ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ-ცხელება

მარიო გიოტცეს გადაწყვეტილების მოლოდინში ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა იულიან დრაქსლერს არ ტოვებს უყურადღებოდ.სკაი სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს საღამოს ფაბიო პარატიჩი გერმანელი ფეხბურთელის წარმომადგენელს უნდა შეხვედროდა და კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებულიყო.ბებერი ქალბატონი მზადაა, 21 წლის ნახევარმცველს 4 მილიონ ევრომდე შესთავაზოს ხელფასი და სავარაუდოდ, ამის წინააღმდეგი არც თავად დრაქსლერი იქნება.აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე საათის წინ იტალიელებთან შეთანხმება “შალკეს” მოთამაშის აგენტმა უარყო : “იუვესთან არანაირი შეთანხმება არ არსებობს, იულიანის თაობაზე რამდენიმე შემოთავაზებას განვიხილავთ, ასე ხდება ყოველ ზაფხულს”.  პარალელურად, ჯუზეპე მაროტას მარცხენა მცველის დამატებაც სურს, ამისთვის კი რამდენიმე კანდიდატურა ჰყავს შერჩეული.მთავარი ფავორიტი “პორტოს” უკანახაზელი ალექსს სანდროა, რომელსაც კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება და სავარაუდოდ, პორტუგალიიდან ამ ზაფხულს აბარგდება.ბრაზილიელის ალტერნატივად იტალიური პრესა გილერმე სიკეირასა და ლაივინ კურზავას ასახელებს.

წყარო : Tuttojuve

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
9 years ago

ბერარდის უნდა ჩააცვან 10

gio grdzelo
9 years ago

ათიანი ძალიან მგრძობიერე ნომერია იუვეში)) ხო და დრაქსლერზე კარგმა იგროკმაც მინდა რომ ჩაიცვას:) იმედი მექონდა სულ რომ დელ პიეროს წასვლის შემდეგ ვინმე იტალიელი ჩაიცმევდა 10 ნომრიან მაისურს მაგრამ ეხლა იტალიელს ვინღა ჩივის ნეტა ვინმე მასხარას არ ჩააცმევან ან კიდევ უარესი როგორც ტვითონ თქვეს სულაც არავის არ ჩააცვან ეგ მაისური :blin: :loool:

lasha naxucrishvili
9 years ago

კაით რა ერთ კაცს გთხოვთ მაქსი ერთს

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x