ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta:”იუვემ დრაქსლერთან შეთანხმებას მიაღწია”

აპენინური პრესის ინფორმაციით, ბიანკონერიმ მიაღწია პრინციპულ შეთანხმებას იულიან დრაქსლერთან. ტურინელები გერმანელ გამთამაშებელს 5 წლიან კონტრაქტს დაუდებენ და წლიურად 2.7 მილიონ ევროს გადაუხდიან. რაც შეეხება შალკეს ამ მხრივ მაროტას მოუწევს სხვა ფორმის მოძიება, რადგან გერმანელები იჯარის უარზე არიან. ბიანკონერის გენერალური დირექტორის თავდაპირველი შეთავაზება იყო 6-7 მილიონი დაუყონებლივ და სეზონის ბოლოს 25 მილიონი ევროს სრულად დაფარვა. გელზენკირხენლებს კი დაუყონებლივ სურთ სრული საფასურის აღება.

წყარო: La Gazzetta dello Sport

7 thoughts on “Gazzetta:”იუვემ დრაქსლერთან შეთანხმებას მიაღწია”

  1. ეგრე რა,სანაკრებო მარათონზე გერმანიას ვქომაგობ,როგორც საკლუბოში იუვეს,ასე რომ მახარებს გერმანელების ჩვენთან გადმობარგების ფაქტი ))) :forza: :forza:

  2. ბიჭოოოო, სად მიაქვთ ფული, რა 6-7 მილიონი. ოგბონა ხო გაყიდეს, ლორენტეს ხო ყიდიან, ვიდალს ხო ყიდიან, წინა სეზონში მაგარი მაყუთი ხო იშოვეს.
    მე ვიდალის წასვლა და დრაქსლერის მოსვლა გუნდის დასუსტება მგონია რა. სულ არ მინდა იუვე შემტევ ფეხბურთზე გადავიდეს, მე იუვეს სტილი მომწონს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.