტურო ვიდალი, კარლოს ტევესი და მარკო სტორარი.

    ვინ შეცვლის მათ?
    ტევესი და პირლო ის ფეხბურთელები, ის ვარსკვლავები არიან, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განაპირობებდნენ “იუვენტუსის” სათამაშო სტილსა და კლასს. ამის გათვალისწინებით, მათი იოლად შეცვლა არ გამოვა. გუნდმა ტვინი და ძრავი დაკარგა.

    პირლოს შეცვლა, უბრალოდ, წარმოუდგენელია. დღეს აღარ არიან ისეთი ფეხბურთელები, როგორიც დიდი მაესტროა. ამასთან დაკავშირებით “იუვეს” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ, ალბათ, რაღაც ხრიკს უნდა მიმართოს, რომლის ერთ-ერთი მონაწილე (მთავარიც!) კლაუდიო მარკიზიო იქნება.

    პირლოს სამი ხედირა ვერ შეცვლის. გერმანელი უფასოდ ერგო “ბებერ ქალბატონს”. სამიმ ძალიან მსუყე კონტრაქტი გაირტყა და გუნდს დიდ სარგებლობასაც მოუტანს, მაგრამ მისი მასშტაბები შეზღუდულია.

    გავაგრძელოთ. კარლოს ტევესი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. იტალიის ჩემპიონატსა თუ ჩემპიონთა ლიგაში ბევრი იყო ისეთი თამაშები, რომელთაც არგენტინელი მარტო იგებდა.

    სიმონე ძაძა კარგი იყო “სასოულოში”, მაგრამ საკითხავია, გრანდში როგორი იქნება. მარიო მანჯუკიჩს ყველა ვიცნობთ. ის გამოკვეთილი ცენტრფორვარდია, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რომ ტევესი შეცვალოს. რჩება პაულო დიბალა.

    ვნახოთ, გარისკავს თუ არა ალეგრი და გამოიყენებს თუ არა მთელ თავის შემტევ პოტენციალს. ისე, მართლაც საინტერესო იქნებოდა – ძაძა და მანჯუკიჩი შეტევის ფორპოსტზე, მათ უკან კი დიბალა. საინტერესოა, მაგრამ სარისკოცაა.

    რაც შეეხება არტურო ვიდალს, იოლი არც მისი შეცვლა იქნება. კლასს რომ თავი დავანებოთ, ჩილელი ყველა მატჩში ბოლომდე იხარჯება, მისგან უდიდესი ემოცია მოდის. ეს ემოცია “იუვენტუსს” ძალიან დააკლდება.

    პეპ გვარდიოლამ ვიდალზე არჩევანი შემთხვევით როდი შეაჩერა. ბოლოს “ბაიერნს” ეს ემოცია აკლდა. გერმანიის ჩემპიონატში გუნდი ამის გარეშეც იოლად გადიოდა ფონს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე კი უჭირდა.

    ვიდალის შემცვლელიც არ ჩანს. მისი მსგავსი მებრძოლი მოთამაშე დღეს ბევრი როდია მსოფლიო ფეხბურთში. ამას ემატება ჩილელის კლასი, რაც მას მართლაც აყენებს უპირველეს ვარსკვლავთა რიგებში.

    ალეგრის ფაქტორი
    ფაქტია – წასულთა სია გაცილებით შთამბეჭდავია, ვიდრე მოსულების. ამას ვერავინ წაუყრუებს – სატრანსფერო პოლიტიკას აუცილებლად სჭირდება დაბალანსება. წინააღმდეგ შემთხვევაში, “იუვეს” გაუჭირდება.

    საუბარი როდია მხოლოდ იტალიის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებაზე. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა თამასა ძალიან მაღლა ასწია, როცა ფინალში გავიდა. გასაგებია, რომ ამ სეზონში ფინალი შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ შედეგი არც მნიშვნელოვნად უნდა გაუარესდეს.

    აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მასიმილიანო ალეგრის ფაქტორი. თავის დროზე, როცა “ბებერი ქალბატონიდან” ანტონიო კონტე წავიდა, მწვრთნელმა არ დაიწყო ახალი ველოსიპედის გამოგონება და ამით ბევრი მოიგო.

    ახლა ალეგრის კარიერაში განსაკუთრებული ხანა დგება. მან თავად უნდა ააწყოს ახალი “იუვე”. საინტერესოა, ეყოფა თუ არა მწვრთნელს საამისო საფეხბურთო ერუდიცია. ყველაფერს მალე ვნახავთ.

    ვის ველით?
    შესაძლოა, სულ მალე მარიო გიოტცემ ტურინული კლუბის მაისურა მოირგოს. გიოტცემ ვერ გაიბრწყინა “ბაიერნში”. უკეთ რომ ვთქვათ, ის მიუნხენელთა ვარსკვლავებში ჩაიკარგა.

    მარიოსათვის მართლაც იდეალური იქნება იტალიურ გრანდში გადასვლა, მაგრამ გერმანელს “ლივერპულიც” ეპატიჟება. ვნახოთ, ვინ მოიგებს ამ სატრანსფერო მარულას.

    ნებისმიერ შემთხვევაში, გიოტცეს ექნება ნდობა და არაერთი შანსი “იუვენტუსში” და მასზეა დამოკიდებული, გაამართლებს თუ არა. ამ ეტაპზე ტურინელები სხვა ტრანსფერს არ გეგმავენ, თუმცა სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. დღევანდელ ფეხბურთში მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება და წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ.

    ამოცანები
    გუნდმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს იტალიის ჩემპიონის ტიტული. სხვა შედეგს ქომაგები, უბრალოდ, არ მიიღებენ. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, “იუვენტუსი” აუცილებლად უნდა მივიდეს მეოთხედფინალამდე მაინც. შარშანდელ ფინალისტს სხვა შედეგს არ აპატიებენ. არადა, უდიდესი კონკურენციის პირობებში ამ შედეგის მიღწევა იოლი სულაც არ იქნება.

    ვინ აფეთქდება?
    პაულო დიბალა ის გამოუცნობი ობიექტია, რომლის თამაშის ნახვასაც მოუთმენლად ელიან “იუვეს” ქომაგები. 21 წლის არგენტინელისაგან ყველაფერია მოსალოდნელი – ისიც, რომ “გაფრინდეს” და ისიც, რომ დიდ იმედგაცრუებად იქცეს.

    ფაქტია – თუ სამხრეთამერიკელი აფეთქდა, “ბებერ ქალბატონს” საქმე მნიშვნელოვნად გაუადვილდება…

    დასკვნა
    “ჩრდილოვანი ფავორიტი” – ასეთი იქნება “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგაზე, იტალიის ჩემპიონატში კი – ოქროს მოპოვების მთავარი პრეტენდენტი.

    სპორტული გაზეთი “ლელო”

    1. ამხელა სტატიას რო მიუძღვნი იუვენტუსს და მორატას არ ახსენებ მერე ჟურნალისტობაზე პრეტენზია არუნდა გქონდეს, ვნც დაწერა იმას ვგულისხმობ :chuvak:

  7. საინტერესო რამ უთქვამს მაროტას პრესკონფერენციაზე,ახალი პოლიტიკით ანიელის ინიციატივით მთავარი პრიორიტეტი იქნება იტალიურ ფეხბურთში დიდი თანხების ინვესტირება,ეტყობა ამიტომაც გადაიხადეს დიბალაში ამოდენა ფული)),ანუ პირველ რიგში იტალიაში მოიძიებენ საჭირო ფეხბურთელებს და კარგ ფულსაც გადაუხდიან,რომ იტალიური კლუბები გაძლიერდნენ და თანხების გადინება არ მოხდეს…მივესალმები ასეთ მიდგომას!

    1. ზოგადად კარგი სტიმული მისცა იუვემ იტალიურ კლუბებს,დაანახა სწორი მიდგომის შედეგი და თან თამასა ძალიან მაღლა ასწია.შედეგიც გამოიღო ამან და კარგი გამოსვლა ჰქონდათ ევროპაში,ეგ არის რომ გამოცდილება დააკლდათ.წელს უკვე საკმაოდ გააქტიურდნენ და იტალია ლიდერობს სატრანსფერო ბაზარზე,საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჩამოიყვანეს და იმედია ერთერთი საუკეთესო იქნება წელს სერია.

    2. ძალიან ცუდია რომა და ლაციო რო გავიდნენ ლიგაზე :( არც ტრანსფერებზე აქტიურობენ ვერც ვერაფერს ახერხებენ ხოლმე ლიგაზე ისევ მილანის გასვლა მერჩივნა ან თუმდაც მერდა ინტერი დაჟე ფიორენტინაც კი უკეთეს ფეხბურთს თამაშობდა ხოლმე CL-ზე.აი ევროპა ლიგაზეც ისეთივე ტემპით უნდა მივაწვეთ.არ ვიცი რამდენად დამეთანხმებით მარა სტადიონების ამბავი უფროა გამოსასწორებელი გუნდების 80-ი პროცენტი მოედნის საფარია ნაგავი :|

      1. ხო ინტერი და მილანი ჯობდა,მაგრამ რომა წელს კარგად დაკომპლექტებული გუნდია იმედია თავს არ შეირცხვენს.ლაციოს არ აწყენდა გაძლიერება,თუმცა თანხები უჭირთ მაგათ სამწუხაროდ.სტადიონებზე გეთანხმები და ინფრასტრუქტურაზე გაამახვილა მაროტამაც ყურადღება,საშინელ დღეშია იტალიაში მოედნები…

  8. 1juve says:
    :D:D:D: ))) ლემპარდი და ტერი არ იყვნენ მაურინიომდე ისეთი ფეხბურტელები რომელიც შენ გახსოვსს )) ჩეხი რენიდან მოიყვანა და ეგრევეე ათამაშდა )) იგივე დროგბა დიდი დრო კი არა ეგრევე პრემიერ ლიგის ბომბარდირი გახდა და სხვათაშორის მაურინიომ ეგრევე 3 თასი მოიგო ჩელსიში პრემიერ ლიგა და 2 ინგლისის თასი ) იმავე წელს ) ))) დროგბა შეუჩერებელი იყო ))
    ჩელსი იმავე წელს ჩემპიონი გახდა მაურინიომ ეგრევე მოიგო ტიტული )) თუ არ გახსოვს გადაამოწმე ))

    1. მაურინიომდე არ მითქვია, ჩელსი სანამ იყიდიდა მაგ 4 ფეხბურთელს ესენი არ ყოფილან ევროპის წამყვანი მოთამაშეებითქვა ეს ვთქვი, ოთხივემ კარიერის პიკს ჩელსიში მიაღწიეს და შესაბამისად მე ჩელის წარმატებას სწორ განვითარებას მივაწერ და არა რამე მოულოდნელობას

      1. ყველაზე მოთხოვნადი იყო იმ დროს ჩეხი და დროგბა ) სატრაფერო ბაზარზე )) პლიუს რობენი ) დიდი ტანხები დახარჯეს ) შემდგარი კარვალიო და რომელსაც ლიგა ქონდა მოგებული პორტუში ) შემდგარი და საუკეთესო მარცხენა მცველი კოული )) და კიდევ არაერთი მაგარი ტრასფერი გააკეთა აბრამოვიჩმა ) მაგრამ ამ ტრასფერებს გააძრებული პოლიტიკა უწყობდა ხელს ) ჩელსიმ დიდი თანხები დახარჯა ) ისევე როგორც ეხლა ხარჯავს სიტი და პსჟ ) პირველ წელს აბრამოვიჩმა 140 მილიონი ფუნტი დახარჯა ) მაგრამ ჯერ მოიყვანა მაურინიო ) რომელმაც იცოდა როგორ გაეკეთებინა გუნდი ) და არა პელეგრინი ) რომელსაც ტიტული არ ქონდა მოგებული სანამ სიტიში გადავიდოდა )
        ეგა განსხვავება ))) სიტი უაზროდ ხარჯავს ))

        1. მოთხოვნადები კი იქნებოდნენ მარა უკვე სემდგარი მოთამაშეები არ იყვნენ და ჩელსის სწორი მიდგომა იქ ჩანს რო პერსპექტიული მოთამაშეებისგან ლეგენდები შექმნეს.

  9. vaxtang
    ხო რა გონიათ რო მარტო ფულია მთავარი ფეხბურთში როგორც ჩვენ საიტზე გონია იუვეს ფანების უმეტესობას, მარტო ფული რო არაა ფეხბურთი მაგას სიტი და პსჟ ნათლად ამტკიცებს

    1. სიტის და პსჟს პოლიტიკა არის უბანძესი )) ჯერ მწვრთვნელი გინდა წესიერი ) მალაგას და ვილიარეალის მწვრთვნელი არაა ) და არც გამოთ აყვანებული ბლანი )) მწვრთვნელი რომელის გამარჯვებულის მენტალიტეტს შემოიტანს გუნდში ) ჩელსის შეხედეე ეგრეე რა იყო ჩელსი ?? რა და გახდა ეხლა ? )) მაურინიო ……… )) და სწორი პოლიტიკა )) მაგრამ ეგ სწორი პლიტიკა უფულოდ ვერაფერს გახდებოდა )) სიტის და პსჟ ს ფული აქვთ მაგრამ პოლიტიკა არ აქვთ სწორი )) განვითარების )

      1. შიტის ბორდიარ უვარგა თორე ყოველთვის კარგ კლუბად ითვლებოდა ომმაც დიდი როლი ითამაშა მათ შეფერხებაში მარა სიტი თავის სიტყვას იტყვის ძან ვგულშემატკივრობ მათ თან ქინქლაძესა მაგარ პატივს სცემენ

      2. ბლანი და პელეგრინი შეიძლება არ არიან წამყვანი მწვრთვნელები ევროპაში მარა არც ალეგრი და კონტეა მასეთი თუმცა შედეგს კი მიაღწიეს, მაგ ორ კლუბში მთავარი მიზანი არის ჯერ ფულის ხარჯვა და მერე კაი ფეხბურთში თამაში, ჩვენთან კიდე ჯერ კაი ფეხბურთის თამაში იყო მიზანი და მერე ფულის ხარჯვა, თუმცა არც მერე ხარჯავენ ფულს :lool: გუნდმა უნდა დაგავალდებულოს რო ფულის ხარჯვა საჭირო გახდეს, ფული მაქო და ძალით ეძებო ვინ ვიყიდოო მაგი არ მგონია სწორი, დღეს იუვენუსი არ ითხოვს ხელმძღვანელობისგან რო დიდი ფული დაიხარჯოს გუნდის გასაძლიერებლად, სწორი განვითარების პირობებში ამ რესუსრსითაც შეიძლება დიდი შედეგის დადება და არასწორი მიდგომის პირობებში რაცარუნდა იბრაგიმოვიჩები პასტორეები და აგუეროები შეყარო ერთ გუნდში შედეგს მაინც ვერ დადებენ

  10. 1juve says:
    გეთანხმები )) მაგრამ მეოერე ფაქტორია ) ჩელსიც არ იყო დიდი რისხა არასდროსს ) მოვიდა აბრამოვიჩი და გუნდი შეცვალაა )) მაგრამ ეგ მაურინიოს დამსახურება იყო ) როცა დიდი გუნდის აშენება გინდა და მოგყავს ვარსკვლავები ) ჯერ დიდი მწვრთვნელი უნდა მოიყვანო რომელიც მინიმუმ 4.5 წელი დარჩება გუნდში და ფუნდამენტს ჩადებს )
    სიტის ან პსჟ ს გუარდიოლას დონის მწვრთვნელი რო ყავდეს ) გაცილებით ძლიერები იქნებიან )) ჩელსიმ ჯერ მაურინიო მოიყვანა და მერე ტრასფერები )) ბლანის მწვრთვნელი არაა ) და არც პელეგრინი ) არც ერთი არ არის დიდი გუნდი მწვრთვნელები )) დიდი გუნდი აშენება რო გინდა და ეგეთ ტრასფერებს აკეთებ ჯერ დიდი მწვრთვნელი უნდა მოიყვანო )) მაგრამ მე სხვა რაღაცა ვთვქი ) იუვეს მე 8 ფინალში ბარსა ან ბაიერნი რო შეხვდეს ) ისე როგორც სიტის არ აცდაა ეს ბარსაა მერამდენე წელია უკვე ) 2 თამაშიან დაპირისპირებაში უშანსოდ ვიქნებით )) ამიტომ ვამბობ რო გუნდმა უფრო უნდა გააქტიურდეს ტრანსფერებზე ) გაყიდე იყიდე ეგ არაა პოლიტიკა ) ფაქტიურად არ ხარჯავენ ) არავინ ამბობს რო იუვეს ეხლა სუარესის დონის ტრასფერების თავი აქვს ) მაგრამ თავისფლად შეუძლია მინიმუმ 50 მილიონის გამოყოფა ყოველ წელს ))) ამის მაგივრად გაყიდი ერთს იმ ფასად მოიყვან მეოერეს ))) რთულია ეგრე )) სულ მონაკო და დორტმუნდი არ იქნება )))

    1. ჩელის ვერ გახდა პირველ და მეორე წელს ცემპიონი და ლიგის მფლობელი, საბოლოოჯამში მაგ ჩელსიც მისივე შექმნილმა და მათ გუნდშივე ჩამოყალიბებულმა ჩეხმა ტერიმ ლამპარდმა და დროგბამ გახადეს ჩემპიონი, ოთხივემ დიდი დრო გაატარა ჩელსიში და აქ ქონდათ საუკეთესო პერიოდი კარიერაში

      1. 1juve says:
        :D:D:D: ))) ლემპარდი და ტერი არ იყვნენ მაურინიომდე ისეთი ფეხბურტელები რომელიც შენ გახსოვსს )) ჩეხი რენიდან მოიყვანა და ეგრევეე ათამაშდა )) იგივე დროგბა დიდი დრო კი არა ეგრევე პრემიერ ლიგის ბომბარდირი გახდა და სხვათაშორის მაურინიომ ეგრევე 3 თასი მოიგო ჩელსიში პრემიერ ლიგა და 2 ინგლისის თასი ) იმავე წელს ) ))) დროგბა შეუჩერებელი იყო ))
        ჩელსი იმავე წელს ჩემპიონი გახდა მაურინიომ ეგრევე მოიგო ტიტული )) თუ არ გახსოვს გადაამოწმე ))

    2. მართალია მწვრთნელი სჭირდებათ პირველ რიგში ისეთი რომ გუნდი ააწყოს და არც ბლანი და არც პელეგრინი არიან ამის გამკეთებელი)) აბრამოვიჩმა კარგი გამოცდილება მიიღო თორემ,მაგანაც თავიდან კაი ფული ყარა სწრაფი შედეგის მოლოდინით,შემდეგ კი კარგი მწვრთნელით გააზრებული მიდგომით მართლაც გრანდად გარდაქმნა კლუბი.

    1. ნებისმიერს გააგდებენ მარკეტი – დე ვრეი – ბილია – პადოლო – კანდრევა – ანდრესონი – კლოზე ამ ხალხსის დონის მოთამაშეები არცერთ გუნდს არ ყავს

      1. Iმედია ლაციოს კაი მაყუთად გაყიდინებს თორე იგლი ტარე ბალკანეთის იით ვერ ხედავსიგროკებს :lool: ეხა კიშნას დამატებენ კაი ვიჭი ჩანს ეგეც რაიოლას კლიენტია მგონი :lool: :lool:

          1. Iქითა წელს გაყიდიან
            Mანჩესტეი
            Vალენსია
            ჩეესკა
            შახტარი
            Fენერბახჩე
            შავარაუდოდ აქედან 1 ამოუვა საკვალიფიკაციოზე ან მეტად გაუმართლებს :chuvak:

  11. ALLENATORE
    პსჟ იმიტო აგებს რო არაფრისგან შეიქმნა მაგ გუნდი, კი ძველი პსჟე დიდი გუნდი იყო მარა არც იმხელა ყოფილა რო რეალს და მილანს შედარებოდა. პსჟს მთავარი პრობლემა ჩემი აზრით იყო უცებ რო მოინდომეს არაფრისგან ყველაფრის გაკეთება. ჯობდა ეტაპობრივად განვითარებულიყვნენ, მონაკოს ხო ხედავ სანამ ის არაბი სპონსორი ყავდათ ვერაფერი ვერ გააკეთეს იმიტორო ხელოვნურად იქმნებოდა გუნდი, წავიდა ის კაცი და გუნდი დალაგდა. რაღაცა თუ არ გიმაგრებს ზურგს ისე უსახელო გუნდში რამდენი ვარსკვლავიც არუნდა სეყარო ჩემი აზრით არაფერი არ გამოვა მაგ საქმიდან, იუვე ბევრად მალე გახდა ბევრად უკეთესი გუნდი ბევრად ნაკლები ფინანსებით ვიდრე პსჟ, იმიტორო იუვეს ქონდა დიდი წარსული და მაგ დიდიმა წარსულმა დიდი როლი ითამაშა, დიდი წარსული ვისაც აქ ის უფრო ადვილად აშენებს დიდ მომავალს

    1. კომანი რომ დაგვითმო უფასოდ?სანამ ეს გაიზრდება მანამდე უნდოდათ ლიგის მოგება და ფულები ყარეს “სუპერვარსკვლავებში”,აგერ ვნახავთ კომანმა თუ არ დაასწრო თასის აღმართვა))

  12. რომა კაი გუნდია 7-1 და 5-1 თები რო არ ი-ოდეს მთავარი გუნდს მეგოლე არ ყავს უნიჭო დესტრო და ჯერვინიო ყავსწინ დაკიდე უფრო უნიჭო დუმბია რო იყიდეს 3გ იყო კატასტროფა იტურბე კიდე უფრო გაიხსნება კაი პასები აქ ჯეკო უნდა იყიდონ რამენაირად ანრომას სტილს ჩიჩარიტო მოუხდებოდა ძალიან :chuvak:

  13. ALLENATORE
    ვინ გაუშვა ვენგერმა? შესნის ტრავმა ქონდა დიდი ხანი და მიტო არ ჩანდა ბოლო პერიოდში არსენალში, შესნის შეცდომით რომელი თამაში წააგო არსენალმა ერტი მითხარი და გავჩუმდები, პირიქით შესნის არამქვეყნიურმა ბურთებმა ბევრი თამაში მოაგებინა არსენალს, რავი მე ბოლო პერიოდში მასე უცხოელი მეკარე არ მომწონებია, დარწმუნებული ვარ მომავალ სეზონში ბუფონს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს წლის საუკეთესო მეკარეობაზე

    1. )) კი ეგრე იყო არარელურ ბურთებს იგერიებდა იყო თამაშები ) მაგრამ არასტაბილური მეკარეა ჯამში ) ბევრი შეცდომები ქონდა ))) ტრავმის შემდეგ ძირითადში აღარ აყენებდა ოსპინაზე გააკეთა არჩევანი ) და ვენგერი სულ ეძებდა კარგ მეკარეს ჯერ იყო კასილასი უნდოდა ბოლოს ჩეხი გაიფორმა ) შესნი არ არის დიდი გუნდი მეკარე ) კონკეტული თამაში არ მახსოვს მაგრამ სტაბილური მეკარე ნამდვილად არ არისს ) ბუფფონი შემდეგ ეგ ვერ იქნება ) დიეგო ლოპესი და ჰანდანოვიჩი გაცილებით მაღალი დონის კიპერები არიან ))) რომას მეოთხედფინალს რაც შეეხება ეგ დამოკიდებულია კენჭისყრაზე ) იუვეს რო ბაერნი ან ბარსა შეხვედროდა ადრეულ სტადიაზე ) უშანსოდ გავარდებოდა ) 2 თამაშიან დაპირისპირებაში შანსი არ ექნებოდა )) ეგაა პრობლემა და მაგიტო ვამბობ რო გუნდმა უნდა დახარჯოს მეტი ) პსჟს და სიტის ხო ხედავ ? მერამდენე წელია ბარსა ხვდებათ პლეიოფში და უშანსოდ აგებენ ) 2 თამაშიან დაპირისპირებაში შანსები მცირეა ეგეთ გუნდებთან )) სულ დორტმუნდი და მონაკო არ შეგხდება ))

      1. ოსპინაა ზუსტად ისეთი რასაც შესნიზე ამბობ მაგას აქ გავარდნები ზოგჯერ და საერთო ჯამში მაგარი მოუქნებილი მეკარეა. ნახავ შესნი რა ძალა იქნება რომასთვის ბევრ თამაშებს პირადად მოიგბეს, დე სანქტისი 2 დარტყმიდან ერთს უეჭველი უშვებდა და ეს დარწმუნებული ვარ რამოდენიმე თამაშს უგოლოდ გადააბამს

  14. Mაგას ვამბობ მე რო ვერ ითამაშა სხვა არაფერი მითქვია რეალში კანავარო ის არ ყოფილა რაც იყო ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებდა იუვედან სუ სხვა კანავარო წავიდა :chuvak: :chuvak:

    1. ვერ გაქაჩა არ ქვია მერე მაგას, კანავაროსთვის არ არსებობდა რამე ისეთი რასაც ვერ გაქაჩავდა, უბრალოდ სხვადასხვა მიზეზების გამო არ იყო ისეთი როგორიც ეკადრებოდა. ვერ გაქაჩა ჯოვინკომ იუვენტუსში, ამას ქვია ვერ გაქაჩვა და კანავარომ რო რეალში ისე ვერ ითამაშა როგორც მსოფლიოს საუკეთესო მცველს ეკადრებოდა მაგას ვერ გაქაჩვა არ ქვია, კანავარო რეალში რო მივდა უკვე იმხელაზე იყო გაქაჩული იმის იქე გზა არ იყო :lool:

      1. Fაქტია ესპანელ გულშემატკივრებმა იმედგაცრუებულ ტრანსფერში შეიყვანეს და პუბლიკას თუ არ მოწონხარ კაპიკია შენი ფასი მე ძან მომწონდა კანავარო ეხაც მომწონს და ხშირად ვუყურებდი რეალში სადაც უამრავ შეცდომას უშვებდა ძამბროტა ვაფშე კატასტროფა იყო ბარსაშ

    2. რეალში კანავარო კატასტროფა იყო )) მაგრამ იმ რეალში ვერავინ ითამაშებდა )) გუნდს არ ქონდა წესიერი არც ტაკტიკა არაფერი ) დაცვაზე ვამბობ )) მანდ სამულეიც იყო რომადან რომელსაც უძლიერესი სეზონი ქონდა რომში მაგრამ რეალში კლუნსს გავდა )) იგივე პეპე )) მაგ პერიოდში კლოუნი იყო )

  15. Mაგას ვამბობ მე რო ვერ ითამაშა სხვა არაფერი მითქვია რეალში კანავარო ის არ ყოფილა რაც იყო ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებდა იუვედან სუ სხვა კანავარო წავიდა :chuvak:

  16. რომამ შესნი დაიმატა და ეს იქნება მთავარი წარმატების გასაღები რომასთვის, ბუფონის მერე შესნი პირველი იქნება იტალიაში, დაცვაში უნდათ ერთი ნორმალური ცენტრი და კაი გუნდი იქნება რომა, ლიგაზე თუ გააკეთებენ აქცენს მეოთხედფინალამდე მივლენ

    1. დაცვა ყავთ ) რომანიოლი რომელიც რუგანის დონის ტალანტია ) 25 მილიონს აძლევდა მილანი და არ გაყიდეს ) საკიმ თავად თქვა რო ამ ბიჭში მომავალ ნესტას ხედავს ) პლიუს კასტანი კარგი მცველია ) ძაან მაგარი სეზონი ქონდა შარშან წინ ) ბენატია კასტანი კარგი დუეტი იყო ) შარშანდელი სეზონი ტრავმის გამო გაუცდა ) ეხლა ისევ დაბრუნდა ) არც მანოლასია ცუდი ) სკამზე ასტორიც კარგიაა )) დაცვაში არანაირ პრობლემა არ აქვთ )) შესნი :D:D: ძაან არასტაბილური მეკარეაა ) არის თამაშები როცა ყველაფერს იგერიებს ) და აქვს თამაშები როცა მისი შეცდომის გამო გუნდი აგებს ) სწორედ მაგიტომ გაუშვა ვენგერმა თავის დროზე ))) მეკარე და არასტაბილურობა ყველაზე დიდი უბედურებაა )) სერია ა ში შესნიზე გაცილებით ძლიერი მეკარეები არიან ) ჯიჯიზე არაფერს ვამბობ ) მაგალითად დიეგო ლოპესი და ჰანდანოვიჩი )

  17. საინტერესო იქნება ) წელს სერია ა ) რომას ძალიან ღრმა შემადჰენლობა ყავს ) ყველა პოზიციაზე მინიმუმ 2 კაცი ყავს ) შარშან რომა ტრავმებმა დაშალაა ) პლიუს ფსიქოლოგიურმა მომენტმა ) წელს მგონია რომა ბოლომდე იბრძოლებს )) საინტერესო იქნება ნაპოლი ) პირველ რიგში სარი მაინეტერესებს ) მისი ემპოლი წელს ძალიან სიმპათიური გუნდი იყო ) ვნახოთ რა გამოუვა ნაპოლიში ) ინტერს არაფერი ეშველება )) მილანი უკეთესი იქნება წელს ვიდრე შარშან მაგრამ სკუდეტოზე ბრძოლა გამორიცხულია ) ფეორე იქნება ისევ ისეთი არასტაბილური)) მთავარი კონკურენტი მაინც რომა იქნება ) ყოველშემთხვევაში არც ერთი ხაზი არ ყავს სუსტი ) გამტანი ფორვარდი აკლიათ სტაბილური )) ჯეკო თუ მოიყვანეს გაცილებით ძლიერი რომა იქნება ) ნახევარდაცვა მშვენიერი ყავს ) ნენაგოლანი პიანიჩი დე როსი კეიტა რომელიც უბერებელი ჩანს და შესანიშნავ დონეს აჩვენებს ) დაცვაშიც კასტანი დაბრუნდა ) მთავარი მომენტი რომასთვის იქნება ფსიქოლოგიაა )) იუვე ფავორიტია რათქმაუნდა )

  18. რას და ფორთხიალს მაშინ გრავესენებიც თამაშობდნენ მარა რეალის ყველაზე იმედგაცრუება ტრანსფერების 10 ეულში შედის კანავარო და ბარსას ათეულში ძამბროტა 2 ივემ მაგრად იფორთხიალეს ესპანეთში

    1. ვინ სად შედის და გამოდის არ მაინტერესებს, კანავაროზე რო იტყვით ვერ გაქაჩა და იფორთხიალაო მერე ფეხბურთზე ლაპარაკის გაგრძელება არ ღირს, კანავაროს ცენტრალური დონის მცველი თანამედროვე ფეხბურთს არ ყავს, 1 წლის უკან კაცი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და რეალში ვერ გაქაჩა ხო? იმ დროს ზოგადად რეალმა ვერ გქაჩა ლიგაზე თუარა 2ჯერ ჩემპიონატი მოიგეს და კანავარო დაცვის ლიდერი იყო

          1. ვერ ითამაშა შეიძლება იმ დონეზე რა დონეზეც კანავაროს ეკადრებოდა მარა ისე ნამდვილად არ უთამაშია რო დასაცინი იყოს მისი რეალში თამაში, ალბათ იუვედან რო წავიდა მაგიტო გინდათ რო კანავაროზე ცუდი თქვათ, კანავარო სამაგალითო მცველია და დიდი ხანი დარჩება

  19. იფორთხა რას ქვია? 3 წელი სასტავში ითამაშა და ორჯერ ჩემპიონი გახდა. კანავაროსავით ეფორთხოს ნეტა ყველა იტალიელ მცველს. კანავარო დღესაც რო გაუშვა მოედანზე მასტერკლასს ჩაუტარებს ისლვებს ლუისებს და პეპეებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.