ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო : “ლიგა რომ მოგვეგო, ტურინს არ დავტოვებდი”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა ნახევარმცველმა, ანდრეა პირლომ გაზეტა დელო სპორტს ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისცა : “იუვესთან ერთად ჩემპიონთა ლიგა რომ მომეგო, ტურინს არ დავტოვებდი.ბარსელონასთან მარცხმა რაღაც ბიძგი მომცა, ვფიქრობ, ეს იყო სწორი დრო ევროპიდან წამოსვლისთვის.მანამ, სანამ სხვები დაიწყებენ ჩემზე საუბარს, გადაწყვეტილების მიღებას ვასწრებ, სწორედ ასე იყო ახლაც.ბებერი ქალბატონი მომავალ სეზონში სულ სხვა გუნდი იქნება, ხელმძღვანელობა სწორად მოქმედებს, მიუხედავად იმისა რომ კლუბი რამდენიმე მოთამაშემ დატოვა, ჩემი ჩათვლით, მათ კარგი შევსება მიიღეს ახალგაზრდა ფეხბურთელების სახით.იუვენტუსის ამჟამინდელი პროექტი გრძელვადიანია და რამდენიმე სეზონზეა გათვლილი, მიუხედავად კონკურენტების გაძლიერებსა, ტურინელებს სკუდეტოსთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტად ვთვლი.”

“რაც შეეხება ჩემს ამბიციებს, მინდა ამერიკის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გავხდე.ვფიქრობ, მაღალი დონის ჩემპიონატში მოვხვდი და სიძლიერე აქ უნდა დავამტკიცო.ფაქტობრივად, ნულიდან ვიწყებთ, ექვსი თვის წინ ეს კლუბი არ არსებობდა, ძალიან ჰგავს იმ პერიოდის იუვენტუსს, როცა კლუბში მივედი.ზურგს ოთხი შესანიშნავი სეზონი მიმაგრებს, კარგ ფორმაში ვარ და ვეცდები ჩემი გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო.რა თქმა უნდა, კომპლიმენტების მიღება მსიამოვნებს, მაგრამ აქ არ ჩამოვსულვარ იმისთვის რომ ვინმემ შემახსენოს, რამდენად დიდი ფეხბურთელი ვარ, აქ არდადეგები არ მაქვს.გამარჯვება მსურს.სიცივე, გრძელი და დამღლელი გზა, განსხვავებული სტადიონი, ახალი ენა – ადაპტაცია მალე უნდა გავიარო, ყოველი შეხვედრა ახალ რაღაცას მასწავლის.სეზონში 60 მატჩამდე ვთამაშობდი, კვირაში სამჯერ გავდიოდი მოედანზე, სიცივეშიც ბევრჯერ მითამაშია.აქ სეზონის სხვანაირი გრაფიკია და ეს მართლაც სიახლეა.ეროვნული ნაკრები ?  – არანაირი პრობლემა არაა, მწვრთნელი იმ მოთამაშეებსაც აკვირდება, რომლებიც საზღვარგარეთ ასპარეზობენ.ამერიკის ნაციონალური ლიგა მაღალი დონის ჩემპიონატია, ბევრი ევროპული ჩემპიონატის მსგავსად, შესაბამისად, ეროვნულ გუნდში ადგილის მოპოვება აქედანაც შესაძლებელია.მას, ვინც ფეხბურთის თამაში იცის, ასპარეზობა არსად არ გაუჭირდება.ჯიოვინკო შესანიშნავად ასპარეზობს, წარმატებებს ვუსურვებ.ბურთი კი ყველგან ერთნაირია.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
9 years ago

მე პირიქით მეგონა, ლიგას თუ მოიგებდნენ იმ შემთხვევაში დატოვებდა გუნდს…
ნუ ისევ თავიდან შორსვადიანი პროექტი რომ გაკეთდა არ მომწონს, ნელ ნელა ჩანაცვლება შეიძება გუნდის, ისე რომ ერთიანად არ განაახლო… ახალგაზრდები კარგია, მაგრამ სანამ ეგენი გამოიცდებიან კიდე დიდი ხანი მოგვიწევს ლიგის თასის ლოდინი…

preacher
9 years ago

KAრგ დროს წავიდა. Mარრა ტყუილად აქებს ამერიკის ჩემპიონატს

forza bianconeri
9 years ago

რა მნიშვნელობა აქვს პირლო აწი რას იტყვის :blin:

ALLENATORE
9 years ago

რას არ ელოდით ) სწორად მოიქცა ) პირლოს არ უნდოდა მეორეხარისხოვანი ანდრეა ყოფილიყო )) სკამზე დაესვათ და იმაზე ელაპარაკათ რო ტემპსს ვერ გაჩავს ) ამიტომ კარგი ქნა წავიდა ) პირლო ყველას ემახსოვრება როგორც დიდი მაესტრო ) აბა ის არის კარგი ფეხბურთელი რო უკვე ხურჯინით დადის და ვერ ხვდება წასვლის დროს ? იმედია ევროპის ჩემპიონატზე ვიხილავთ ანდრეას ) ნა კონტე გამოიყენებს მის გამოცდილებას თუნაც შეცვლებზე ) პირლოზე უკეთესი მაინც არავინ არაა აძურიში )

Giorgi Buffon
9 years ago
Reply to  ALLENATORE

პირლოს სკამზე არ დასვამდენ არ რატომ უნდა დაესვათ სკამზე ლიგა რომ ვერ ოიგეს მაშინ ჯიჯისაც მოიწევს გუნდიდან წასვლა ან სკამზე დაჯდომა.

ALLENATORE
9 years ago
Reply to  Giorgi Buffon

))) კარგად წაიკითხე რას ამბობს ) შინარსი მარტივია ) პირლოს არ უნდოდა რო მისი როლი იუვეში დასუსტებულიყო ) ეს კიდე გარდაუვალი იყო ასაკი თავისას შვება 36 წლისაა კაცი და დროზე მიხვდა წასულიყო ))
ჯიჯი სხვა თემაა ჯიჯი მეკარეა ) 36 წლის პირლო ძაან მაღალ დონეზე თამაშობდა ) ნახევარმცველია თან ) ალბათ იცოდა რასაც აკეთებდა და გრძნობდა რო ძველი პირლო ვეღარ იქნებოდა იუვეში ) უბერებელი არავინ არაა )

Giorgi Buffon
9 years ago
Reply to  ALLENATORE

სულ რომ დარჩენილიყო სერია ა ში მაინც ვეღარ გაქაჩავდა

zurab kakhidze
9 years ago

მაგრა გამიტეხა ამის ნათქვამვა

Giorgi Buffon
9 years ago

პირლოსგან ამას ნამდვილად არ ველოდი :/

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x