Daily Mirror: “მანჩესტერ იუნაიტედი” ლორენტეს გადმობირებას გეგმავს
“იუვენტუსის” ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ლორენტე პრესამ მადრიდის “რეალის” შემდეგ, ამჯერად, “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუკავშირა. ამის შესახებ “დეილი მირორი” ექსკლუზიურად იტყობინება. ბილბაოს “ატლეტიკის” ყოფილმა ფეხბურთელმა 90 შეხვედრა ჩაატარა “ბიანკონერის” მაისურში და 27-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება. ვან გაალმა პრესკონფერენციაზე აღიარა, რომ მისი გუნდი თავდამსხმელის ძიებაშია, რაც ვან პერსისა და რადამელ ფალკაოს გასხვისების შემდეგ, სულაც არაა გასაკვირი. თანაც, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გასული სეზონის განმავლობაში გუნდში სიმაღლის ნაკლებობაზე არაერთხელ ისაუბრა და ამ მხრივ, ლორენტე კარგი გამოსავალი უნდა იყოს. ” ეს არ იქნება ფეხბურთელი, რომელზეც პრესა წერს. უნდა დაიცადოთ და ნახავთ. ” -განაცხადა ვან გაალმა აშშ-შ ტურის დროს.
თქვენტვის 20 ლიმონი ღირს